„ჩემი რანჩო“ წლის ბოლომდე 2 ახალი ფერმის მშენებლობას დაიწყებს. მიზანი წელიწადში 200 ტონა ბოცვრის ხორცის წარმოებაა. მაჩვენებლის მისაღწევად მეწარმე ჯამში მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
ამ დრომდე საწარმო 45 ადამიანს ასაქმებდა, თუმცა გაფართოვების შემდეგ კიდევ გაჩნდება სამუშაო ადგილები.„ჩემი რანჩო“ გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს და ბოცვრის ხორცს დაახლოებით 3 წელია აწარმოებს.
ფერმის ტერიტორიაზე 2019 წლის ბოლოს აშენდა ქარხანაც, სადაც ცხოველებისთვის საჭირო საკვებს ამზადებენ.
ბიზნესპარტნიორი