„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური

„ჩემი ჩანგლიდან გადადის ვირუსი და თმის საშრობიდან არა? - ძალიან არაჯანსაღია ეს ყველაფერი“ - შეფ კონსტანტინე თედელური

access_time2020-12-01 13:00:48

„ეს ყველაფერი ძალიან არაჯასაღად გამოიყურება. ჩემი სარესტორნო სივრცე ისედაც ერთადგილიანი იყო, სხვები კი მაქსიმალურად დაშორებული მაგიდებით.  დაცული იყო ყველა რეგულაცია ისევე, როგორც უმეტეს დაწესებულებაში, მაგრამ მაინც მოვყევი ამ პროცესებში,“ – ამის შესახებ „კომერსანტთან“ რესტორატორმა, შეფ კონსტანტინე თედელურმა ისაუბრა.


შეფ კონსტანტინეს ერთმაგიდიანი ბუტიკური რესტორანი - „შეფ კონსტანტინე თედელური“, ასევე Graph Sandwich IV და კრწანისის რეზიდენციის სარესტორნო სივრცე - სხვა კვების ობიექტებთან ერთად 28 ნოემბრიდან ორი თვით დაიხურა, რასაც რესტორატორი გაუგებარ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ამას ემატება ისიც, რომ თედელურის თქმით, მზარეულებს, რომლებსაც თავიანთ ობიექტებში მიტანის სერვისის ამოქმედების უფლება აქვთ, არ აქვთ საშვები და შეკვეთების ყველაზე აქტიურ საათებში, მათ სამუშაო დღის დასრულება უწევთ.


 „ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ამ შეზღუდვებით ბევრი რესტორანი და კვების ობიექტი გაიცხრილება და დაიხურება.  ეს კარგია, იმ მხრივ, რომ ბევრია ისეთი, ვინც ამ სფეროში ვერ ერკვეოდა, ბევრმა არ იცოდა მართვა და ის, თუ რას ნიშნავს ხარისხი. ეს ხალხი მიხვდება ამას და აღარ დაბრუნდება ამ სფეროში. მაგრამ, რესტორატორები, ვინც ხარისხიან მომსახურებას და უსაფრთხო გარემოს აწვდიან მომხმარებლებს, როგორ გადარჩებიან არ ვიცი. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თემაა, ამას სჭირდება გაძლება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ჯანსაღი გაქვს ფსიქიკა.


ჩემი ერთი სივრცე ერთ მაგიდიანია, ხოლო „კრწანისის რეზიდენცია“ -  რომელიც 18 ჰექტარს მოიცავს, კერძო ღონისძიებებისთვისაც აქტიურად გამოიყენებოდა, ეზოშიც იყო დიდი ტერიტორია და აუზი - როცა ყველაფერი დაცულია და ხარისხს და უსაფრთხოებას 100 პროცენტით უზრუნველყოფ და გაუგებარი შედეგს  იღებთ.



ველოდი ადამიანებზე მორგებულ რეგულაციებს, მაგრამ დახურვას არა. თუმცა, ფაქტია ორი ადამიანი წყვეტს ამ ყველაფერს. უცნაურია სალონების მუშაობის დაშვება - ჩემი ჩანგლიდან გადადის კორონავირუსი და თმის საშრობიდან, რომელიც მილიონ ბაქტერიას ატრიალებს, არ გადადის?


ისიც კი არ გაითვალისწინეს, რომ მზარეულებისთვის დაეშვათ საშვები. მზარეული სახლში მიმყავს 7 საათზე, როდესაც სწორედ ამ დროიდან იწყება აქტიურად შეკვეთები და გამოძახებები. ამ ადამიანებისთვის მაინც მიეცათ ნორმალურად მუშაობის საშუალება.


არ მაქვს მოლოდინი, რომ თებერვალში მაინც ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით. იმედია და ვფიქრობ, რომ 2021 წლის მარტის ბოლოდან დაიწყება ხელახლა ფეხის ადგმა რესტორნებისთვის - ამბობს კონსტანტინე თედელური.


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნესცენტრები და საცურაო აუზები დაიხურა, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება.

შეზღუდვები 2 თვეს - 31 იანვრამდე გაგრძელდება.



მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up