ძალიან  ხშირად ვმარცხდებით ყველაფერში, ჩვენ გვაკლია გამარჯვებულის მენტალიტეტი-  დავით კენჭაძე

ძალიან ხშირად ვმარცხდებით ყველაფერში, ჩვენ გვაკლია გამარჯვებულის მენტალიტეტი- დავით კენჭაძე

access_time2021-01-05 14:00:02

რადიო „კომერსნტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“  DK Capital-ის გენერალურმა დირექტორმა დავით კენჭაძემ, წარმატების ფორმულაზე,  პანდემიის პერიოდში მოტივაციის  შენარჩუნებაზე და სხვა  თემებზე ისაუბრა.

„რაც გვინდა დღეს იმის  სწავლა შეგვიძლია.  ჩვენ ვართ ყველაზე მაგარ პერიოდში, რა პერიოდშიც კი კაცობრიობას უარსებია, ჩვენ გვაქვს ინტერნეტი, რომელიც  სავსეა ძალიან ბევრი ინფორმაციით.

დღეს  შეგიძლია დაჯდე და იმეცადინო, იმისათვის რომ კონკრეტულ საკითხში გახდე ძლიერი, არ არის აუცილებელი, რომ წაიკითხო ასი წიგნი,  იმეცადინო და  სერთიფიკატები აიღო  უცხოეთში. ამის  გაკეთება დღეს  ძალიან მარტივია და შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად.

შესაბამისად, ადამიანები ირჩევენ იმ სფეროს, რომელიც მათ აინტერესებთ და სწორედ ამ  სფეროში აგრძელებენ განვითარებას. შესაძლებლობები უსაზღვროა და ადამიანებს შეუძლით ყველაფრის გაკეთება რასაც მოისურვებენ“ -  აღნიშნავს  დავით კენჭაძე.

კენჭაძის განმარტებით, ადამიანები სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმზე გადასვლას დადებითად აფასებენ  და უნივერსიტეტების სტუდენტების უმეტესობა ფიქრობს, რომ დისტანციური  სწავლება უფრო კომფორტულია ვიდრე ადგილზე სწავლება.

„მაგალითად ახალგაზრდა რომელიც სწავლობს თბილისში და ცხოვრობს ბათუმში, ახლა  ლექციებს ბათუმიდან ესწრება, აბარებს  გამოცდებს და ა.შ.

შეზღუდვებმა ბევრი კარგი რაღაც მოგვცა და ჩემი აზრით დისტანციური სწავლა არის ბევრად უფრო ეფექტური ვიდრე ფიზიკური  სწავლა.

100%-ით  ასე არ  უნდ ა იყოს,  რადგან გარკვეული სოციალიზაცია გვჭიდება, მაგრამ ალბათ  სანახევროდ  თუ  დარჩება  დისტაციური რეჟიმი,  ვფიქრობ, რომ ყველასთვის  ძალიან კარგი იქნება“ -  აღნიშნავს დავით  კენჭაძე.

 

კენჭაძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ კრიზისები ახალ  შესაძლებლობებს ყოველთვის აჩენს და  ადამიანებს დააფიქრებს იმაზე, თუ რამდენად კარგია ის, რასაც კრიზისამდე აკეთებდა, მისივე  განმარტებით კრიზისის  დროს  ადამიანები სხვა  თვალით  უყურებენ  შეცდომებსაც  და  შესაძლებლობებსაც.


 

„ძალიან ბევრმა  ადამიანმა დაინახა, რომ თურმე სოფლის მეურნეობის პროდუქციით დიდი შემოსავლის მიღებაა  შესაძლებელი, იგივეა გლობალურ  საკითხებში, როდესაც  ჩინეთისკენ  აღარ არის  აღებული ისეთი გეზი და ყველა  მიხვდა, რომ  ჩინეთზე დამოკიდებულება არ არის  კარგი და ეს  არა მარტო  ჩვენ  ქვეყანას  არამედ  თითოეულ  ჩვენგანსაც ეხება.

ჩვენს  ქვეყანასაც ეძლევა  შესაძლებლობა, რომ  სხვა ადგილი დაიკავოს მსოფლიოს დღის  წესრიგში.

მე მგონია, რომ ასეთი  შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს, უბრალოდ ვისაც უნდა ამ შესაძლებლობების დანახვა და ვინც მიდის და ამ მიმართულებით მუშაობს, ის  აუცილებლად აღწევს.

ადამიანების შესაძლებლობები მართლა  უსაზღვროა და ყველას შეუძლია იმის  მიღწევა, რასაც მართლა  გულით მოინდომებს , იმიტომ რომ სამწუხაროდ ყველა არ ინდომებს და ეძებს მიზეზებს, რომ თავი გაიმართლოს რატომ არ მიაღწია რამეს ცხოვრებაში“ - აღნიშნავს დავით კენჭაძე.


კენჭაძის განმარტებით,  მიზნების  გადახედვა შესაძლებელია, არ შეიძლება მასზე ჩაციკვლა და ახალი მიზნისკენ უნდა გააგრძელო სვლა.


„მე მაგალითად ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელმაც ტურისტულ სფეროზე ხელი ჩაიქნია, რადგან ხედავენ რომ 2-3 წლის განმავლობაში ამ  სფეროს  პერსპექტივა არ აქვს.

ვფიქრობ რომ ასეთი მიდგომა  კარგი და  რაციონალურია. ამ პერიოდმა  საინტერესო  შესაძლებლობა მოგვცა, ადამიანებთან მე  ხშირი კომუნიკაცია მაქვს და ვიცი ისინი  რას ფიქრობენ.

ბევრს მობეზრდა მუშაობა იქ  სადაც  არიან,  ანუ  ერთ რუტინაში , მე  ვხედავ რომ ადამიანები  იძახიან, რომ მათ  სწავლა და განვითარება უნდათ.

მე მჯერა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გამარჯვება, სამწუხაროდ ქართველები მივეჩვიეთ დამარცხებას, ძალიან  ხშირად ვმარცხდებით ყველაფერში, ჩვენ გვაკლია გამარჯვებულის მენტალიტეტი.

ეს არის  მთავარი გამოწვევა, რომელიც  ჩვენს  ქვეყანაში დგას, ეს  არის მენტალური ცვლილება, რომელიც გონებაში უნდა შეიცვალოს , რომ უბრალოდ უნდა  მივეჩვიოთ გამარჯვებას.  იქნება  ეს  სპორტი ეკონომიკა თუ  სხვა.

სამწუხაროდ, არაფერი არ  არის  ამ  ქვეყანაში ისეთი სადაც ვართ N1 , თუ მივეჩვევით გამარჯვებებს და გამარჯვების მენტალიტეტი გვექნება, მე  დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წელს  ამ  ქვეყნის მოქალაქეებს  ვერავინ შეგვაჩერებს“ -  აღნიშნავს  დავით კენჭაძე

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up