ჩეჩნეთში საქართველოსკენ გზის მშენებლობის აუცილებლობაზე კვლავ ალაპარაკდნენ

ჩეჩნეთში საქართველოსკენ გზის მშენებლობის აუცილებლობაზე კვლავ ალაპარაკდნენ

access_time2022-11-28 21:30:43

ჩეჩნეთის რესპუბლიკის (რუსეთი) სახელმწიფო მედია საქართვლოსკენ გზის მშენებლობის აგიტაციას შეუდგა. სახელმწიფო სააგენტო Грозный-информ წერს, რომ „ახალი მაგისტრალი ხელს შეუწყობს სხვადასხვა რეგიონებსა და ქვეყნებს შორის მეგობრული, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და ამასთანავე, რეგიონში ტურისტული ნაკადის გაზრდას".

 

„ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან საქართველოსკენ გზის მშენებლობას მნიშვნელოვანი სამომავლო პერსპექტივა აქვს. მას შეუძლია, უზრუნველყოს საქართველოს რესპუბლიკასთან სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების ჩამოყალიბება, საქართველოს ჩეჩნურ დიასპორასთან ურთერთობების განმტკიცება-გაფართოება და ამასთანავე, იმ დროის ეკონომია, რომელიც სჭირდება ორ მეზობელ რეგიონს შორის მანძილის დაფარვას", – განუცხადა სააგენტოს იტუმ-ყალეს რაიონის ხელმძღვანელმა იბრაგიმ ბურსაგოვმა.

 

Грозный-инфор"-ის კიდევ ერთი რესპონდენტი - რუსი ექსპერტი ევგენი ზოლკინი კი ამბობს, რომ ეს გზა „რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს გააუმჯობესებს, ლოჯისტიკური ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობას შექმნის და შეამცირებს როგორც საქართველოში, ისე ამიერკავკასიაში ტვირთების მიწოდების დროს“ (ციტატაში სტილი დაცულია).

 

„იტუმ-ყალე-შატილის საავტომობილო გზა დაეხმარება როგორც რეგიონს, ისე მთლიანად რუსეთს, მძლავრ იმპულსს შესძენს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. საბოლოო გადაწყვეტილება მისი რეკონსტრუქციისა და ამოქმედების შესახებ რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობებს შორის შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული", – დასძინა მან.

 


თავის მხრივ Грозный-информ შეახსენებს მკითხველს, რომ პროექტის რეალიზებას წარსულში უკვე დაუჭირეს მხარი ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

 

მარტში ხსენებული გზის მშენებლობის საკითხი რუსეთის უშიშროების საბჭოს გროზნოში გამართულ სხდომაზეც განიხილეს. საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა რამზან კადიროვთან ერთად „უცხო ქვეყნების ბაზრებზე გასასვლელად“ მის „სტრატეგიულ მნიშვნელობას" გაუსვა ხაზი.

 

თბილისში კი წარსულში არაერთგზის განუცხადებიათ, რომ ამ გზის მშენებლობის საკითხი ქართული მხარისათვის არასოდეს მდგარა დღის წესრიგში. მარტშივე ეს კიდევ ერთხელ გაიმეორეს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში, რომლის მტკიცებით, ინფორმაცია თბილისის მიერ გზის მშენებლობის შესაძლებლობის განხილვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

 

იტუმ-ყალე-შატილის 45 კმ-იანი გზა 1990-იანი წლების ბოლოს იქნა გაყვანილი. ომის დროს იგი მნიშვნელოვნად დაზიანდა დაბომბვებისაგან.


accentnews


თეგები:
ჩეჩნეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up