ჩეჩნეთში კავკასიის ყველაზე მაღალი და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო

ჩეჩნეთში კავკასიის ყველაზე მაღალი და რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო

access_time2019-03-15 20:00:34


ჩეჩნეთის დედაქალაქის ცენტრში დაიწყო ცათამბჯენის მშენებლობა, რომელიც იქნება ყველაზე მაღალი კავკასიაში და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რუსეთში.  




მდინარე სუნჟას სანაპიროზე, სადაც უკვე დგას კომპლექსი Grozny City, 2-3 წელიწადში გაჩნდება 435-მეტრიანი და 102-სართულიანი შენობა, რომელსაც ერქმევა Akhmat-tower, რესპუბლიკის დღევანდელი პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის პატივსაცემად.


სავარაუდოდ, ის იქნება უფრო მაღალი, ვიდრე რუსეთის, მათ შორის მოსკოვის, ყველა ცათამბჯენი და დაუთმობს პირველობას მხოლოდ სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ ბიზნეს-ცენტრს.


გრანდიოზული მშენებლობის ღირებულება შეადგენს 1 მლრდ დოლარს, იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად საუბარი იყო მხოლოდ 500 მლნ-ზე. თუმცა, გროზნოს მერის მუსლიმ ხუჩიევის თქმით, კოშკის მშენებლობაზე არ დაიხარჯება არც ერთი კაპიკი ბიუჯეტიდან - საუკუნის პროექტს დააფინანსებენ მხოლოდ კერძო სპონსორები.


ცათამბჯენს 19 ჰექტარ ტერიტორიაზე აშენებს კომპანია ემირატებიდან, რომელმაც ააშენა განთქმული „ბურჯ-ჰალიფა“ დუბაიში, პროექტი ეკუთვნის რუს არქიტექტორ ალექსანდრ ზუსიკს.



მშენებლობას კურირებს რესპუბლიკაში გავლენით მეორე ადამიანი, კადიროვის დეიდაშვილი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და პრეზიდენტთან ყველაზე დაახლოვებული ადამიანი ადამ დელიმხანოვი.


Akhmat-tower-ის დიზაინში გამოიყენება ტრადიციული ჩეჩნური მოტივები - სტილისტურად ის წააგავს ოჯახურ კოშკებს, რომლებიც შენდებოდა საუკუნეების წინ და დიდი რაოდენობით შემორჩა დღესაც. შიგნით კი იქნება ოფისები, სასტუმრო, რესტორნები, სპა-კომპლექსი, ლუქს-კატეგორიის საცხოვრებელი ბინები.


სპეციალური გადასასვლელი დააკავშირებს ცათამბჯენს რუსეთის სამხრეთ რეგიონში ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრთან Grozny-moll-თან, რომელიც ასევე მშენებლობის სტადიაზეა.


მშენებლობისთვის მზადება დაიწყო 2016 წელს, თუმცა, პროცესი მიმდინარეობს ნელი ტემპებით. პროექტის რეალიზაციის ზუსტი ვადები ჯერ უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, შენობა 2020 წელს იქნება მზად.




პროექტისადმი დამოკიდებულება რესპუბლიკაში არაერთგვაროვანია. რა თქმა უნდა, ვერავინ ბედავს ამ ახირების წინააღმდეგ ღიად წასვლას - ეს შეუძლებელია ჩეჩნეთში გამეფებული უსასტიკესი დიქტატურის გამო, თუმცა, უკმაყოფილება არსებობს.


მაგალითად, სეისმოლოგები მიიჩნევენ, რომ მშენებლობა მიმდინარეობს საშიშ ზონაში, სადაც შესაძლებელია ძლიერი მიწისძვრა, ამიტომაც იქ არ შეიძლება ასეთი მაღალი შენობის აგება.


რიგით გროზნოელებს აშინებთ ის, რომ მომავალი გიგანტი დაფარავს ევროპაში ყველაზე დიდ მეჩეთს, სახელად „ჩეჩნეთის გული“. ბევრი ვარაუდობს. რომ მშენებლობის პროცესში დაზიანდება 90-ან წლებში დაყენებული სტალინური დეპორტაციის მსხვერპლთა მემორიალი.


ჩეჩნები აღიქვამენ ამ პროექტს, როგორც კადიროვების საგვარეულო კოშკის მშენებლობას - ეს არის ძველი ჩეჩნური ტრადიცია - ძლევამოსილმა გვარმა აუცილებლად უნდა ააშენოს დიდი და შთამბეჭდავი კოშკი, რომლითაც მას საუკუნეების მანძილზე გაიხსენებენ.


არის კიდევ ერთი მხარე - 102-სართულიანი ცათამბჯენი სრულიად უფუნქციოა რესპუბლიკისთვის, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს სოფლური ცხოვრებს წესით, სადაც არაა არც ინდუსტრია, არც საერთაშორისო, ან თუნდაც რუსული კომპანიების ოფისები( დიდი რაოდენობით), არ არის გართობის თანამედროვე კულტურა და არ არიან ტურისტები.


მეტიც, უკვე არსებული, ბევრად უფრო მოკრძალებული და დაბალსართულიანი კომპლექსი Grozny City დღესაც კი თითქმის ცარიელი და აუთვისებელია.






აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“
access_time2019-05-23 13:47:39
"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება. ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები  მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან...

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება

მამუკა ბახტაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველო სამედიცინო სერვისების მიწოდებით რეგიონში   ლიდერი ქვეყანა გახდება
access_time2019-05-23 12:16:07
დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო გახდება ლიდერი ქვეყანა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) რეგიონული წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა...

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი გვაკავშირებს“

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ვასილ ახრახაძეს პასუხობს:„გარდა სტანდარტული ბანკი/კლიენტის ურთიერთობისა, ადგილობრივ ბანკებთან სხვა არაფერი  გვაკავშირებს“
access_time2019-05-23 12:30:03
 „ადგილობრივ ბანკებთან, სტანდარტული  ურთიერთობის გარდა,(რომელიც გულისხმობს კლიენტს/ბანკს)არაფერი გვაკავშირებს  —  საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი დაზღვევის კავშირის თანათავმჯდომარეს, ვასილ ახრახაძეს მიმართავს, რომელმაც კომერსანტთან არაპროფილური აქტივების ფლობასთან დაკავშირებით...

თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება

 თურქეთი C-400-ის გამო ამერიკული სანქციებისთვის ემზადება
access_time2019-05-22 20:30:00
ანკარაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა განაცხადა, რომ  აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400-ის შეძენასთან დაკავშირებით, გარკვეული პროგრესი შეინიშნება. თუმცა, მისი თქმით, ამის მიუხედავად, თურქული მხარე ემზადება სანქციებისთვის, რომელიც შესაძლოა მიღებულ იქნას ვაშინგტონის მიერ ამ სისტემების ყიდვის გამო. როგორც აკარმა აღნიშნა, ამჟამად თურქეთი სწავლობს ალტერნატიულ...

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...


მსგავსი სიახლეები

up