"რაც ჭავჭავაძეზე ახლა ხდება, მსგავსი მდგომარეობაა მთელი ქვეყანის ეკონომიკაში. გამოსავალი არის ერთადერთი: უნდა დაინგრეს, რაც "აშენდა" და სწორად უნდა გაკეთდეს ხელახლა. დაიკარგა დრო, ფული, დაზიანდა მომიჯნავე ადგილები (სფეროები). ჭავჭავაძის კოლაფსი გახდება ოცნების უნაყოფო რვაწლიანი მმართველობის "ცოცხალი სიმბოლო", - ასე აფასებს Facebook-ზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე ჭავჭავაძის რეაბილიტირებულ გამზირს.
ილია ჭავჭავაძის გამზირზე დღეიდან ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები სპეციალურ ზოლებში მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით ივლიან.