ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა

access_time2019-01-11 16:09:30

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე ბრალდებულ სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახედ 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.


პროკურატურაც ბრალდებულითვის 5 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ამასთან, პროკურატურამ ბრალის ფორმულირებისას აღნიშნა, რომ მძღოლს ჩაეძინა, რის გამოც მან დაკარგა კონტროლი ავტომობილის მართვისას.


ადვოკატის ვახტანგ თალაკვაძის თქმით, ვიდრე დაზუსტებით არ იქნება ცნობილი თუ რამ გამოიწვია ავტომობილზე კონტროლის დაკარგვა, არ შეიძლება მტკიცება, რომ მძღოლს ჩაეძინა.დაცვის მხარის პოზიციით, არ არის გამორიცხული, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო რთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე და საჭიროა ამ გარემოებებსაც მიექცეს ყურადღება.



შესაბამისად, ადვოკატის პოზიციით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახე არ უნდა იყოს გამოყენებული.მოსამართლე რომან ხორავამ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო და პროკურატურის პოზიცია გაითვალისწინა.


წინასასამართლო სხდომა 28 თებერვალს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.


ipn.ge






"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით“

access_time2019-01-21 19:30:29
"საპენსიო რეფორმას არ აქვს თეორიული შანსი, რომ არ დაასრულოს სრული კატასტროფით, ყველა შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საპენსიო რეფორმა ამ ქვეყნისთვის, ანუ ადამიანებისთვის დამაზიანებელი იქნება," — წერს სიციალურ ქსელში  "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე და იქვე მიზეზებს განმარტავს: არსებობს 2 ვარიანტი: ა) საპენსიო რეფორმა შემდეგი ათწლეულები უპრობლემოდ მუშაობს შემოთავაზებული სქემით ბ) არსებული...

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს

სამრეწველო ჯოჯოხეთი - საიტი Wired Tesla-ში მუშაობის არაადამიანურ პირობებზე წერს
access_time2019-01-21 20:30:29
2016 წლის მარტში, ილონ მასკი ლოს-ანჯელესის გარეუბანში Tesla-ს ერთ-ერთ სალონში მივიდა. ეს იყო იმ დღეს, როდესაც კომპანიამ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალ მოდელზე - Model 3-ზე, რომელიც უნდა გამხდარიყო ბრენდის პირველი ნაბიჯი მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ტოპ მენეჯერები მარჩიელობდნენ შეკვეთების შესაძლო რაოდენობაზე და ელოდნენ დაახლოებით 50 000-ს, რაც იქნებოდა რეკორდი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის. თუმცა, რეალობამ გადააჭარბა...

სოსო არჩვაძე: საქართველოში მდიდარი ფენის შემოსავალი დაახლოებით 17-ჯერ აღემატება ღარიბი ფენის შემოსავლებს

სოსო არჩვაძე: საქართველოში მდიდარი ფენის შემოსავალი დაახლოებით 17-ჯერ აღემატება ღარიბი ფენის შემოსავლებს
access_time2019-01-22 09:00:04
მოსახლეობის მდიდარი ფენის 10%-ის შემოსავლები 17-ჯერ აღემატება ღარიბი მოსახლეობის 10%-ის შემოსავლებს. ცხადია მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება არის და იქნება, მთავარია დროთა განმავლობაში ეს განსხვავება შემცირდეს, -ასე აფასებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე სოციალური უთანასწორობის საკითხს საქართველოში. საქსტატის მონაცემებით მოსახლეობის 21.9 % სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევითაა. საქართველოში ჯინის კოეფიციენტი, რომელიც...

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კახა ბექაური : „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, რომ საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“
access_time2019-01-21 17:10:48
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და ამბობს, რომ კომისიას ყველა კანონიერი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ კომპანიების მხრიდან განხორციელებული არაკანონზომიერი ქმედებები აღკვეთოს. კახა ბექაური იმედს იტოვებს, რომ კომისიის განცხადების შემდეგ კომპანიები წინდახედულობას გამოიჩენენ და კომისიასთან საკითხის გავლის გარეშე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ....

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს

პანორამა თბილისის შენობაში კერძო პირებმა ფართების გაყიდვა-გაქირავება დაიწყეს
access_time2019-01-21 16:00:10
პანორამა თბილისის ფარგლებში თაინვესტირების ფონდი „ცეკავშირის“ ყოფილ შენობაში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას 2019 წლის ბოლოს დაასრულებს. როგორც „კომერსანტს“ „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე კომპანიის მიერ ფართების გაქირავება-გაყიდვის პროცესი დაწყებული არ არის. რაც შეეხება შენობის ქვედა სართულზე რამდენიმე ფართის გაყიდვა-გაქირავებას, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ფართების მფლობელები კერძო პირები არიან, ვინც ჯერ კიდევ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შენობის შეძენამდე...


მსგავსი სიახლეები

up