ჭავჭავაძის გამზირზე, მირცხულავას ქუჩიდან ვარაზისხევის ქუჩამდე მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგება

ჭავჭავაძის გამზირზე, მირცხულავას ქუჩიდან ვარაზისხევის ქუჩამდე მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგება

access_time2019-09-16 09:10:23

ჭავჭავაძის გამზირზე მირცხულავას ქუჩიდან ვარაზისხევის ქუჩამდე მონაკვეთზე დღეიდან ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს და შესაბამისად, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით.


როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას ტრანსპორტი გაივლის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთის ან ერისთავის ქუჩებიდან დაუკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან ჩაუხვევს.


ნაწილობრივ შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ავტობუსები: N9 და N59, ასევე მიკროავტობუსები: N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან ჩაუხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი – მელიქიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებით უკვე არსებული მარშრუტით იმოძრავებენ ანუ გაივლიან კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან.


ხოლო შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N66 ავტობუსი მრგვალი ბაღიდან შეუხვევს ჯერ ერისთავის, შემდეგ ფალიაშვილის ქუჩებზე და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან დაუკავშირდება.



როგორც ცნობილია, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველ ნაწილზე, რომელიც მოიცავს კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთს, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია და მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად. მონაკვეთზე მოეწყო წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელი.


ჭავჭავაძის გამზირზე „თბილისი ენერჯიმ“ დაასრულა 1962 წელს აშენებული, 250-მილიმეტრიანი ფოლადის გაზსადენის სრული რეაბილიტაცია. გაზსადენი შეიცვალა თანამედროვე, 350-მილიმეტრიანი მილით, რომლის საერთო სიგრძე, თავისი განშტოებებით, 2000 მეტრია.


სარეაბილიტაციო მონაკვეთის მეორე ნაწილში, რომელიც მოიცავს მირცხულავას ქუჩიდან თაქთაქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთს, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს აწარმოებს.


პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარი მოპირკეთება ბუნებრივი ქვის ფილებით, გამზირზე მოეწყობა საველოსიპედო სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ დამონტაჟდება ჭედური მოაჯირები და ბოძკინტები.


ჭავჭავაძის გამზირის შშმპ-ებისთვის ადაპტირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის LED განათების სისტემა, ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, ტროტუარებზე განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საავტობუსე ზოლები.


სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.






ვერნერ ლიპახი:„აშკარაა,რომ რეგიონში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს, მათ შორისაა ანაკლია“

ვერნერ ლიპახი:„აშკარაა,რომ რეგიონში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს, მათ შორისაა ანაკლია“
access_time2019-10-23 12:22:07
„საქართველოს აქვს უპირატესობა ჰქონდეს პორტი შავ ზღვაზე , ეს  მთლიანი რეგიონისთვის ძალიან კარგია. აშკარაა, რომ აქ ბევრად დიდი და ღრმაწყლოვანი პორტი უნდა იყოს და მათ შორისაა ანაკლია“-ამის შესახებ  აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარამენტის გენერალურმა დირექტორმა ვერნერ ლიპახმა „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის მიმდინარეობისას განაცხადა.  „ამ პროექტს  გასავითარებლად გარკვეული დრო სჭირდება. ამ კუთხით გარკვეული გამოწვევებია ,...

ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე: ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კერძოს სექტორს პროექტების განხორციელებისთვის ახალ პერსპექტივებს უხსნის

ირაკლი ლექვინაძე „აბრეშუმის გზის ფორუმზე: ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კერძოს სექტორს  პროექტების განხორციელებისთვის ახალ  პერსპექტივებს უხსნის
access_time2019-10-23 12:02:42
„მსგავსი მასშტაბის ფორუმებზე ქვეყნები სტრატეგიული მიმართულებით თანამშრომლობებზე საჯაროდ თანხმდებიან, რაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების საფუძველი ხდება და კერძოს სექტორს კარგ პერსპექტივას უხსნის ახალი პროექტების განხორციელებისთვის - ასე აფასებს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე „ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის ფარგლებში, რიგით მესამე - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მიმდინარეობას. რიგით მე-3 „აბრეშუმის გზის ფორუმზე სამხრეთ...

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პროექტით ADB და EBRD ინტერესდება
access_time2019-10-23 11:47:30
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა ანაკლიის პროექტით დაინტერესებაზე დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ისაუბრა. „მინდა ვთქვა რომ პროექტს დიდი ინტერესი აქვს ბევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის , ჩვენ ვუმასპინძლეთ უზბეკეთის დელეგაციას კერძოდ, ვიცე-პრემიერს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ არა მარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია ეს პროექტი. კერძოდ, მათი განვითარებისთვის სატრანსპორტო ინფრასტუქტურის კუთხით...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს
access_time2019-10-23 11:13:01
საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ტვირთების გადაზიდვის ერთიან ტარიფზე მუშაობას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა. როგორც საღირაშვილმა აღნიშნა, უკვე შეთანხმებულია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მიმართულებით იმუშავებს. მისივე განმარტებით, ტარიფების შეთანხმება კორიდორის კონკურენტუნარიანობას გაზრდის. „ძირითადი საკითხი, რომელიც იქნება განხილული, არის სატრანსპორტო ლოგისტიკური...

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან

საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან
access_time2019-10-23 10:32:51
საქართველო რეგიონის კარიბჭეა, ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს, ღონისძიების გახსნისას განაცხადა. საქართველოს პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „დღევანდელზე უფრო მნიშვნელოვანი დრო ისტორიაში არ არსებულა, რადგან ხალხი საერთო მიზნის...


მსგავსი სიახლეები

up