ცოტა ხნის წინ, ჭავაჭავაძის გამზირზე 55-ე სკოლის მიმდებარედ, Burger King-ის ახალი ფილიალის გახსნისთვის მზადება დაიწყო.
Burger King-ი საქართველოში პირველად 2013 წელს გაიხსნა და ამ დროისთვის ბრენდს რესტორნები უკვე 10 -ზე მეტ ლოკაციაზე აქვს წარმოდგენილი, მათ შორის რეგიონშიც.
დღესდღეობით Burger King-ი Macdonalds-სა და Wendys თან ერთად, მსოფლიოში ჰამბურგერების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების სამეულში შედის.
Burger King-ის ისტორია 1954 წელს დაიწყო, როდესაც ჯეიმს მაკლამორმა და დევიდ ედგერტონმა მაიამიში პირველი რესტორანი გახსნეს, ქსელის სათავო ოფისიც მაიამიში, ფლორიდას შტატში მდებარეობს. 21-ე საუკუნის დასაწყისში Burger King-ი მსოფლიოს 100 ზე მეტ ქვეყანაში უკვე 14 000 ამდე ფილიალით იყო წარმოდგენილი.