ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო ბიზნესს გაყიდვები  40 პროცენტით შეუმცირდა

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო ბიზნესს გაყიდვები 40 პროცენტით შეუმცირდა

access_time2019-11-05 11:00:34

დაახლოებით ნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც  ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაიკეტა და დედაქალაქის ცენტრალურ უბანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ჭავჭავაძის გამზირზე, არაყიშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს კახა კალაძე გაეცნო. მთელი ამ დროის განმავლობაში დედაქალაქის მერი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს აქტიურად აკვირდება, კალაძე აცხადებს, რომ  სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს, ასევე ყურადღებას ამახვილებს პროექტის მნიშვნელობაზეც. თუმცა, ამ დროის განმავლობაში თბილისის მერს არც ერთხელ არ უხსენებია ბიზნეს სექტორი. ბიზნეს სექტორი რომელსაც უკვე 6 თვეა გაყიდვები გაუნახევრდა. მეტიც ინფრასტრუქტურული პროექტი რამდენიმე კომპანიის დახურვის მიზეზიც კი გახდა.

 

 “კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ შეიცვალა თბილისის ერთ-ერთ, კომერციულად აქტიურ ქუჩაზე, მდგომარეობა ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვიდან 6 თვის შემდეგ და უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული პასუხისმგებლობა კერძო სექტორის მიმართ.

 

 აღნიშნულ საკითხზე ღიად საუბარს დღეს ბიზნესი გაურბის, თუმცა პირად საუბარში ყველა ამბობს, რომ თბილისის მერიასთან არც ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებამდე და არც მიმდინარეობის პროცესში არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

 

 დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მომხმარებელი 40 პროცენტით შეუმცირდა სილამაზის სალონს „ერა“. კომპანიის დირექტორი ალექსანდრე როკაშვილი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი დროში გაჭიანურდა, რამაც სალონს დიდი ფინანსური ზარალი მოუტანა.

 


„ბიზნესსა და მერიას შორის აუცილებლად უნდა იყოს კომუნიკაცია. ზუსტი თარიღები მაინც უნდა იყოს განსაზღვრული, რათა ბიზნესმა იცოდეს როდის დაამთავრებენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროცესები ძალიან გაჭიანურდა, სამი თვის ნაცვლად ლამის ნახევარი წელია მუშაობენ. ორი კვირით ადრე გავიგეთ ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ. სალონია და თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე კლიენტურაზე ხარ დამოკიდებული და როდესაც ადამიანი ფიზიკურად ვერ ახერხებს მოსვლას, საქმე შემდეგ ცუდად ვითარდება. სალონი რომ გაგვეჩერებინა იმ შემოსავალსაც დავკარგავდით  რომელსაც ვიღებთ. ჩვენ რა თქმა უნდა გვესმის ამ ინფრასტრუქტურული პროექტის მნიშვნელობა, მაგრამ სამუშაოები სწრაფად უნდა მიმდინარეობდეს და არ უნდა ჭიანურდებოდეს, ხალხი ამ დროში ქალაქებს აშენებს“, - განმარტავს კომპანიის დირექტორი.


 

 სურათი არ იცვლება არც მაღაზია „რან.ჯი“-ში. კომპანიის გაყიდვების მენეჯერი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ  პროდუქციის რეალიზება მაღაზიას 30 პროცენტით შეუმცირდა, რის შემდეგაც „რან.ჯი“  პრიორიტეტი შეცვალა და ყურადღება ონლაინ გაყიდვებზე გააკეთა.

 

 „თბილისი მერია უნდა ითვალისწინებდეს ბიზნესს, მთლიან ვაკეში შეფერხდა როგორც მოძრაობა ასევე გაყიდვები. ამ დრომდე არ ვიცით როდის დასრულდება სარემონტო სამუშაოები. ამ პერიოდში ყურადღება ონლაინ გაყიდვებზე გადავიტანეთ იმიტომ, რომ საერთოდ არავინ არ შემოდიოდა მაღაზიაში“, - თორნიკე ყველაშვილი.

 

 შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის სრული სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. პროექტის ფარგლებში კი იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და საერთო ჯამში 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი. გარდა ამისა, მოეწყობა ბორდიურები, მოპირკეთდება ტროტუარი, მოეწყობა საველოსიპედე სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ კი დამონტაჟდება მოაჯირები და – ბოძკინტები. გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის ლედ განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები და თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

ბაჩო ადამია 




მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზ ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა
access_time2019-12-07 12:00:03
სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან – გარ­და­იც­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის...

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე
access_time2019-12-07 11:00:08
მას შემდეგ, რაც გუდაურის საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ უამრავი სტუმარი მიიზიდა კურორტზე, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი...

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...


მსგავსი სიახლეები

up