ჭავჭავაძის გამზირის მეორე სარეაბლიტაციო მონაკვეთში ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს

ჭავჭავაძის გამზირის მეორე სარეაბლიტაციო მონაკვეთში ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს

access_time2019-10-15 13:00:07

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას განაგრძობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



ამჯერად, ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე არსებულ 4500კვ. მ მონაკვეთზე.



მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, გვიან ღამით, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.



თბილისის მერის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა, დაპირებისამებრ, 16 ოქტომბრიდან აღდგება.




“ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ 16 ოქტომბრიდან უკვე შესაძლებელი იქნებოდა ავტომობილებით გადაადგილება. ეს არის „პიქსელიდან“ არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩების კვეთამდე არსებული მონაკვეთი. ამ მონაკვეთში მიმდინარეობს ასფალტის ქვედა ფენების მოწყობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები ამ ფენის დაგებით სრულდება.პარალელურად, გავაგრძელებთ პროექტით გათვალისწინებულ სხვა სამუშაოებს, როგორიც არის ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა, ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვემოთ ჩატანა, განათების ბოძების დაყენება თავისი ლედსანათებით. ამასთან, ჩვენ არ ვჩერდებით და პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით,გადავდივართ მომდევნო - არაყიშვილის ქუჩიდან რიგის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი მიმდინარე თვის ბოლომდე, ანალოგიურად, ქვედა ფენებში იქნება მოწყობილი. ამდენად, ჩვენ მივყვებით თანმიმდევრულად და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კონკრეტული პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.



სრული სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს 2.5 კილომეტრს. პროექტის ფარგლებში იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და საერთო ჯამში 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.



გარდა ამისა, მოეწყობა ბორდიურები, მოპირკეთდება ტროტუარი, მოეწყობა საველოსიპედე სავალი ნაწილი, ტროტუარის გასწვრივ კი დამონტაჟდება მოაჯირები და - ბოძკინტები.გამზირი სრულად ადაპტირდებაშშმ პირთათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელიდა დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების და დიზაინის ლედ განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები და თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები. მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლი.



სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება.



დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი.







სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო
access_time2019-11-18 17:16:22
სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალლეურად აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს და დაშლისკენ მოუწოდებენ.

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს
access_time2019-11-18 16:19:11
პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს. ამის შესახებ შინაგან საქმეთ სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, — თქვა მან. ბოლო რამდენიმე წუთია სპეცრაზმის თანამშრომელები სპეციალური ეკიპირებით იმოსებიან. უცნობია, რა დავალება აქვთ მათ მიღებული. on.ge

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“
access_time2019-11-18 16:25:44
14 ნოემბერს ათასობით დემონსტრანტის რუსთაველის გამზირზე გამოსვლამ ამ წელიწადში უკვე მეორედ შექმნა შიში იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს ავტომატურად ეკონომიკური რყევები და ვალუტის კურსის გაუარესება შეიძლება მოჰყვება. დოლარის კურსი ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 3 პუნქტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგ კი მალევე 2,98-ის ნიშნულს მიაღწია. ამ ყველაფრის მიზეზი...

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს
access_time2019-11-18 15:23:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის (ICC Georgia) თავმჯდომარე და Channel Georgia Consulting-ის დამფუძნებელი ფადი ასლი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მას მერე, რაც 2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში თავისი კონტროლი დაამყარა, მმართველობა დამყარებული იყო ტყუილისა და სიცრუეზე. ივანიშვილის ატყუებდა ქართველებს, ატყუებდა საერთაშორისო თანამეგობრობას,...

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...


მსგავსი სიახლეები

up