ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირედ მრავალფუნქციური შენობა აშენდება

ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირედ მრავალფუნქციური შენობა აშენდება

access_time2021-11-25 15:00:53

დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე უახლოეს მომავალში ახალი მშენებლობა დაიწყება. ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, ხუთსართულიანი შენობის აშენება იგეგმება. „კონფიდენს გრუპ“-ის დაკვეთით მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი მომზადდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შენობის პირველ და მეორე სართულზე ღია ტერასებით კაფე-რესტორანი მოეწყობა. მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებზე გათვალისწინებულია საოფისე ფართების განთავსება.

 


განმარტებით ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ ტერიტორია წლების მანძილზე უფუნქციოა და ნაგავსაყრელად არის ქცეული. „კონფიდენს გრუპს“ კი სურვილი აქვს გაიღოს ინვესტიცია  და წარმოდგენილ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შენობა ააშენოს.

 





არქიტექტურის სამსახურმა წარმოდგენილი ესკიზი უკვეა მოიწონა. კომპანია დედაქალაქის მთავრობისგან ახლა მშენებლობის ნებართვას ელოდება. პროექტი მოიწონა ურბანული განვითარების სამსახურმაც. უწყებაში ჩათვალეს, რომ საზოგადოებრივი-კვების ობიექტის განთავსებით არ ირღვევა არსებული განაშენიანების გეგმარებით, მოცულობით-სივრცითი წყობა.

 


მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი სტუდია „კარკას“-მა დაამუშავა. არქიტექტორების მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, შენობის სივრცით-მოცულობითი გადაწყვეტა არის მინიმალისტური, სახურავი ბრტყელი, ფასადებზე გამოიყენება მუქი ფერის ალუმინის ვიტრაჟის სისტემა, კედლები ილესება და იღებება ღია ნაცრისფერი ფაქტურიანი საღებავით, ტერასებზე არის მინის მოაჯირები.


 





ტერიტორიაზე არსებული ბარაკული შენობების დემონტაჟის ნებართვა 2013 წელს გაიცა, ხოლო 2017 წელს დემონტაჟის ნებართვას ვადა 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით გაუგრძელდა. შენობების დემონტაჟი ნაწილობრივ განხორციელდა, დღეს ტერიტორია სამშენებლო ღობითაა შემოსაზღვრული.

 


რაც შეეხება პროექტის განმახორციელებელ „კონფიდენს გრუპ“-ს, კომპანია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. მაშინ კომპანიის 100% წილის მფლობელი და ერთპიროვნული ხელმძღვანელი აზერბაიჯანის მოქალაქე, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი როვშან მამმადოვი იყო.

 


დღეს კომპანიის დირექტორი თურქეთის მოქალაქე ოზგურ დურდაბაქია. კომპანიის 50% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ელიტ პროს“ ეკუთვნის, 25 %-ს „ფელიქს გრუპ დი-ემ-სი-სი დუბაი“, არაბთა გაერთიანებული საემიროები ფლობს, ხოლო 25 %-ს „სკორპიო ინვესტმენტს ელ-თიდი“, არაბთა გაერთიანებული საემიროები.



ამასთან, 2018 წელს დარეგისტრირებული შპს „ელიტ პროს“ დირექტორი და 100 % წილის მფლობელი აზერბაიჯანის მოქალაქე რაუფ ალიევია.

 


აღსანიშნავია ისიც, რომ „კონფიდენს გრუპ“-ის მფლობელობაშია პირველი ქართული კინოთეატრის “აპოლოს“ შენობა, რომლის ბედიც და ფუნქციაც წლებია გაურკვეველია.


ბაჩო ადამია





ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს

ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს
access_time2022-12-09 00:23:06
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის მიღება აკრძალული იქნება. ამ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრ...

ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის - ენტონი ბლინკენი

ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის - ენტონი ბლინკენი
access_time2022-12-08 22:27:45
ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მათი სამხედროები აშშ-ისა და ნატოს სამხედროებთან ერთად სამსახურს გადიოდნენ კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში. ისინი ნატოს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” და “გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობა” პროგრამების წევრები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, მათ არმიას...

მოსამართლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე - იციან თუ არა საქართველოში ქალებმა საკუთარი უფლებები

მოსამართლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე - იციან თუ არა საქართველოში ქალებმა საკუთარი უფლებები
access_time2022-12-08 21:25:37
ქვეყანაში ქალთა უფლებებსა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე მსჯელობდნენ დღეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში ნინო ლიპარტიას საავტორო გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“. როგორც გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან მამაცაშვილმა აღნიშნა, ქალთა მიმართ ჩაგვრასა და ძალადობასთან მიმართებით ქვეყანაში სამწუხარო ვითარებაა. „მნიშვნელოვანია, რომ თავად ქალებმა იცოდნენ თუ რა უფლებები, რა ვალდებულებები და თავისუფლებები...

ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო

ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო
access_time2022-12-08 20:51:47
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ხორვატიის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ, ამავდროულად, უარი უთხრეს ბულგარეთსა და რუმინეთს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Digi24 და ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში ჩეხეთის თავმჯდომარეობა ავრცელებენ. აღინიშნება, რომ შენგენის ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის შესვლის წინააღმდეგ ხმა ავსტრიამ და ნიდერლანდებმა მისცეს. ნიდერლანდება დააზუსტეს, რომ რუმინეთის წევრობის წინააღმდეგ არ გამოდიან,...

საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
access_time2022-12-09 00:00:39
საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო. საქსტატის მონაცემების მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 5,375.52 ათასი დოლარის ბიუსტჰალტერები (მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟისა, ან არატრიკოტაჟისა) გავიდა, რაც გასული წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე გასული  ბიუსტჰალტერების ღირებულებასთან შედარებით 44%-იან ზრდას აჩვენებს.   2022 წლის ათ თვეში საქართველოდან უცხოეთის სხვადასხვა ბაზრებზე სულ 276.78 ტონა ...


მსგავსი სიახლეები

up