ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავ ავტომობილს ხე დაეცა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად დაზიანდა ორი ავტომობილი.
რა გახდა შემთხვევის მიზეზი, უცნობია. ინფორმაცია სხვა დაშავებულებზე არ ვრცელდება.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
წყარო: mtavari.tv