Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

access_time2019-12-12 20:00:05

დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას მისცა.


ბოლო 3 წლის მანძილზე ლონდონის პოლიტიკურ ელიტაში გამეფებულმა არეულობამ და გაურკვევლობამ, ნაციონალისტებს დამოუკიდებლობაზე საუბრების განახლების საშუალება მისცა. იმის მიუხედავად, რომ სულ რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც შოტლანდიის მოსახლეობამ გაერთიანებულ სამეფოში დარჩენა გადაწყვიტა.


თუმცა, მას შემდეგ იყო გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა.დღეს ნაციონალისტები გეგმავენ გადამწყვეტ ბრძოლას შოტლანდიის პარლამენტში უმრავლესობის მიღებისთვის და დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნებს მოიგებენ.


2017 წელს მათი გეგმები კონსერვატორებმა ჩაშალეს, რომლებმაც არჩევნები მოიგეს, თუმცა, დაკარგეს რამდენიმე პოპულარული ლიდერი, რომლის შემდეგაც მათი რეიტინგი დაეცა.სოციოლოგ ჯონ კერტისის თქმით, სავარაუდოდ, ნაციონალისტები მიიღებენ შოტლანდიის პარლამენტში 40-50 ადგილს 59-დან და ეს მათ მყარ უმრავლესობას მისცემს.


შოტლანდიის დამოუკიდებლობა ნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაშლას - კავშირის, რომელიც შექმნა ინგლისმა, შოტლანდიამ, უელსმა, და ჩრდილოეთ ირლანდიამ.თუმცა, სეპარატისტებს ბევრი სირთულე ელის.ბრიტანეთის ერთიანობის შენარჩუნების მომხრეებს აქვთ ძალიან სერიოზული არგუმენტები. პირველი რიგში - ეკონომიკური.


შოტლანდიელებს სჯერათ, რომ იმის შემდეგ, რაც ნავთობი ედინბურგის კონტროლის ქვეშ გადავა, მათი ქვეყანა წინ ყველა მიმართულებით წავა. ეკონომიკა, დემოკრატია, სოციალური საკითხები, ეკოლოგია, კულტურა, ურთიერთობები მეზობლებთან. ნაციონალისტები თავიანთ ეკონომიკურ პროგნოზებში 2918 წელს შოტლანდიის პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ენდრიუ უილსონის მოხსენებას ეყრდნობიან, რომელშიც გაანალიზებულია ბრიტანეთიდან გასვლის შესაძლო ეკონომიკური შედეგები.


თუმცა, ლონდონთან კავშირის შენარჩუნების მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს დოკუმენტი არასერიოზულია და რეალობას საკმაოდ დაშორებული.



ეკონომისტის ჯონ მაკლარენის თქმით, მოხსენება არ ითვალისწინებს დამანგრეველ შედეგს, რომელსაც შოტლანდიის ეკონომიკას ბრიტანეთთან საზღვრის და საბაჟო კონტროლი გაჩენა მოუტანს. ასევე სხვა ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების გაუქმება.ეს შეღავათები, მომგებიანია შოტლანდიისთვის მანამ, სანამ ის ბრიტანეთის შემადგენლობაშია.


სწორედ ეკონომიკურმა არგუმენტებმა განაპირობეს 2014 წლის რეფერენდუმში ნაციონალისტების დამარცხება.


არ არსებობს სწრაფი და უმტკივნეულო გზა, რომელსაც შეუძლია გაყოს ორი ქვეყანა, რომელიც არსებობს ერთიან სახელმწიფოში 1707 წლიდან, რომლებსაც გააჩნიათ ერთიანი ვალუტა, ერთიანი ფინანსური სისტემა, ეკონომიკური, სამრეწველო, იურიდიული, ოჯახური და მეგობრული კავშირები.


ასევე გასათვალისწინებელია, რომ შოტლანდიის ბრიტანეთიდან გასვლა დიდ გაურკვევლობას გამოიწვევს, რის გამოც საერთაშორისო ბიზნესი ედინბურგიდან ლონდონში გადავა ,რაც ასევე შემოსავლების და სამუშაო ადგილების მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს.


გაურკვევლობაა რეფერენდუმის პროცედურის ირგვლივ - ნაციონალისტების აზრით, ხმის უფლება არ უნდა ჰქონდეთ არაშოტლანდიელებს, რომლებსაც ბოლომდე არ ესმით საკითხის მნიშვნელობა. ამავე დროს ხმის უფლება უნდა ჰქონდეს შოტლანდიელებს, რომლებიც ბრიტანეთის სხვა რეგიონებში ცხოვრობენ.


ამის უფლება მათ უნდა მიანიჭოს ლონდონმა, თუმცა, წავა თუ არა სამეფოს ხელისუფლება ამაზე, არავინ იცის.პარალელურად, ბრიტანეთის პარლამენტში განიხილება ინიციატივა, რომელიც მკვეთრად გაართულებს სამეფოდან გასვლის პროცედურას. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მომხრეთა უპირატესობა მცირე იქნება , დაახლოებით, 50-51%-ი, საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.


ეს გამორიცხავს არამყარ გამარჯვებას და შოტლანდიის გახლეჩას. როდესაც დამოუკიდებლობა გამოცხადდება ისე, რომ რეალურად ამის მომხრეთა რაოდენობრივი უპირატესობა უმნიშვნელო იქნება.


ბრიტანეთის პარლამენტში მიიჩნევენ, რომ ახალი სახელმწიფოს შექმნისთვის ზღვარი უნდა იყო მინიმუმ 60% - ი. ეს იქნება იმის დასტური, რომ საზოგადოება სერიოზულადაა განწყობილი და ცვლილებები მთელს ქვეყანას სურს.


საბოლოო ჯამში, შოტლანდიელები მაინც მიიღებენ დამოუკიდებლობას, თუ მათ ეს ძალიან სურთ და კარგად ესმით ამ ნაბიჯის შესაძლო შედეგებს. თუმცა, ამ დროს ყველამ უნდა გააცნობიეროს ამ საკითხის მნიშვნელობა, და დებატები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ნათელი გახდება, რომ დამოუკიდებლობისკენ ლტოლვა არის შოტლანდიელების შეგნებული გადაწყვეტილება.


დღეს შოლტანდია ამ რეალობისგან საკმაოდ შორსაა.


inosmi.ru

თენგიზ აბლოთია 





ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI
access_time2020-07-09 13:30:02
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ. „ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო...

მაყურებლებს განახევრებული რაოდენობით ვღებულობთ – „ბათუმის დელფინარიუმი“ ტურისტების მოლოდინში

მაყურებლებს განახევრებული რაოდენობით ვღებულობთ – „ბათუმის დელფინარიუმი“ ტურისტების მოლოდინში
access_time2020-07-09 14:30:05
„დელფინარიუმი თითქმის 3 თვიანი პაუზის შემდეგ 30 ივნისს გაიხსნა, ამჟამად მსურველებს, ორშაბათის გარდა, ყოველდღე ვმასპინძლობთ, 16:00 საათზე, სამომავლოდ მოთხოვნის შესაბამისად დავამატებთ წარმოდგენებს. ბილეთის ფასი არ შეცვლილა.ამ ეტაპზე, ტრადიციულად, სრული ანშლაგია, თუმცა...

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. „თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...


მსგავსი სიახლეები

up