ჩართული ტაიმერი - თვე მეოთხე - აქციები სოციალური კეთილდღეობის მოთხოვნით

ჩართული ტაიმერი - თვე მეოთხე - აქციები სოციალური კეთილდღეობის მოთხოვნით

access_time2019-04-01 09:00:49


საპრეზიდენტო არჩევნებიდან 4 თვე გავიდა. ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულება ნაწილობრივ დაიწყო, თუმცა თავისებურად. ოდნავ განსხვავებული და არაპროგნოზირებადი ხერხებით:


2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთავარმა დაპირებამ - სოციალური კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება, 2018 წლის წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც ახალი პათოსი შეიძინა.  


„ერთი წლის განმავლობაში მე გაჩვენებთ და ვაჩვენებ არა მარტო საქართველოს, ევროპასაც, როგორი დემოკრატია შეიძლება აშენდეს საქართველოში… იმის პრეტენზია და ამბიციაც მაქვს, რომ ერთი წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება და საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება, მხოლოდ მათზე მზრუნველი“...


„რაც მთავარია, ის ბზარი, რაც გაჩნდა საზოგადოებაში, რომ ხელისუფლება ცალკეა და საზოგადოება ცალკე, ეს უნდა გამთლიანდეს“ - თქვა ქვეყნის მთავარმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა.


ამ განცხადებიდან ზუსტად ოთხ თვეში, სოციალური კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების მოთხოვნით, შრომითი უფლებების დასაცავად და საკუთარი ეკონომიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საზოგადოების ორი ერთმანეთისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი ჯგუფები ქუჩაში გავიდნენ. დაიწყო საპროტესტო აქციების ახალი ტალღა - ამჯერად ქვეყნის მოსახლეობა სიღარიბეს ებრძვის.


ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩართული ტაიმერი — რა შეიცვლა დაპირებიდან ოთხ  თვეში...


25 მარტიდან სოციალურმა მუშაკებმა მთელი საქარველოს მასშტაბით აქტიური საპროტესტო აქციები დაიწყეს და გაიფიცნენ. მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციიდან დაიწყო. ყოველდღიურად აქციას სხვადასხვა რეგიონი უერთდება — სამუშაო პირობების გაუმჯობესების პარალელურად ისინი ხელფასის გაზრდას მოითხოვენ.


„სოციალური მუშაკი შეუცვლელია, დაუცველთა დაუცველი დამცველი, სოციალური მუშაკი სუპერმენი არ არის, — ამ და სხვა ბანერებით სოციალური მუშაკები უკეთესი შრომითი პირობებისთვის იბრძვიან.


თბილისის მერის მიერ ტაქსებზე დაწესებული რეგულაციები გახდა ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციის მიზეზი. 


„მერს ტაქსების ბიზნესის მონოპოლია უნდა და ვითომ ტაქსების რეფორმით, ჩვენ ოჯახებს საარსებო ლუკმა-პურს ართმევს,“ - ეს განცხადებები რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ გაკეთდა.


წინა თვის მსგავსად მარტიც დატვირთული აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობისთვისაც. ამ შემთხვევაში ივანიშვილმა თავისი წინასაარჩევნო დაპირება ნამდვილად შეასრულა და საკადრო ცვლილებების ტალღა გააგრძელა. „ქართული ოცნებას“ ივანიშვილის ე.წ. ძველი გვარდია ნელ-ნელა ემშვიდობება.


ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილსა, გედევან ფოფხაძის, ბექა ნაცვლიშვილის შემდეგ მიმდინარე თვეში, ვიდრე თანაპარტიელები წითელ და მწვანე ღილაკებში ერკვეოდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა ზვიად კვაჭანტირაძემ.


საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოხმობილი ძველი გვარდიიდან, მარტში ქართული ოცნება შეავსო და გააძლიერა ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან კიდევ ერთი ძველი კადრი გია ვოლსკი ჩაანაცვლა და პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოზიცია ჩაიბარა.


როგორც ცნობილია მაისში შუალედური არჩევნები იმართება- უკავშირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი სამეგრელოში წინასაარჩევნო პიარკამპანიას ძნელი სათქმელია, თუმცა სოფელ ხუბულაში გაცემულმა დაპირებებმა ბევრს სწორედ არჩევნები გაახსენა - ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ - ბიძინა ივანიშვილის დაპირება ხიბულას მაცხოვრებლებს.  


დაპირებები და გასაკეთებელი საქმეები კი ასეთია -  სოფელ ხიბულაში, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ფონდი ქართუ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მუზეუმს გახსნის.


ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითვე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია.



მმართველი პარტიის ლიდერი მოსახლეობას გაზიფიცირებას, წყალმომარაგებისა გაკეთებას და საბავშვო ბაღის აშენებას დაჰპირდა.


და რაც მთავარია - „ქართული ოცნების“ შვიდწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა - პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები რომ დღემდე გამოუძიებელია, ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილია. გამოძიების განახლების განკარგულება გაიცა.


ეკონომიკური მოვლენებიდან საინტერესოა, რომ საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 2 თვეში მთავრობა მათ შერბილებაზე ალაპარაკდა. ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესში, შესაძლოა, ცვლილება შევიდეს და რეგულაცია გარკვეულწილად შერბილდეს.


ეს ფაქტი, სავარაუდოდ, ბოლო თვეში ბიზნესის განსაკუთრებით გააქტიურებამ გამოიწვია. კერძო სექტორი სულ უფრო ხშირად საუბრობს, რომ გაყიდვები მშენებელობის, საფინანსო და მომსახურების სფეროში შემცირდა. საჭიროა კანონის გადახედვა და ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღება.


მარტში განსაკუთრებით აქტუალური აღმოჩნდა კრიმინალის თემაც. საგანგაშოდ გაზრდილ სტატისტიკაზე განმარტებების გაკეთება პრემიერ საპარლამენტო ტრიბუნიდან მოუწია.


„მტკიცება, რომ ქვეყანაში კრიმინალი კატასტროფულად იზრდება, არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლე არის ის, რომ 2012 წლიდან ძირეულად შეიცვალა მიდგომა, დანაშაულის აღრიცხვისადმი და ის უფრო დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს... დიახ, დანაშაულის ზრდა 54%-ით დაფიქსირდა, მაგრამ ეს ზრდა მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია აღრიცხვიანობის სიზუსტით“, - აღნიშნა ბახტაძემ.


ივანიშვილის მიერ ჩართული ტაიმერიდან მუდმივად აქტუალური იყო სასამართლო სისტემა და მასთან დაკავშირებული მოვლენებიც. დღესდღეობით, კვლავ გადაუწყვეტელია მურუსიძე-ჩინჩალაძის საქმე და უცნობია, საბოლოოდ რა ვადით დაინიშნებიან მოსამართლეები.


„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის გარშემო დაწყებული სკანდალი მარტში პირდაპირ გადაიჯაჭვა ანაკლიის პორტის თემაში და დღეს უკვე ბრძოლა ამ ფრონტზე გრძელდება.


ასეთია  „კომერსანტის“ ტაიმერის მარტის თვის შეჯამება, აპრილის ათვლა კი იმ რეგულაციებიდან დაიწყება, რომელიც დღეს ამოქმედდება


„კომერსანტი“ მოვლენებს აპრილშიც დააკვირდება, მანამდე კი უკვე დაგეგმილ ცვლილებებს გაგაცნობთ:


  1. პლასტიკის პარკები აიკრძალება

2019 წლის 1-ლი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება. ამავე რეგლამენტის მიხედვით, 1-ლი აპრილიდან სრულად აიკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

 

კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა მეწარმე სუბიექტის 500 ლარით დაჯარიმებას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, განმეორებით ჩადენილი ქმედება კი მეწარმე სუბიექტის 1 000 ლარით დაჯარიმებას და ასევე პროდუქციის კონფისკაციას გამოიწვევს.

 

2. მძღოლებს ნარკოტესტზე ადგილზევე შეამოწმებენ

 

 

1-ლი აპრილიდან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა კრიმინალიზებული ხდება. ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა დაისჯება ჯარიმით ანდა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება.

 

 

იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესი დაირღვა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.


3. 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა შეეძლებათ

 

2019 წლის 1-ლი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველებს სისტემის დატოვების უფლება მიეცემათ. კერძოდ, საუბარია იმ დასაქმებულ პირებზე, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წლის ან მეტი ასაკის იყვნენ.

 

 

სქემიდან გასვლისთვის პირებს ორთვიანი ვადა აქვთ ანუ სისტემიდან გასვლა 1-ლი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პერიოდში, პირი საპენსიო სქემას არ დატოვებს, ის სისტემის მონაწილედ დარჩება.

 

 4. ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოებას ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს

 

1-ელი აპრილიდან, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოებას ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს. ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელებია – ბრენდი, „ჭაჭა“ და მაგარი სასმელები.

 

 

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.


5. მოქალაქეთა ნაწილი პასპორტისა და ID ბარათის მიღებას უფასოდ შეძლებენ


ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვინც ქა­ღალ­დის უვა­დო პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას ფლო­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტსა და პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნულ მოწ­მო­ბას მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ვე­ლი აპ­რი­ლი­დან 1-ელ მა­ი­სამ­დე სრუ­ლი­ად უფა­სოდ მი­ი­ღე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი სულ 401 000 მო­ქა­ლა­ქეა.


ამასთან, სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მა­ის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტს სრუ­ლი­ად უფა­სოდ მი­ი­ღე­ბენ.


6. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება


1-ლი აპრილიდან ამოქმედდება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც გამიზნულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის. სესხები შეიძლება გაიცეს 50 000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე. გარანტიის დაფარვის დონე ინდივიდუალურ სესხზე 70% იქნება, სქემის ფარგლებში გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ფარგლებში. აკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 ლარს.

 


სალომე ლემონჯავა





დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...


მსგავსი სიახლეები

up