ჩარტერული ავიარეისების პროგრამაში შესაძლოა Wizz Air-იც ჩაერთოს

ჩარტერული ავიარეისების პროგრამაში შესაძლოა Wizz Air-იც ჩაერთოს

access_time2020-07-02 21:00:46

ჩარტერული ავიარეისების პროგრამაში შესაძლოა Wizz Air-იც ჩაერთოს. ეს შესაძლებლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არ გამორიცხა. ნათია თურნავას განმარტებით, საქართველოში ჩარტერული ფრენები აქტიურად ხორციელდება და გამორიცხული არ არის, რომ რეგულარული ფრენების აღდგენამდე Wizz Air-მაც ჩარტერული ფრენები განახორციელოს.
“კარგად გვესმის, რომ ​Wizz Air-ი არის დაბალბიუჯეტიანი კომპანია. ბევრი ადამიანისთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება თუნდაც Georgian Airways-ის სუპერძვირ ბილეთებზე, ეს არის სოციალურად სენსიტიური საკითხი. მინდა საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნო იმაში, რომ Wizz Air-ი არსად არ მიდის, Wizz Air-ი რჩება საქართველოში და მოემსახურება ქართველ მგზავრებს ისევ ისე ხელმისაწვდომ ფასებში, როგორც ეს იყო.


ტექნიკური საკითხია მას 2 ხომალდი ეყოლება ქუთაისში, თუ ერთი ხომალდი, თუ ეყოლება ბუდაპეშტში და იქიდან მოემსახურება ფრენებს. მაგრამ კიდევ ერთ რამეს გეტყვით, რომ დღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არის ოფიციალურად Wizz Air-ის განაცხადი, რომელიც გვაქვს განხილვაში და ავიაკომანია 10-ზე მეტი მიმართულებით ფრენების აღდგენას ითხოვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარკინგზე მას ხომალდი სად ეყოლება“, – განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ საქართველოში ჩარტერული ფრენები აქტიურად ხორციელდება და “მე არ გამოვრიცხავ, რომ იგივე Wizz Air-თან შეიძლება ჩარტერული ფრენების რეჟიმშიც შევთანხმდეთ”.



avianews.ge


თეგები:
Wizz Air



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up