ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, დღეისათვის შენობის მოპირკეთების და ინტერიერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამშენებლო პროცესს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფატი ხალვაში, ქობულეთის მერი ლევან ზოიძე და პროექტების მართვის კომპანიის დირექტორი ბაქარ ჩიტაია ადგილზე გაეცნენ.
თანამედროვე სტანდარტების შენობაში სავარჯიშო, შეჯიბრების ჩასატარებელი სივრცეები და საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა.
აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი
4 500 000 ლარია.