ჩანთების ქართულმა მწარმოებელმა კომპანიამ Gepherrini ქალის ტანსაცმლის და ფეხსაცმელების წარმოება  დროებით გადადო

ჩანთების ქართულმა მწარმოებელმა კომპანიამ Gepherrini ქალის ტანსაცმლის და ფეხსაცმელების წარმოება დროებით გადადო

access_time2017-11-07 17:00:24

ჩანთების ქართულმა მწარმოებელმა კომპანიამ Gepherrini ქალის ტანსაცმლის და ფეხსაცმელების წარმოება რამდენიმე თვით გადადო. კომპანიის დამფუძნებელი ილია გეფერიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მიზეზი ფინანსური რესურსებია, რომლის მოზიდვასაც უახლოეს მომავალში გეგმავს.


როგორც ცნობილია, Gepherrini-მა წარმოების გაფართოება კომპანიაში ახალი ინვესტორის შესვლის შემდეგ, 2017 წლის ზაფხულში დაანონსა. მაშინ ითქვა, რომ კომპანია ახალი პროექტების დაწყებას მოზიდული ინვესტიციის შემდეგ, 2017 წლის ბოლოდან დაიწყებდა. გეფერიძე ინვესტორის ვინაობას არც მაშინ და არც ახლა არ ასახელებს. Gepherrini-ს დამფუძნებლის თქმით, კომპანია გაფართოება-განვითარების პროექტში დაახლოებით 200 000 დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.


მისი განცხადებით, ტანსაცმელების ხაზის ამოქმედებას 2018 წლის მარტში გეგმავს. ამავე პერიოდში იგეგმება გაფართოება და თბილისში, წერეთლის გამზირზე ახალ ქარხნაში იჯარით გადასვლა. ამჟამად Gepherrini-ს საწარმო სოფელ დიღომში მდებარეობს. მისი მტკიცებით, ახალი ქარხანა 800 კვადრატული მეტრ ფართობზე იქნება განთავსებული.


როგორც ცნობილია, კომპანია ტანსაცმელს საშუალო და დაბალი საფასო სეგმენტისთვის აწარმოებს, კერძოდ, ფასები 45-199 ლარის ფარგლებში იქნება. იგეგმება მამაკაცის ტანსაცმლის წარმოებაც.


გეფერიძის ინფორმაციით, კომპანია ტანსაცმელების რეალიზებას როგორც სხვა მის მიერ წარმოებული პროდუქტს, ექსპორტზეც გაიტანს. ასევე დაგეგმილია, გასულ წელს დაანონსებული ფეხსაცმელების წარმოებაც.



„გეფერინის“ ბრენდის ქვეშ წარმოებული ქართული ფეხსაცმელი საშუალო სეგმენტზე იქნება გათვლილი და მისი რეალიზება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოხდება. მათ შორის, საფრანგეთში,ამერიკაში, შვედეთში, რუსეთში და ასე შემდეგ.


„ფეხსაცემელებში ავირჩევთ ტყავისა და ქვილთის (ხელნაკეთი) წარმოებას. ამ კომბინაციით გავაკეთებთ ფეხსაცმელებს,რომელიც ევროპაში და ამერიკაში საკმაოდ მოთხოვნადია. მისი სარეალიზაციო საბაზრო ფასი დაახლოებით 500 ლარამდეა, თუმცა, ჩვენ მას 250 ლარის ფარგლებში გავყიდით“ -აცხადებდა გეფერიძე 2017 წლის ზაფხულში.


შეგახსენებთ, კომპანიამ საფულეების წარმოება, რომელიც კომპანიამ მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. ქართული წარმოების საფულეები იყიდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მიმდინარე წლის მაისიდან კომპანია ხარის ტყავის ქამრებსაც აწარმოებს.


Gepherrini ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთებსაც აწარმოებს. კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ამ დროისთვის კომპანიის მიერ წარმოებული ყველა პროდუქცია ამერიკაში, საფრანგეთში, რუსეთში, უკრაინაში და ყაზახეთში გადის. გეფერიძის განცხადებით, წელს კომპანიის საექსპორტო ნუსხას ორი ქვეყანა - შვედეთი და აზერბაიჯანი დაემატა.
ადგილობრივ ბაზარზე კომპანიას 3 მაღაზია აქვს - ორი თბილისში და ერთი ბათუმში. კომპანია რუსეთში 16 ობიექტით არის წარმოდგენილი. „გეფერინი ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ჩანთების გარდა სამაჯურებს, სამგზავრო ჩანთებს, ტყავის ქამრებს და საფულეებს აწარმოებს. კომპანია 2014 წელსაა დაფუძნებული.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up