Chanel-ს ახალი გლობალური აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

Chanel-ს ახალი გლობალური აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

access_time2021-12-21 15:10:00

ხუთი წლის შემდგომ, ფრანგულ მოდის სახლს ახალი გლობალური აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. Chanel-მა მორინ შიკეს შემცვლელად Unilever-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ლინა ნაირი დაასახელა.



შიკემ, 9-წლიანი მმართველობის შემდგომ ბრენდი 2016 წლის დასაწყისში დატოვა, რის შემდეგაც, მისი მოვალეობები Chanel-ის თანადამფუძნებელმა, ალენ ვერტჰაიმერმა შეითავსა. ფრანგული მოდის სახლის ოფიციალური განცხადების თანახმად, 73 წლის ფრანგი მილიარდერი ჯგუფის გლობალური აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობაზე გადავა, მის ადგილს კი ლინა ნაირი დაიკავებს.



Chanel-ის აღმასრულებელ დირექტორად ლინა ნაირის დანიშვნა ინდუსტრიაში ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ნაირის წარსული მოდას არ უკავშირდება, თუმცა მას ბრწყინვალე რეპუტაცია აქვს Unilever-ში 30-წლიანი მუშაობის შემდგომ. Unilever-ში კარიერის დასასრულს ნაირი ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი და კომპანიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახლდათ, რომლის დაქვემდებარების ქვეშ 150,000-ზე მეტი თანამშრომელი იყო. გარდა ამისა, ნაირის ზედამხედველობით Unilever-მა გლობალურ მენეჯმენტში გენდერულ თანასწორობას მიაღწია.




Chanel-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ასევე British Telecom-ის საბჭოს არააღმასრულებელი წევრია, მანამდე კი ბრიტანეთის მთავრობის ბიზნესის, ენერგეტიკისა და სამრეწველო სტრატეგიის დეპარტამენტის არააღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ნაირი ფრანგული მოდის სახლს იანვრის ბოლოს შეუერთდება.



ივნისში, Chanel-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ფრანგულმა ბრენდმა $1,1 მილიარდი დახარჯა, რაც კოვიდ-19-ის პანდემიის განმავლობაში, კაპიტალური ხარჯების რეკორდული მაჩვენებელია. 2020 წელს წლიური შემოსავლების 18%-ით შემცირების მიუხედავად, Chanel-ი ხარჯების პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს. ბრენდის საოპერაციო მოგებამ, 41,4%-იანი კლებით, $2,05 მილიარდი შეადგინა, თუმცა გაყიდვების ტენდენცია წლის ბოლო კვარტალში გაუმჯობესდა.



წყარო: forbes.ge



თეგები:
Chanel



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up