ჩანჩქერები, დაკიდული ატრაქციონი - მოქალაქის იდეა მერს თბილისში Roller Coaster Valley-ს მოწყობის შესახებ

ჩანჩქერები, დაკიდული ატრაქციონი - მოქალაქის იდეა მერს თბილისში Roller Coaster Valley-ს მოწყობის შესახებ

access_time2018-11-27 14:00:41

თბილისში შესაძლოა, ახალი ექსტრემალური ატრაქციონი მოეწყოს. აღნიშნულ იდეას დედაქალაქის მერს სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 287 მიმდინარე, 226 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.


„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ, რომელიც თბილისში, წავკისის წყლის კანიონში, ლანდშაფტური ატრაქციონის Roller Coaster Valley-ს მოწყობას გულისხმობს.


„სასურველია ატრაქციონის მაგისტრალი იყოს დაკიდული, რის საშუალებასაც ლანდშაფტი იძლევა. საწყისი წერტილი წავკისის ველის მიმდებარე ტერიტორია, დანიშნულების საბოლოო წერტილი  კი - პანორამა თბილისის ზედა შენობის მიმდებარე ტერიტორიაა. ატრაქციონი RCV შეიცავს უამრავ ვირაჟს. ვიზუალური მხარე ბუნებრივად გამდიდრებულია ხეებით და ჩანჩქერებით. 100 მეტრზე მეტი სიღრმის მქონე კანიონი და მაღალი სიჩქარე (მაქსიმუმ 120 კმ/სთ) ადრენალინის მაღალ დონეს იძლევა. რეკორდული ტრასის სიგრძე 3 100 მეტრი, რეკორდული დრო - 2 წუთი და 40 წამი, დაშვების რეკორდული სიმაღლე კი -260 მეტრი იქნება.



ამასთან, აღსანიშნავია, რომ ატრაქციონის ბოლოს მონაწილეები დაუვიწყარ შთაბეჭდილებასთან ერთად ვიდეო ფაილსაც მიიღებენ, რომელიც გადაღებული იქნება როგორც ახლო ხედით სავარძლებზე, ასევე ტრასის გასწვრივ მნიშვნელოვანი ვირაჟების მიმდებარედ განთავსებული კამერებიდან. ატრაქციონი RCV იმუშავებს ღამეც, რაც ექსტრიმის კიდევ ერთი განუმეორებელი სახეობა იქნება. ატრაქციონის ვაგონის გორგოლაჭებზე დამონტაჟებული 12 ვოლტიანი მინი-გენერატორით გამომუშავებული დენის წყაროთი განათდება წინამდებარე ტერიტორია, მხოლოდ პროჟექტორით განათებულ გზაზე ახალ-ახალი მოულოდნელი ვირაჟი მონაწილეებს კიდევ უფრო მეტად აღაფრთოვანებს,“-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.
გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სხვადასხვა მცირე ზომის სავაჭრო, კვებისა და ტურისტული დახლები. რაც შეეხება ატრაქციონამდე გადაადგილების საშუალებას, მოქალაქის შეთავაზების თანახმად, პანორამა თბილისის ტერიტორიიდან (ატრაქციონის დანიშნულების საბოლოო წერტილიდან) მსურველების ტრანსპორტირება ატრაქციონის სასტარტო წერტილში ელექტრო-მინიბასით მოხდება.


როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ატრაქციონის ინფრასტრუქტურის მოწყობა დაახლოებით, 2 000 000 დოლარი დაჯდება.


აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა 2019 წლის 25 იანვარს იწურება.


BPN





რა არის „15-წუთის ქალაქები“ და როგორ შეცვლიან ისინი ჩვენს ცხოვრებას მომავალში

რა არის „15-წუთის ქალაქები“ და როგორ შეცვლიან ისინი ჩვენს ცხოვრებას მომავალში
access_time2021-09-19 16:00:51
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, არაერთ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, შემოიღეს კომენდანტის საათი, შეიზღუდა ტრანსპორტით გადაადგილება, ადამიანებს სახლიდან შორს წასვლა აეკრძალათ და სხვა. შედეგად კი, თითოეული ჩვენგანის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ახლა იმაზე გაცილებით მოკლე დისტანციას გავდივართ ყოველდღე, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო. ამასთან, ავტომობილებით ნაკლებად გადაადგილებამ ჰაერის გაჯანსაღება და ქაოტური...

,,წისქვილები დილემის წინაშე დგანან - უნდა გაჩერდე, ან ფქვილის იმპორტზე გადახვიდე“

,,წისქვილები დილემის წინაშე დგანან - უნდა გაჩერდე, ან ფქვილის იმპორტზე გადახვიდე“
access_time2021-09-19 14:00:06
მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი იზრდება. პარალელურად კი, რუსეთში იზრდება მცურავი ბაჟის მოცულობაც. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ შექმნილი ვითარება უპრეცედენტოა და ოქტომბრის ბოლოდან, წისქვილ-კომბინატები დგებიან რეალობის წინაშე, როცა ან ფქვილის იმპორტზე უნდა გადავიდნენ, ან მუშაობა შეაჩერონ. სილაგავას თქმით, ფქვილის იმპორტზე მასობრივი გადასვლა, კომპლექსურ პრობლემებს...

ალექსეი მილერი: ბუნებრივი აირის მარაგები რუსეთს 100 წელზე მეტ ხანს ეყოფა

ალექსეი მილერი: ბუნებრივი აირის მარაგები რუსეთს 100 წელზე მეტ ხანს ეყოფა
access_time2021-09-19 12:00:38
“გაზის მარაგები რუსეთში მსოფლიოში ყველაზე დიდია, ისინი 100 წელზე მეტი ხნისათვისაა საკმარისი”, – ამის შესახებ “გაზპრომის” გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა საერთაშორისო ბიზნეს კონგრესის 24-ე ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე, რომელიც შედგა 14-17 სექტემბერს, შერეულ ფორმატში. ”გაზის რეზერვები რუსეთში, გაზპრომის გაზის რეზერვები, ყველაზე დიდია მსოფლიოში. ჩვენ არ შევხვდებით პრობლემებს ჩვენს რეზერვებთან დაკავშირებით...

Heidelberg-ი გარემოსდაცვით ვალდებულებებზე: შეუძლებელი იყო მომზადებულები შევხვედროდით

Heidelberg-ი გარემოსდაცვით ვალდებულებებზე: შეუძლებელი იყო მომზადებულები შევხვედროდით
access_time2021-09-19 11:00:16
1-ელი ივნისიდან ამოქმედებული გარემოსადცვით რეგულაციებთან შეუსაბამობის გამო „ჰაიდელბერგ ჯორჯია“ 30 000 ლარით დაჯარიმდა. 10 000 ლარი კომპანიამ უკვე გადაიხადა, დარჩენილ ჯარიმაზე კი საქმე სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის იურიდიული დირექტორი განმარტავს, ჯარიმა არასამართლიანია, რადგან კერძო სექტორმა ახალი კანონმდებლბის აღსრულება შესაბამისი დოკუმენტების დაგვიანებით გამოქვეყნების გამო ვერ შეძლო. „კერძო სექტორი ახალ გარემოდაცვით რეგულაციებს...

,,ხორბლის ფასმა ფსიქოლოგიური ნიშნული, 300 დოლარი უკვე გადალახა“- როდის აისახება ტენდენცია ქართულ ბაზარზე

,,ხორბლის ფასმა ფსიქოლოგიური ნიშნული, 300 დოლარი უკვე გადალახა“- როდის აისახება ტენდენცია ქართულ ბაზარზე
access_time2021-09-19 10:00:41
მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი იზრდება. ტენდენციის ასახვას საქართველოში 1 თვის შემდეგ უნდა ველოდოთ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ლევან სილაგავას თქმით, ახლა გაძვირების ასახვას ხორბლის მარაგები აზღვევს. ,,სამწუხაროდ, ფქვილზე ფასები მსოფლიო ბაზარზე გაზრდილია, თუმცა, ჩვენ ორ თვიანი...


მსგავსი სიახლეები

up