ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანეს

ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანეს

access_time2021-10-09 17:39:03

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის­ ადგილზე მშენებლები ვარაუდობენ, რომ კიდევ არის საფრთხე და შესაძლოა, მოხდეს გარკვეული ნაწილის ჩამოშლა. მინისტრის თქით, დროებით, მდგომარეობის შეფასებამდე, სამუშაოები შეჩერდება. რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღით ადრე კორპუსში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც დაასურათეს ადგილზე არსებული მდგომარეობა, გომელაური ამბობს, რომ „არანაირი დასურათება არ ყოფილა."

„მშენებლები ვარაუდობენ, კიდევ არის საფრთხე და შესაძლოა მოხდეს კიდევ რაღაც ნაწილის ჩამოშლა. ე.წ. სინკარები არის გადმოწეული. მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხდეს „სინკარების“ ჩამოშლა და დაექვემდებარება თუ არა დემონტაჟს ნაწილი, რაც მიბმული იყო ამ კორპუსზე. ამას მშენებლები გადაწყვეტენ. 9 გარდაცვლილია და 2 ცოცხალი გადარჩა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია - 12, 7 და 1 წლის და 3 თვის ბავშვი.

გამოძიება გრძელდება, ერთ დღეში ნუ მომთხოვთ ამ ყველაფრის გაკეთებას და გამოძიების დამთავრებას. უნდა ნახონ საძირკველში, რამ გამოიწვია ნგრევა. აქედან გამომდინარე, ვაჩერებთ სამუშაოებს, რომ მშენებლებმა მოგვცენ ნებართვა, გავაგრძელოთ თუ არა სამუშაოები, რომ არ გამოიწვიოს ჩვენმა მუშაობამ ნგრევა და კიდევ არ ჩამოწვეს კორპუსის მეორე ნახევარი. ადგილზე პოლიციელები დარჩებიან. სავარაუდოდ, ეს ქუჩა დაიკეტება, რომ არ იმოძრაოს ხალხმა. უკანა ეზოშიც გაკეთდება ბარიერები, რომ არ შევიდეს ვინმე და ამან საფრთხე არ გამოიწვიოს. მშენებლები შეიკრიბებიან მერიაში, იმსჯელებენ მოხდეს თუ არა დემონტაჟი მთლიანად ფლიგელის, თუ მარტო ჩამოშლილი „ბეტონის“ შემდეგ უკვე გაკეთდება რესტავრაცია“, - განაცხადა გომელაურმა და დასძინა, რომ დადგინდება, გაყალბებულია თუ არა კორპუსის ამხანაგობის ოქმზე ხელმოწერები. მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით გამოკითხული არ არის კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე.

გომელაურის განმარტებით, კორპუსებზე დაშენებები სერიოზული პრობლემაა, რომელზე პასუხისმგებლობაც მოქალაქეებსაც ეკისრებათ.

„უკანონო დაშენებები ეს არის სერიოზული პრობლემა მთელ საქართველოში არამარტო ბათუმში და თბილისში, ბევრ ქალაქშია ეს გაკეთებული - ქუთაისში, ზუგდიდში. ძალიან ბევრგანაა მიშენებები, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს, მე ვერც სეისმოლოგიურად შევაფასებ, ამდენ ბალზე ეს მოუვა მიწისძვრაზე და ა.შ. ასეთი პრობლემა თბილისში უამრავი გვაქვს. პასუხისმგებლობა არის ყველასი, მათ შორის, მოქალაქეების, დაწყებული 90-იანი წლებიდან, საბჭოთა დანგრევის შემდეგ ეს ხდება, ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა გომელაურმა.


შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, განცხადებით, ჯამში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამოშლას 9 ადამიანი ემსხვერპლა. 

მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, აღარავინ იმყოფება და ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები შეჩერდება.


საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდამთავრობამ უკვე გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომლის მიხედვით, 11 ოქტომბრის 00:00 საათიდან,12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. აღარ არინიშნება თბილისობა. შეჩერდება საარჩევნო კამპანიაც. 


დღეს 2021 წლის 9 ოქტომბერს, 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის აღევლინება შეკვეთილი წირვა. ლიტურგიის შემდეგ ჩატარდება პანაშვიდი, 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად, ასევე, აღევლინება პარაკლისი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ბათუმის ტრაგედიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობისთვის.



სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ბათუმის ტრაგედიამ აჩვენა, რამდენად აუცილებელია სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრება მშენებლობისთვის.


იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსზე მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობდა. 

ამჟამად, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.  ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა. ბათუმის ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოსბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მომხდარზე ჯერ არ გამოკითხულან. 


აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დანგრეული კორპუსის მიმდებარე შენობების მდგრადობას გეოლოგები შეისწავლიან. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ჩამონგრეულ შენობაში მოსახლეობის შეყვანა დაუშვებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს. რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და ყველა სხვა საჭირო საშუალებით.


პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით,      ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.


შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up