Soyuz-ის კოსმოსური კაფსულა 3 საათზე მეტ ხნიანი მოგზაურობის შემდეგ დაეშვა. ეკიპაჟს კოსმონავტი, კინორეჟისორი და მსახიობი შეადგენდნენ.
კაფსულა კვირას, განრიგის მიხედვით, ყაზახეთში ოლეგ ნოვიცკისთან, იულია პერესილდთან და კლიმ შიპენკოსთან ერთად დაეშვა.
მსახიობი პერესილდი და კინორეჟისორი შიპენკო კოსმოსური სადგურზე 5 ოქტომბერს გაფრინდნენ. 12 დღიანი მოგზაურობის განმავლობაში ისინი ფილმის სცენებს იღებდნენ. ფილმში პერესილდის პერსონაჟი კოსმოსურ სადგურზე სასწრაფო ოპერაციის ჩასატარებლად მიდის. ნოვიცკი, რომელმაც ექვს თვეზე მეტი გაატარა კოსმოსურ სადგურზე, ფილმში Challenge ავადმყოფ კოსმონავტს ითამაშებს.
ფილმის სხვა სცენების გადაღება დედამიწაზე დასრულდება. Challenge-ის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
კოსმოსურ სადგურზე შვიდი ასტრონავტი რჩება: რუსი ანტონ შკაპლეროვი და პიოტრ დუბროვი, ამერიკელები მარკ ვანდე ჰეი, შეინ კიმბროუ და მეგან მაკარტური, ევროპის კოსმოსური სააგენტოდან თომას პესკეტი და იაპონელი აკი ჰოშიდე.
წყარო: Bloomberg, "ბიზნესფორმულა"