„ჩაბნელებული გზა, არასწორად დამონტაჟებული ნიშნები..." - ხელისუფლება ქუთაისის შემოვლით გზაზე პრობლემების მოგვარებას ისევ ვერ ახერხებს

„ჩაბნელებული გზა, არასწორად დამონტაჟებული ნიშნები..." - ხელისუფლება ქუთაისის შემოვლით გზაზე პრობლემების მოგვარებას ისევ ვერ ახერხებს

person access_time2017-06-21 19:00:32

„გუშინ ღამე ქუთაისის გზაზე გამოვიარეთ და ეს რა ვნახე? არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი აღშფოთება", - წერს „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მოქალაქე თიკო ცხვედიანი. 


როგორც ცხვედიანი წერს, „არათუ გაურკვეველი, არამედ სრულიად შეცდომაში შემყვანი საგზაო ნიშნები! გაქანებულ ორმხრივ მოძრაობაზე ყველგან მითითებულია ცალმხრივი მოძრაობის აღმნიშვნელი ნიშნები! და ეს მარტო ერთგან კი არა - საკმაოდ გრძელ და სახიფათო მონაკვეთზე! ამასთან, გზა იყო ჩაბნელებული, საშინელი ხილვადობით, მოულოდნელი ბუნდოვანი ბარიკადებით სავსე.

 

ვისაც ამ ყველაფერში თუნდაც იოტისოდენა წვლილი მიუძღვის, მათ შორის (და განსაკუთრებით), თავისი უმოქმედობით, არის ჩვეულებრივი დამნაშავე და უნდა აგოს პასუხი მთელი სიმკაცრით. რატომ არ ხდება სათანადო რეაგირება? რამდენი უნდა დაიღუპოს ამ კოშმარ ტრასაზე, რომ რაღაც ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას უაზრო ლაყბობა-შეშფოთების მაგივრად?", - წერს თიკო ცხვედიანი.

 

იმის შესახებ, რომ საგზაო უსაფრთხოების მხრივ, განსაკუთრებით კი ქუთაისის შემოვლით გზაზე პრობლემები იყო, "კომერსანტი" ჯერ კიდევ 2015 წლის ზაფხულში წერდა და აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ გზაზე არსებული ხარვეზები ავტომობილით გადაადგილებას სარისკოს ხდიდა. 


 

2016 წლის 21 ივლისს, როდესაც ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გზის მონაკვეთის გაფართოების საკითხი გააქტიურდა. მაშინ გიორგი სეთურიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებდა, რომ აღნიშნულ გზაზე ყველა აუცილებელი საგზაო მონიშვნა და ნიშანია, რომელთა დანიშნულებაც სიჩქარის შეზღუდვაა. თუმცა, იმასაც ამბობდა, რომ მძღოლების დიდი ნაწილი დაწესებულ შეზღუდვას - 90 კმ/ საათს - არ ემორჩილება.

 

გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ქუთაისის შემოვლით გზაზე კიდევ რამდენიმე ავარია მოხდა, ამ შემთხვევებშიც მთავარ პრობლემებად საგზაო ნიშნები, ორხაზიანი გზის მონაკვეთი და გადაჭარბებული სიჩქარე დასახელდა.

 

მოგვიანებით ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის შემოვლითი გზა 4-ზოლიანი გამხდარიყო და მეორე ზოლის მშენებლობაზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა გამოაცხადა. ხელისუფლებაში მაშინ ისიც განაცხადეს, რომ მანამდე გზებზე საგზაო ნიშნები კიდევ უფრო მოწესრიგდებოდა.

 

თუმცა როგორც ირკვევა, დღემდე ამ პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა, ქუთაისის შემოვლით გზაზე საგზაო ნიშნები კვლავ არასწორადაა დამონტაჟებული. ამ საკითხეზე სოციალურ ქსელში არა მარტო თიკო ცხვედიანი, არამედ სხვა ბევრი მოქალაქეც წერს. ასეთ შემთხვევაში, სასურველია, რომ მომატებული რისკის გზებზე ნიშნები სწორად დამონტაჟდეს, რათა თავიდაც აცილებული იქნას ავარიები. თანაც, ახლა საკურორტო სეზონია და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ნაკადი უფრო მოიმატება, რაც არასწორად დამონტაჟებული საგზაო ნიშნების შედეგად ავარიების რისკს კიდევ უფრო გაზრდის. 



27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up