ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

access_time2021-09-25 16:00:47

ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ განსხვავებულ გზას მოიცავს – ინტუიციური და გაცნობიერებული, რომელსაც ნობელის პრემიის ლაურეატი დანიელ კანემანი სწრაფ და ნელ აზროვნებას უწოდებს.

დღეისათვის ორივე განზომილებაში კომპიუტერები სულ უფრო მეტად აღემატება ადამიანს . გამოთვლითი სიმძლავრის გამო, კომპიუტერს შეუძლია, ადვილად დაამარცხოს ადამიანი ისეთ ამოცანებში, როდესაც სიტუაციის წესები და პარამეტრები ცნობილია. ამიტომაც, მენეჯერები რეგულარულად იყენებენ მათემატიკურ ოპტიმიზაციას და მოდელირებას. ამასთან, ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს, რომ კომპიუტერი მუდმივი თვითტრენინგის საფუძველზე, ინტუიციასაც ავითარებენ.

საბედნიეროდ, ამ ყველაფრის ფონზე არსებობს ერთი შემეცნებითი უნარი, რომელიც ადამიანებს ჯერ კიდევ ანიჭებს უპირატესობას: ეს არის ძალიან ნელა აზროვნება. რაღაცის ხელახალი გაცნობიერება ნელ აზროვნებას იყენებს – ანუ, პროცესს, რომლის მეშვეობითაც, განვსაზღვრავთ პარამეტრებს, მიზნებსა და ვარაუდებს.

მენეჯერების მიერ გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება, ინდუსტრიის ტრადიციებზე, ორგანიზაციულ ისტორიაზე და ლიდერების საკუთარ განათლებასა  თუ გამოცდილებაზე იყოს დაფუძნებული. რადგანაც გადაწყვეტილების მიღება გარკვეულ დროს მოითხოვს, მასზე ერთგვარი “ნელი” ფიქრი გვიწევს.

ხელახალი გააზრება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნეს მოდელებში პიონერული ინოვაცია ხშირად მაშინ ხდება, როცა კომპანიები დამკვიდრებულ რწმენას შორდებიან. მაგალითისთვის მოვიხმოთ ჯეფ ბეზოსი, რომელმაც უარყო, რომ კონკურენციისთვის აუცილებელია იაფი ონლაინ ბიზნეს მოდელი. ამის ნაცვლად, ბეზოსის გადმოსახედით, მთავარი აქცენტი მომხმარებლის გამოცდილებაზე კეთდება და შესაბამისად, ამაზონის ყველა სტრატეგიული გადაწყვეტილება ამ მიზნისკენაა მიმართული.

როდესაც ბაზრის დინამიკა იცვლება, კულტურის გადახედვა შეიძლება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს. Nokia-ს მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, კომპანიამ განსაზღვრა, რომ წარმატებული ახალი შეთავაზებები გაყიდვებს სწრაფად ზრდის. შედეგად, მან უარი თქვა ბევრ ძვირადღირებულ ინვესტიციაზე, რასაც მყისიერი შედეგი არ მოჰყოლია. ეს მიდგომა განსაკუთრებით დამღუპველი აღმოჩნდა, როდესაც კონკურენცია ეკოსისტემის დონეზე გადავიდა. “ფართომასშტაბიანი სამომხმარებლო მომსახურება ერთ ან ორ წელიწადში არ შეიცვლება. ჩვენ ხშირად გვაკლდა ამის მოთმინება” – ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

გარდა ამისა, ადამიანების ძალიან ნელი აზროვნება თანამედროვე ხელოვნური ინტელექტისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს უკანასკნელი არ ფუნქციონირებს, თუ ადამიანები ბიზნეს პრობლემას AI პრობლემად არ გარდაქმნიან. როგორც აჯაი აგრავალი, ჯოშუა განსი და ავი გოლდფარბი ამტკიცებდნენ, ინტელექტი უბრალოდ ალგორითმების პროგნოზირების ფორმაა.

სამყაროში, სადაც მენეჯერებს შეუძლიათ, კომპიუტერი სწრაფი და ნელი აზროვნების უნარის გასაუმჯობესებლად გამოიყენონ, ხელახალი გადააზრების უნარი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. სტატიაში მოცემული ოთხი სტრატეგია კი მის გაზრდაში დაგეხმარებათ:

დრო გამოყავით იმისთვის, რომ პრობლემაზე არ იფიქროთ. კვლევების თანახმად, ინკუბაციის პერიოდმა შეიძლება, უფრო კრეატიული გადაწყვეტილებები წარმოქმნას. როცა პრობლემას ცოტა ხნით გადადებთ, მის ამჟამინდელ ჩარჩოს მოშორდებით და რესტრუქტურიზაციისა და სპონტანური შეხედულებებისათვის მნიშვნელოვანი ადგილი გამოჩნდება. ასე რომ, მას შემდეგ, რაც პრობლემის გადაჭრის პროცესს შეუდგებით, რაიმე სრულიად განსხვავებული გააკეთეთ.

გახადეთ ფარული ვარაუდები აშკარა. ჩვენ დიდწილად არ ვიცით შემზღუდველი, ნებაყოფლობითი ვარაუდები, რომლითაც სიტუაციას მივუდგებით. ჯგუფური პროცესები, რომლებიც კოგნიტური კონფლიქტების გამოწვევის მიზნით არის შექმნილი, მათ იდენტიფიცირებას დაეხმარება. მათ შორისაა დისკუსიების გამართვა, საპირისპირო გადაწყვეტილებების წამოყენება. ასევე, შესაძლოა, პრობლემის მათემატიკური მოდელის შექმნა საკმაოდ გამოსადეგი იყოს – იგი ადამიანებს აიძულებს, რამდენიმე ვარაუდი ჩამოაყალიბონ, თუ რა იწვევს პრობლემას და როგორ უნდა იმუშაოს შემოთავაზებულმა საშუალებებმა. სიმულაციები ხშირად გაუთვალისწინებელ დინამიკას ავლენს, რაც აზროვნებაში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს.


მაგალითად, როდესაც Fluor Corporation-მა სიმულაციები დანერგა, როგორც ხარჯების ცვლილებების პროგნოზირებისა და რთული პროექტების განსაზღვრის საშუალება, მენეჯერებმა გააცნობიერეს, რომ ამ ცვლილებების მართვა წინასწარაა შესაძლებელი.

ჩაერთეთ სახალისო ძიებაში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში წარმოსახვის ელემენტის ჩართვა მენეჯერებს დაეხმარება, მენტალურად დაშორდნენ ფარულ ვარაუდებს და “ინდუსტრიულ რეცეპტებს” და ამასთან, საკუთარი კრეატიული უნარები გააღვივონ. ეს ჩვეულებრივი შეზღუდვებისგან გათავისუფლება შეიძლება, რამდენიმე გზით განხორციელდეს – მაგალითად, ლიდერებს შეუძლიათ, გუნდებს თავიანთი ბიზნეს იდეების მოდელების შექმნა სთხოვონ. თავის მხრივ, ეს იდეების განვითარებასა და დახვეწას შეუწყობს ხელს.

გამოიყენეთ ანალოგიები. ანალოგიები მძლავრი ინსტრუმენტებია ნაცნობი პრობლემების გადასახედად. ერთი ინდუსტრიის იდეები და პრაქტიკა შეიძლება, მეორის შესაცლელად იქნას გამოყენებული. მაგალითად, ბერი გორდიმ Motown Records პოპულარულ ქარხნად აქცია – ამ პროცესში Ford Motor Company-ის ასამბლეის ხაზის მიხედვით ხელმძღვანელობდა.

ზოგიერთ შემთხვევაში კი სრულებით განსხვავებული სფეროების მოხმობაა მომგებიანი, როგორიცაა საბრძოლო სპორტი, ოპერა ან სუპერგმირების კომიქსები. თითოეული მათგანი შესანიშნავ გზას წარმოადგენს ახალი იდეების მისაღებად. ამ თვალსაზრისით საინტერესოა Apple-ის მინიმალისტური დიზაინი, რომელიც კალიგრაფიით, ძენ ბუდიზმითა და ბაუჰაუსის არქიტექტურითაა შთაგონებული. მაშინაც კი, როცა ანალოგია არასრულყოფილია, იგი ნებისმიერ პრობლემას ახალ ფორმულირებას აძლევს.

მენეჯერებს მართლაც შეუძლიათ ამ პრაქტიკების დანერგვა, რათა ხელახალი გადააზრების შესაძლებლობები გაზარდონ. თუმცა აქამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი, მათ შორის შესაბამისი არხების შექმნა და კულტურის განვითარება. ასევე, თანამშრომლებისთვის სახალისო ძიებისა ე. წ. “ინკუბაციისათვის” საჭირო დრო უნდა მიეცეთ. დროთა განმავლობაში ამგვარი ძალისხმევა აუცილებლად წარმოქმნის გრძელვადიან სარგებელს.

ცნობისთვის, მეცნიერების 82%-ის მოსაზრებით, ჩვეულებრივი ხელოვნური ინტელექტი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს თუ ჩვენ მას სწორი მიზნებითვის გამოვიყენებთ და ის ბოროტმოქმედებს არ ჩაუვარდებათ ხელში. როგორც Science Alert წერს, დღეისათვის ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მაგალითად: ვებ-ბრაუზერები იყენებენ სპეციალურ ალგორითმებს, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების ისტორიის საფუძველზე ის ჩვენ ჩვენთვის საინტერესო მასალებს გვთავაზობს. ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომლებიც ელექტრონული ინფორმაციის მიმღები და მომწოდებელია. თუმცა, ბევრი ცნობილი მეცნიერის, მათ შორის ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის აზრით, მომავალში ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა კაცობრიობას სერიოზული საფრთხეც შეუქმნას.

ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დღეს გამოიყენება, ეგრეთ წოდებული ,,ვიწრო სპექტრის მქონე’’ სისტემაა. ის ფართოდ გამოიყენება პიროვნებების ამოსაცნობად, უპილოტო აპარატების მართვისას, ან თუნდაც ინტერნეტ-რეკომენდაციების გასაცემად. ისინი მხოლოდ წინასწარ მიცემულ დავალებებს ასრულებენ.

თუმცა, სინამდვილეში ხელოვნური ინტელექტი ბევრ დავალებას ადამიანზე უკეთ ასრულებს. მაგალითად Deep Blue იყო პირველი ციფრული მოწყობილობა, რომელმაც 1997 წელს ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს მოუგო.

არსებობს ასევე ,,ფართო სპექტრის მქონე’’ ხელოვნური ინტელექტებიც, რომლებიც ადამიანის გონების იმიტაციას ახდენენ. მათ აზროვნების უნარიც გააჩნიათ და გარკვეული საკითხების გადაჭრაც შუძლიათ . ასეთი რობოტების შექმნა ჯერ ჯერობით მხოლოდ საწყის ეტაპზეა.

ზოგიერთი მეცნიერი სწორედ ასეთი ,,ფართო სპექტრის აზროვნების მქონე’’ ძლიერი ხელოვნური ინტელექტის შექმნაში ხედავს საფრთხეს.

კონკრეტულად რა საფრთხეები შეიძლება შექმნას ხელოვნურმა ინტელექტმა:

ძლიერი ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ბრძანებებს ემორჩილება, ის სწავლობს გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე.

ექსპერტთა უმეტესობა შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტი არასწორი ადამიანების ხელში შეიძლება გახდეს საფრთხის შემცველი.

ხელოვნური იტელექტი, რომელსაც თანამედროვე სამყარო იყენებს, ძალიან სასარგებლოა კაცობრიობისთვის. ხოლო მისი ბოროტად გამოყენების შემთხვევაში ის, შესაძლოა სერიოზულ საფრთხედ იქცეს, თუმცა მეცნიერების უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს საფრთხე მომაკვდინებელი არ იქნება.


წყარო: HBR





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up