ჩაანაცვლებს თუ არა სრულად „ომიკრონი“ „დელტას“? რამდენად ლეტალურია sars-cov-2-ის ახალი შტამი?

ჩაანაცვლებს თუ არა სრულად „ომიკრონი“ „დელტას“? რამდენად ლეტალურია sars-cov-2-ის ახალი შტამი?

access_time2022-01-19 00:00:00

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ, შეცვალა თუ არა „ომიკრონმა“ პანდემიის საერთო სურათი? ამაზე სპეციალისტების პასუხი ერთსულოვანია: არაფერი შეცვლილა, სამყარო პანდემიიდან ენდემურ „თანაცხოვრებაში“ ინაცვლებს. თუმცა ბევრი რამ მაინც შეიძლება შეიცვალოს: შესაძლოა, ენდემურ მომავალზე გადასვლა რადიკალურად შენელდეს ან დაჩქარდეს. სავარაუდოდ, ამ „გადასვლის“ ტვირთი (მაღალი სიკვდილიანობის ახალი ტალღისა და ახალი „ლოქდაუნების“ სახით) გაიზრდება, თუმცა არის მცირე შანსი, რომ თუ დაუყოვნებლივ არა, რამდენიმე თვეში მაინც ტემპი შემცირდება. თუმცა ადეკვატური პროგნოზის გასაკეთებლად საკმარისი მონაცემები ჯერ არ არსებობს. თუმცა პანდემიის განვითარების შესაძლო სცენარების განხილვა მაინც შესაძლებელია.



შეძლებს თუ არა „ომიკრონი“ „დელტას“ სრულად ჩანაცვლებას?



სხვადასხვა ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ არსებული პირველადი მონაცემები ჩანაცვლების დიდ ალბათობაზე მეტყველებს. შესაბამისად, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში გაცილებით მაღალია. თუმცა ჯერჯერობით ეს მონაცემები ძალიან ნაადრევი და არაზუსტია, ამიტომაც გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ამდენად, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანასა და რეგიონში სხვა შტამები მაინც დარჩეს.



ჯერჯერობით, მონაცემები, რომელთა საფუძველზეც სპეციალისტები „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონის“ გავრცელების სისწრაფეზე საუბრობენ, ფაქტობრივად, სამი ქვეყნით შემოიფარგლება. ესენია: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი და დანია.



სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში „ომიკრონმა“ , ფაქტობრივად, ჩაანაცვლა „დელტა“ შტამი, რომელიც ქვეყანაში 2021 წლის ზაფხულიდან და ადრეული შემოდგომიდან დომინირებს. თუმცა ამ დროისთვის დათვლილია, რომ „ომიკრონი“ იქ 3,89-ჯერ უფრო სწრაფად გავრცელდა. ამ ბმულის მიხედვით კი შესაძლებელია აღნიშნული პარამეტრის რეგულარულად განახლებული შეფასებების გაცნობა.



დანიის მონაცემებით, „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონს“ დიდი უპირატესობა აქვს. ამ უკანასკნელის წილი ქვეყანაში ნულიდან 3%-მდე გაიზარდა და ეს პროცესი ისევ გრძელდება. ამავდროულად, დანიაში მოქალაქეების 77%-ი სრულად აცრილია, ხოლო „დელტათი“ ინფიცირების შემთხვევები ბოლო კვირებში კი არ შემცირდა, როგორც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, არამედ სწრაფად გაიზარდა.




„ომიკრონის“ წილი დიდ ბრიტანეთშიც იმატებს. ახალი შტამის ზრდის ტემპი აქ PCR ტესტების მიხედვით ფასდება და დელტასთან შედარებით 2,7-ჯერ მეტია.




აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეფასების ყველა ამჟამად ხელმისაწვდომ მეთოდს აქვს დიდი და ამოუხსნელი გაურკვევლობა. ამიტომაც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა უპირატესობა აქვს „ომიკრონს“ ამა თუ იმ ქვეყანასა თუ ვითარებაში „დელტასთან“ შედარებით. თუმცა ერთი რამ აშკარაა: ზოგიერთ ქვეყანაში ეს უპირატესობა იმდენად დიდია, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ იქ დომინანტური შტამი გახდეს. სხვა ქვეყნებსა და გარემოებებში კი „ომიკრონის“ ბედი შეიძლება დამოკიდებული იყოს შემდეგი კითხვის პასუხზე.



არის თუ არა ახალი შტამი „დელტაზე“ უფრო გადამდები? თუ ამის მიზეზი არის ის, რომ „ომიკრონს“ ორგანიზმის იმუნური პასუხის გვერდის ავლა შეუძლია?



სტატისტიკის მიხედვით, "ომიკრონი“ ("დელტასთან" შედარებით) ნამდვილად უფრო სწრაფად ვრცელდება. ეს შეიძლება აიხსნას როგორც მისი მაღალი გადამდებობით, ასევე, იმუნიტეტისგან ნაწილობრივ თავის დაღწევის უნარით. ამ ორი მიზეზიდან რომელს უფრო დიდი წვლილი შეაქვს ინფექციის გავრცელებაში, ამ ეტაპზე ამის თქმა შეუძლებელია. ამავდროულად, უკვე ნათელია, რომ „ომიკრონს“ გარკვეულწილად ნამდვილად შეუძლია დაავადების წინააღმდეგ გამომუშავებულ იმუნიტეტს გვერდი აუაროს.



პირველ რიგში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებულმა კვლევებმა ჯერ კიდევ „ომიკრონის“ აფეთქებამდე აჩვენა, რომ რეინფიცირების რისკი ძალიან მაღალი იყო და ის „დელტას“ ორჯერ აღემატებოდა. მხოლოდ ის შეგვიძლია დავამატოთ, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არის ძალიან მაღალი რაოდენობა ადამიანებისა, რომელთაც COVID-19 ადრე გადაიტანეს.



მეორე მხრივ, იმავეზე მეტყველებს პირველი ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ვირუსის მიერ კოვიდგადატანილი და აცრილი ადამიანების ანტისხეულების განეიტრალებას ეხებოდა. ამ ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ჯერ არ არის შესაძლებელი რიცხობრივად დადგინდეს, თუ რა დონეზე შეუძლია „ომიკრონს“ იმუნიტეტისგან თავის დაღწევა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შეიძლება მნიშვნელოვანი მაჩვენებელი აღმოჩნდეს.



ამრიგად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში „ომიკრონის“ გავრცელების მომატებული სიჩქარე, გარკვეულწილად ვირუსის მიერ იმუნიტეტისგან თავის დაღწევის მანიშნებელია. თუმცა რა დონეზე ხდება ეს, უცნობია. ჯერჯერობით, „ომიკრონის“ გადამდებობის შეფასებებში უზარმაზარი გაურკვევლობაა. სავსებით მოსალოდნელია, რომ ის საერთოდ არ არის უფრო გადამდები, ვიდრე - „დელტა“ და მთელი მისი სწრაფი გავრცელების უპირატესობას სწორედ ორგანიზმის იმუნიტეტის გვერდის ავლის უნარი წარმოადგენს.



რამდენად ლეტალურია „ომიკრონი“?



ჯერჯერობით ამის მხოლოდ ფრაგმენტული მტკიცებულება მოგვეპოვება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. ამ მონაცემების თანახმად, „ომიკრონის“ ინფექციით გართულებების რისკი საშუალოდ დაბალია, ვიდრე - „დელტათი“. თუმცა ამ მონაცემების სხვა ქვეყნებზე გავრცელება რთულია.



• „ომიკრონის“ გავრცელება ქვეყანაში გუატენგის პროვინციაში მდებარე სტუდენტურ კამპუსში დაიწყო. ამიტომაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ შორის, ვინც დაავადება შედარებით ნორმალურად გადაიტანა, ახალგაზრდები ჭარბობდნენ.



• კიდევ ერთი ახსნა არის ის, რომ „ომიკრონი“ ახლა ძირითადად ვრცელდება მათ შორის, ვინც ახალი კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი ადრე გამოიმუშავა. ასეთ ადამიანებს, სავარაუდოდ, დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან დაცვა აქვთ და ამიტომაც, როგორც ჩანს, „ომიკრონის ლეტალობა“, პრინციპში, უფრო დაბალია. თუ ის ადამიანები, რომლებიც არც აცრილები არიან და არც COVID-19 გადაუტანიათ, „ომიკრონით“ მასობრივად დაინფიცირდებიან, მაშინ საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება იმასთან შედარებით, რაც ახლა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფიქსირდება.



თუ ომიკრონის ლეტალობა ნამდვილად უფრო დაბალი აღმოჩნდება, ვიდრე წინა ვარიანტების შემთხვევაში იყო, ეს მსოფლიოს შორეული მომავლის იმედს მისცემს. როდესაც ახალი შტამით გამოწვეული ინფექციების ტალღები ჩაცხრება, შეგვიძლია მივუახლოვდეთ სანუკვარ მიზანს - ენდემურ სტადიაზე გადასვლის დასრულებას. თუმცა იქამდე სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს „ომიკრონის“ მიერ იმუნიტეტის გვერდის ავლის უნარისა და მომატებული გადამდებობის გამო.



imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up