სავაჭრო ცენტრები VS ონლაინ შოპინგი

სავაჭრო ცენტრები VS ონლაინ შოპინგი

access_time2019-12-19 15:00:57

ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოში ონლაინ შოპინგი სავაჭრო ცენტრებს? - ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენი მინდია გადაევი ესაუბრა, რომელმაც  კომპლექსი „არაგვის“ კონცეფცია შეცვალა.  კერძოდ, ბიზნესმენი  მრავალფუნქციური  კომპლექსის პროექტში შესული  სავაჭრო ცენტრის მშენებლობის აუცილებლობას ქალაქში  ვეღარ ხედავს.


როგორც  „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, რომ  სავაჭრო ცენტრების განვითარების პერსპექტივას  დღეს ნაკლებადაა.  თბილისში საკმარისზე მეტი პროექტია ამ მიმართულებით განხორციელებული. ამას ემატება ონლაინ ვაჭრობის განვითარებაც, რომელზეც თანამედროვე მსოფლიოა გადასული. ბიზნესმენი  დეველოპერებს  რჩევასაც აძლევს, რომ  თბილისი უზრუნველყოფილია სავაჭრო ცენტრებით და  ამ მიმართულებით  განვითარება საჭირო აღარ არის.


ბიზნესმენის მოსაზრებას არ ეთანხმებიან სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები. “ისთ ფოინთის” მარკეტინგის დირექტორი თეიკო ლომინაძე იმ მიზეზზე საუბრობს, თუ რატომ ვერ ჩაანაცვლებს, კიდევ რამდენიმე წელი,  საქართველოში სავაჭრო ცენტრებს ონლაინ ვაჭრობა.

 

“სავაჭრო ცენტრების დაკეტვა ბევრ ქვეყანაში ტრენდია, ამის  ნათელი მაგალითი ამერიკაა, სადაც  ონლაინ ვაჭრობა იმდენად მასობრივია ხალხი სახლიდან გაუსვლელად ყიდულობს სასურველ ნივთს. ჩვენთან  ეს ტენდენცია ჯერ ვერ განვითარდება,  რადგან ონლაინ ვაჭრობის დადებითი მხარე არის მისი ხელმისაწვდომობა, საქართველოში კი დოლარის კურსის აწევის გამო ნივთის გამოწერა და ყველა პროცედურის გავლის შემდეგ მისი ადგილზე მოტანა ძალიან ძვირი ჯდება. ჩვენი სავაჭრო ობიექტის მუშაობიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სამომავლოდ, სავაჭრო ცენტრების გაფართოების აუცილებლობა ნამდვილად აქტუალურია“-ამბობს თეაკო ლომინაძე.

 

„ამჯერად საკმარისი სავაჭრო ცენტრები გვაქვს თბილისში, ამ მხრივ რეგიონებშია საკმაოდ დიდი მოთხოვნა და ბაზარი უნდა შევისწავლოთ.“ ამის შესახებ „კომერსანტს“ საბურთალოსა და გლდანის „სითი მოლის“ დირექტორი ლევან მესხელი ესაუბრა.



„სავაჭრო ცენტრები ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად იხსნება. საბურთალოს ფილიალის გახსნაც მოთხოვნამ განაპირობა, მომხმარებლის რაოდენობაც ორივე ფილიალში  ყოველდღიურად იზრდება. არ ვფიქრობ, რომ კიდევ რამდენიმე წელი  ჩვენს ქვეყანაში ონლაინ შოპინგი სავაჭრო ცენტრებს ჩაანაცვლებს. დოლარის კურსიდან გამომდინარეც ვამბობს ამას, რადგან ვაჭრობა იაფი არ გამოდს და დროის მომენტიცაა, ძალიან დიდხანს უწევთ ლოდინი სანამ სასურველი ნივთი მივა ადრესატამდე. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად საკმარისი სავაჭრო ცენტრი  გვაქვს თბილისში, თუ მოთხოვნა გაჩნდება, აუცილებლად მივაწოდებთ ბაზარს“-აღნიშნავს მესხელი. 



ცნობილია, რომ მოკლევადიან პერიოდში სავაჭრო ცენტრების შემდგომ გაფართოებაზე კვლევა Galt&Taggart-მა ჩაატარა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დედაქალაქში სავაჭრო ცენტრების  გაფართოების  აუცილებლობა  არ არსებობს.   საინვესტიციო ბანკის ექსპერტები არ გამორიცხავენ მათი დომინირების მომავალში გაგრძელებასაც.

 

ბანკის კვლევაში აღნიშნულია, რომ თანამედროვე ოფისები თბილისში მთლიანი სივრცის მხოლოდ 22%-ს შეადგენს. ასეთი მცირე მიწოდების პირობებში იჯარის ფასები მაღალია. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს ახალი თანამედროვე ოფისები დაემატება, რაც გალტ & თაგარტის შეფასებით ფასებზეც აისახება.

 

სხვა ქალაქებისგან განსხვავებით თბილისში ქუჩის საცალო მაღაზიები (street retail) რითეილერებისთვის არამიმზიდველია, გამონაკლისს მხოლოდ რუსთაველის გამზირი წარმოადგენს.

 

რაც შეეხება მაღალი კლასის სასტუმროების სეგმენტში დაგეგმილ პროექტებს, საინვესტიციო ბანკის კვლევის თანახმად, ჭარბი მიწოდების რისკებს შეიცავს მოკლევადიან პერიოდში და მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვის აუციებლობას უსვამს ხაზს. რაც შეეხება ბიუჯეტურ სეგმენტს, ის მთლიანად Airbnb-ს აქვს დაკავებული.“


ნათია ლომიძე 






აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

ქართველი დიზაინერი მულტიბრენდული მაღაზიისთვის ფეხსაცმლის ლიმიტირებულ კოლექციას კერავს

ქართველი დიზაინერი მულტიბრენდული მაღაზიისთვის ფეხსაცმლის ლიმიტირებულ კოლექციას კერავს
access_time2020-10-24 17:00:43
დიზაინერმა რუსო დანელიამ ფეხსაცმლისა და აქსესუარების მულტიბრენულ მაღაზიასთან თანამშრომლობით ფეხსაცმლის კოლექცია შექმნა, რომელიც რამდენიმე  დღეა, რაც მაღაზია „ატრიოს“ დახლებზე გამოჩნდა.   როგორც „კომერსანტს“ დიზაინერმა რუსო დანელიამ განუცხადა, მისთვის“ატრიოსთან“ თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და „ატრიოს“ მხრიდანაც დაინტერესება დიდია.   „ჩვენი კოლაბორაცია საკმაოდ...


მსგავსი სიახლეები

up