ჩაანაცვლებს თუ არა ილჰამ ალიევის ახალი დერეფანი აბრეშუმის გზის სატრანზიტო დერეფანს?!

ჩაანაცვლებს თუ არა ილჰამ ალიევის ახალი დერეფანი აბრეშუმის გზის სატრანზიტო დერეფანს?!

access_time2021-05-20 12:40:29

18 მაისს საიტმა Emerging Europe-მა გამოაქვეყნა სტატია ზანგეზურსკის კორიდორზე, რომელსაც გეოეკონომიკური რევოლუცია უწოდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ კორიდორის გახსნის შედეგად აზერბაიჯანი აზიელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, სატრანსპორტო კვანძი გახდება.


„ეს დიდი აბრეშუმის გზის მონაწილეების მთავარი მიზანია. ამ კორიდორის გახსნა დადებით გავლენას მოახდენს პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე რეგიონის ქვეყნებს შორის,“ - ნათქვამია სტატიაში. რამდენად არის ეს გეოეკონომიკური რევოლუცია და უნდა ველოდოთ თუ არა რეგიონში დიდ ეკონომიკურ გადალაგებას?

 

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ზურა ბატიაშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ მიუხედავად აჟიოტაჟისა, ნაკლებ სავარაუდოა ამ კორიდორის გახსნის შედეგად რეგიონში სატრანზიტო კუთხით რადიკალური ცვლილებები მოხდეს. ექსპერტი რამდენიმე საკვანძო საკითხს ასახელებს და მათ შორისაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჯერ კიდევ დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა.



„არ ვფიქრობ, რომ დიდი მოლოდინი უნდა იყოს და რაღაც რადიკალურად შეიცვლება საქართველოს სატრანსპორტო ფუქნციასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ამ კორიდორთან დაკავშირებით, რომელიც სომხეთის გავლით უნდა გაკეთდეს, ჯერ ერთი ბევრი რამე გაურკვეველია.  მეორეც, რუსეთმა უნდა გააკონტროლოს ეს ტრანზიტი და ისევ რუსეთის ხელში იქნება, შესაბამისად პოლიტიკური ზეწოლაც შეიძლება გამოყენებული იყოს ბერკეტად აზრბაიჯანის წინააღმდეგ. ასევე,  სამხედრო პოლიტიკური პრობლემები ჯერ არ არის ამოწურული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორისაც და საზღვრის დადგენის პრობლემა არსებობს. არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, თუ ეს ურთიერთობები არ არსებობს,  როგორ უნდა მოხდეს ყოველდღიურ რეჯიმში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიც არის სატრანსპორტო დერეფანი? გზაც არ არსებობს, ეს გზაც დასაპროექტებელი და ასაშენებლია , ვინ ააშენებს ვინ დააფინანსებს ეგეც ცალკე საკითხია. ეს მხოლოდ იდეის დონეზეა რაც გაურკვევლობას მატებს პროცესს.  ახალ რკინიგზას ვერავინ ააშენებს იმიტომ, რომ მილიარდობით დოლარი ჯდება და საქართველოს სარკინიგზო  ფუნქცია რაც აქვს, ისევ ექნება ისევე როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს ხელახლა ვერავინ ააშენებს. ესეც უშველებელ თანხებთანაა დაკავშირებული და მოქმედს აავინ გააუქმებს იმიტომ, რომ რამდენიმე ათეული კილომეტრი მოიგონ მანძილზე. ამდენად, ახალი სატრანსპორტო დერეფნის იდეა კი არსებობს, მაგრამ ბევრი რამ გაურკეველია, ამიტომ ჯერჯერობით ნაადრევი იქნება მის ეფექტიანობაზე საუბარი. დიდი მოლოდინი იმისა, რომ კარდინალურად რაღაც შეიცვლება რეგიონში სატრანსპორტო კუთხით, მე პირადად არ მაქვს იმიტომ, რომ სომეთსა და აზერბაიჯანს ისევე, როგორც სომხეთსა და თურქეთს შორის ბევრი პრობლემები არსებობს და ფიზიკურად არ არის დიპლომატიური ურთიერთობა. ვისა და ვის შორის უნდა მოხდეს შეთანხმება, ყოველდღიურ რეჟიმში ბევრი საკითხი იქნება განსახილველი ამ პროექტის განხორციელების დროს და ეს როგორ უნდა მოხდეს,“ - ამბობს ზურა ბატიაშვილი.


ზანგეზურის კორიდორი, რომელიც ომამდე ჩაკეტილი იყო, აკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის რეგიონს. მთიანი ყარაბაღის 2020 წლის კონფლიქტის შემდეგ გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამ კორიდორის გახსნას ითვალისწინებს. ზანგეზურის კორიდორი მდებარეობს უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up