ჩაანაცვლებს თუ არა Hyundai-ის მიკროავტობუსები თბილისის სამარშუტო ტაქსებს

ჩაანაცვლებს თუ არა Hyundai-ის მიკროავტობუსები თბილისის სამარშუტო ტაქსებს

access_time2020-08-19 17:30:02

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ 300 ლურჯი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში განაცხადი „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ გააკეთა. შეთავაზებული წინადადების მიხედვით  შესყიდვის თანხა 30 მლნ ლარია.

 

შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების შესყიდვაზე 29-მილიონიანი პირველი ტენდერი 2020 წლის აპრილში გამოცხადდა. თუმცა მალევე შეწყდა. მაშინ მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა. ხელახლა ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ეს შესყიდვაც სატრანსპორტო კომპანიამ მალევე შეაჩერა. როგორც მაშინ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში იყო აღნიშნული, შეწყვეტის მიზეზი მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირება გახდა, რაც კონკურენტული გარემოს შექმნას ემსახურება.

 

მესამე ტენდერი კი 15 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი 17 აგვისტოს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტენდერისგან განსხვავებით, ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გაზრდილი იყო. თავდაპირველად, მერია 300 მიკროავტობუსის შეძენაზე 29,819 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავდა, ბოლო ტენდერის მიხედვით კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30,497 მლნ ლარი იყო. პრეტენდენტმა კომპანიამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 30 მლნ ლარი შესთავაზა.

 


რა გადაწყვეტილებას მიიღებს სატრანსპორტო კომპანია და შემოიყვანს თუ არა „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ახალ ლურჯ მიკროავტობუსებს თბილისისთვის, მოგვიანებით გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც სპეციალური კომისია კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას შეისწავლის.

 

რაც შეეხება მოთხოვნებს, როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ: მიკროავტობუსები უნდა იყოს 2020 წელს გამოშვებული, ფერი - ლურჯი მეტალიკი, გათვლილი უნდა იყოს 17 მგზავრზე; ამასთან, მიკროავტობუსს გვერდითა მარჯვენა მხრიდან უნდა ჰქონდეს მგზავრის ასასვლელი გასასრიალებელი კარი, ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები კი უნდა იყოს თბო-იზოლირებული.

 

სატენდერო მოთხოვნებს  და კომპანია ჰიუნდაი საქართველოს განაცხადს თუ გავითვლისწინებთ, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ამ კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქს ასეთი მიკროავტობუსი მოემსახურება. ეს არის მოდელი Hyundai H350 - მან 2017 წელს წლის ავტომობილის დაჯილდოვების პრესტიჟულ ცერემონიალზე წლის მინიბასის კატეგორიაში აიღო ჯილდო. ის საერთაშორისო ბაზარზე უფრო იაფი ღირს ვიდრე მისი უშუალო კონკურენტები Volkswagen Crafter  და Mercedes-Benz Sprinter. სამხრეთ-კორეული კომპანია მას რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებს, მათ შორის ფილიპინებზე, ვიეტნამსა და თურქეთში.


autobild.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up