ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, „ქართული ლუდის კომპანიის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოსნების ქალაქს ააშენებს.
როგორც ჩოჩელი bm.ge-ისთან აცხადებს, სამშენებლო სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება და ქალაქის ოფიციალური გახსნა მომავალი წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი.
ბიზნესმენის თქმით, პროექტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, ქალაქის მასშტაბი გაცილებით დიდი იქნება.
რაც შეეხება ბიუჯეტს, ჩოჩელის თქმით, საჭირო ფინანსების დათვლა ახლა მიმდინარეობს, თუმცა როგორც ის ადრე აცხადებდა, პროექტზე დაახლოებით, 3 მილიონი დოლარი უნდა დაიხარჯოს.
“ჩვენ გვინდა, რომ ნებისმიერ ჩამოსულ ტურისტს ჰქონდეს შესაძლებლობა, ნახოს თუ როგორ იქსოვება ფარდაგი, როგორ იქმნება თექა, ამიტომ ვქმნით ამ უბანს“, - აცხადებს ბიზნესმენი.
BMG