ცეზარ ჩოჩელი

ცეზარ ჩოჩელი "ოქროს სიაზე“: წინგადადგმული ნაბიჯებიდან უკან აღარ უნდა დავბრუნდეთ

access_time2019-06-30 12:00:02

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი სრულად იზიარებს იმ ბიზნესმენების მოთხოვნას, რომელიც "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმების გადაწყვეტილების შეჩერებას ეხება. 

"ოქროს სიის" წევრ 218 კომპანიას შორის "ქართული ლუდის კომპანიაც" იყო, რომელიც იმპორტის გადასახადის 30–დღიანი საშეღავათო პერიოდით და სხვა გამარტივებული პროცედურებით სარგებლობდა. 

ჩოჩელი თვლის, რომ მთავრობამ აუცილებლად უნდა გადახედოს "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმების გადაწყვეტილებას. 

"აბსოლუტურად ვიზიარებ ბიზნესმენების მოთხოვნას, იმიტომ რომ წინგადადგმული ნაბიჯებიდან უკან აღარ უნდა დავბრუნდეთ. წარმოება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია - წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ერთი პარტია არის შეკვეთილი, ერთი გზაშია, ერთიც ქარხანაში, ნაწილი კი – უკვე გადამუშავების პროცესში. სწორედ ამ სირთულის გამოა, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების დეფიციტია და ყველა ამ ზემოთ აღნიშნულ პრობლემას თუ დაემატება არასტაბილური ლარის კურსი, არასტაბილური ბაზარი და გაუქმდება დაწესებული შეღავათები, ბუნებრივია საწარმოო პროცესებს ეს ყოველივე კიდევ ართულებს და თითქმის შეუძლებელს ხდის", - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი. 

BMG




ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება
access_time2021-03-01 22:54:17
ჩვენ შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. მექნება კონსულტაციები პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან და ჩამოვყალიბდებით შემდეგ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება, რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ ერთად გამონახოს საერთო ენა. „შარლ მიშელის მიერ...

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს

შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2021-03-01 20:34:10
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებიან. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე და...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-01 21:00:35
1. სასტუმროს გახსნა არ არის გასაღების გადატრიალება - მთავრობის დაგვიანებული...

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის

ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის
access_time2021-03-01 16:30:03
ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის.ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით,...

საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის - „მაისში 3 მაღაზია გაიხსნება“

საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის - „მაისში 3 მაღაზია გაიხსნება“
access_time2021-03-01 18:00:00
საქართველოში იტალიური კოსმეტიკის ბრენდი Kiko Milano შემოდის. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბრენდის მაღაზიები თბილისის მოლებში მაისში გაიხსნება.„მაისში გაიხსნება იტალიური კოსმეტიკის ბრენდი. ჯამში, 3 მაღაზია. ეს იქნება ისთ ფოინთში, სითი მოლსა და თბილისი მოლში. რაც შეეხება სხვა ბრენდებს, ჯერ ისევ ვმუშაობთ“,- განაცხადა რეზო...


მსგავსი სიახლეები

up