„ლარის გაუფასურება და მისი მოუქნელი, წინ და უკან სიარული, ანგრევს ზოგადად ბიზნესს, ხოლო წარმოებას განსაკუთრებით“-ცეზარ ჩოჩელი

„ლარის გაუფასურება და მისი მოუქნელი, წინ და უკან სიარული, ანგრევს ზოგადად ბიზნესს, ხოლო წარმოებას განსაკუთრებით“-ცეზარ ჩოჩელი

access_time2020-05-11 18:15:24

ბიზნესმენმა, „ქართული ლუდის კომპანიისა“ და სხვა არაერთი წარმატებული საწარმოს დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა „ბანკები და ფინანსებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ სირთულეებზე ისაუბრა, რასაც ბიზნესისთვის ლარის გაცვლითი კურსის არაპროგნოზირებადობა იწვევს.


მისი თქმით, ლარის გაუფასურება და მისი მოუქნელი, წინ და უკან სიარული, ანგრევს ზოგადად ბიზნესს, ხოლო წარმოებას განსაკუთრებით.


„წარმოება, ეს არ არის იყიდე დღეს და ხვალ გაყიდე. წარმოება არის გრძელვადიანი პროცესი, რომელსაც სტაბილურობა სჭირდება. როდესაც ვიგეგმებით 2.75-2.80-ზე და შემდეგ გვიწევს პროდუქციიდან შემოსავლების მიღება 3.20-ზე, ისე რომ ჩვენ პროდუქციის ფასი არ გაგვიძვირებია, გამოდის, რომ მინიმუმ, 10-12%-ს უკვე ვაგებთ კურსთაშორის სხვაობის გამო. რომ გადავხედოთ შარშანდელ, შარშანწინდელ ფასებს, აღმოვაჩენთ, რომ თითოეულ წარმოებას, ყველა კომპანიას, კურსთაშორის სხვაობაში აქვს ზარალი. ეს არ არის პატარა რიცხვები. 3-4 მილიონია თითოეული კომპანიისთვის“, – ამბობს ჩოჩელი.


ბიზნესმენი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია დედოლარიზაციის პოლიტიკის პარალელურად ლარში სესხებზე არნახულად ძვირი საპროცენტო განაკვეთის არსებობა.



„ეროვნული ბანკი გვეუბნება, რომ მიმდინარეობს დედოლარიზაციის პოლიტიკა და რომ პრიორიტეტი ლარიზაციაა. მეტ-ნაკლებად ბიზნესმა და მოსახლეობის ნაწილმა დაიჯერა ამ პროცესის და რა მივიღეთ შედეგად, – 14-15 და მეტპროცენტიანი ბიზნესსესხები ლარში. იძულებული ვხდებით უკან დავუბრუნდეთ დოლარს და აქ მეორე წინააღმდეგობას ვაწყდებით. დოლარში პროცენტი ნაკლებია, მაგრამ კურსის პროგნოზირების შანსი, ფაქტობრივად ნულის ტოლია. ეროვნულმა ბანკმა ბიზნესი ორ ცეცხლს შუა ჩააგდო.


სულ გვესმის, რომ ეროვნული ბანკის მანდატი არ არის ვალუტის გაცვლითი კურსი და მის სტაბილურობაზე ზრუნვა. და რომ მისი ამოცანა ინფლაციის მართვა და ფასების სტაბილურობაა. განცხადების დონეზე გასაგებია, მაგრამ როცა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობის და ლარის მუდმივად გაუფასურების გამო იმპორტი ძვირდება, ეს, საბოლოო ჯამში, ფასებზეც ხომ პირდაპირპროპორციულად აისახება?!.


დღესაც, რომ გადავხედოთ ბაზარს, რამდენი პროცენტით არის გაძვირებული სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქცია, კარგად დავინახავთ ახდენს თუ არა გავლენას გაცვლითი კურსის მერყეობა ფასების ზრდაზე. რა თქმა უნდა, კურსის მერყეობა პირდაპირ კავშირშია ფასებთან“, – აღნიშნა ჩოჩელმა და დასძინა, რომ სანამ რეალური პრიორიტეტი არ გახდება ეროვნული წარმოება და ადგილობრივ მრეწველობას არ განვავითარებთ, მანამ ეკონომიკურ სტაბილურობას არ უნდა ველოდოთ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up