ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე - ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ დაუყოვნებლივ არ მოიწვიეს საკრებულოს პირველი სხდომა

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე - ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ დაუყოვნებლივ არ მოიწვიეს საკრებულოს პირველი სხდომა

access_time2021-11-26 15:40:00

ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ დაუყოვნებლივ არ მოიწვიეს საკრებულოს პირველი სხდომა, - ასე შეაფასა ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, პარტია „ლელოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დღეს მომხდარი დაპირისპირება.



როგორც სიორიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლებას შეეძლო საკრებულოს პირველი სხდომების უფრო ადრე ჩატარება და დაპირისპირების თავიდან აცილება.



„მოგეხსენებთ, კანონით არის გათვალისწინებული 30-დღიანი ვადა არჩევნების საბოლოო შეჯამებამდე, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაძლებელია, მოწვეული იყოს საკრებულოს პირველი სხდომა. ეს ნიშნავს, რომ მეორე დღესვე არის შესაძლებელი საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა და შესაბამისად, ახალი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების დაწყება. მორიგ ჯერზე გავხდით იმის მოწმე, რომ კანონს ფორმალურად ვიყენებთ და არ ვაქცევთ ყურადღებას იმ მიზანშეწონილობას, რომელიც ამ დაძაბულ პოლიტიკურ ველზე, ჩვენს ქვეყანაში არის. ეს რომ მომხდარიყო 14-15 ნოემბერს, რაც კანონით შესაძლებელი იყო, ჩვენ არ მივიღებდით იმ შედეგს, როდესაც ძველი მოწვევის საკრებულო მსჯელობს ისეთ საკითხებზე, რომელიც არა იურიდიულად, არამედ ლეგიტიმაციის თვალსაზრისით ახლად არჩეული საკრებულოს პრეროგატივაა, მაგალითად, ბიუჯეტის დამტკიცება. შესაბამისად, ეს არის უკვე პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით მოქმედება. ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ დაუყოვნებლივ არ მოიწვიეს საკრებულოს პირველი სხდომა. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ ამომრჩევლის ნება უგულვებელყოფილია“, - განაცხადა სიორიძემ.



როგორც მან აღნიშნა, შექმნილი ვითარება დაძაბულობას ზრდის და პოლარიზაციის ხარისხს აღრმავებს.




„სამწუხაროდ, ეს ისევ იმ ოპერის გაგრძელება არის, რომელიც მიზნად ისახავს დაძაბულობას და პოლარიზების გაღრმავებას ჩვენს საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ეს არის ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის ნაწილი ძალაუნებურად საარჩევნო პროცესიც არის. შესაბამისად, ასე სიტუაციის გამწვავება კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია. 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რაც ვიხილეთ, ეს ყველაფერი სამწუხაროდ, ერთ სცენარს ემსახურება - ეს არის კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედება“,-განაცხადა სიორიძემ.



მისი შეფასებით, ნებისმიერი ძალადობა აზიანებს როგორც წინასაარჩევნო, ასევე პოსტსაარჩევნო პერიოდსაც.



„ყოველთვის, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც არჩევნები დაინიშნა და მეორე ტურის დროსაც მომხრე ვიყავი, საარჩევნო ადმინისტრაცია არ ჩაკეტილიყო ვიწრო პროცედურულ ჩარჩოებში და ის შეზღუდული უფლებამოსილებები, რომელიც მას აქვს, გამოეყენებინა სწორედ იმ მიზნით, რაც არჩევნებს აქვს. ეს არის სტაბილური პოლიტიკური გარემოს დამკვიდრება, პოლარიზაციის არა გაღრმავება, არამედ შემცირება. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები არათუ არ გადაიდგა, არამედ სწორედ საპირისპირო მიმართულებით მიდიან“,-განაცხადა სიორიძემ.



ცნობისთვის, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულებმა 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, საკრებულოების შენობასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.



ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up