ცესკოს პრესსპიკერი - სასულიერო პირები საარჩევნო უბანზე გაჩერდნენ 3-5 წუთი

ცესკოს პრესსპიკერი - სასულიერო პირები საარჩევნო უბანზე გაჩერდნენ 3-5 წუთი

access_time2019-05-19 22:48:07

კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო უბანზე ყოფნას, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის,“ - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სამღვდელო პირების მიერ ზუგდიდის მე-5 და 81-ე საარჩევნო უბნებისა და კომისიის წევრების კურთხევას. მიქელაძემ ასევე დასძინა, რომ სასულიერო პირები საარჩევნო უბნებზე 3-5 წუთის განმავლობაში გაჩერდნენ და თუ შესაბამისი საჩივრები იქნება, მათზე საარჩევნო ადმინისტრაცია იმსჯელებს.


„ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა სამღვდელო პირების მისვლის ფაქტი. მათი სურვილი იყო, რომ ეკურთხებინათ უბანი და კომისიის წევრები. მე-3 საარჩევნო უბანზე მისვლისას, ისინი არ შეუშვეს უბანზე, თუმცა მე-5 და 81-ე საარჩევნო უბნებზე სამღვდელოების წარმომადგენლები უბანზე იმყოფებოდნენ. მათ აკურთხეს საარჩევნო უბანი და კომისიის წევრები. ამასთან დაკავშირებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ხასგაზმით აღნიშნავს, რომ კანონდებლობა არ ითვალისწინებს არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო უბანზე ყოფნას, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის. თუმცა დამატებითი ინფორმაციით შეიძლება ითქვას, რომ ისინი უბანზე გაჩერდნენ მხოლოდ 3-5 წუთის განმავლობაში. თუკი ამაზე არსებობს შესაბამისი საჩივრები, ყველა მათგანზე იმსჯელებს საარჩევნო ადმინისტრაცია და ექნება შესაბამისი კანონისმიერი რეაგირება,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.




თეგები:
ცესკო



რა არ უკითხავთ არასდროს ქართველი ბიზნესმენებისთვის? - ჭყონიას რჩევა მთავრობას

რა არ უკითხავთ არასდროს ქართველი ბიზნესმენებისთვის? - ჭყონიას რჩევა მთავრობას
access_time2019-06-15 20:00:07
პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, ცოდნა, განათლება - ეს ის ოთხი ძირითადი კომპონენტია, რომელსაც ბიზნესმენი თემურ ჭყონია გამოყოფს და თვლის, რომ ეს ფაქტორები განსაზღვრავენ საჯარო მოხელეების ეფექტიან ...

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია
access_time2019-06-15 17:28:35
  14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალის Entrepreneur ივნისის...

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება
access_time2019-06-15 16:00:20
 1 თვეში საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით გაიზარდა. ამ მხრივ გავლენა ინფლაციის ზრდამ მოახდინა, თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ,,გაზრდილი საარსებო მინიმუმიც რეალობისგან ძალიან შორსაა და იგი ვერ ასახავს იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია. 2019 წელს ცხოვრება მართლაც თვალში საცემად გაძვირდა. სპეციალისტების აზრით, ინფლაციის ფონზე...

კრიპტოვალუტა ლაითკოინის ფასი 330%-ით გაიზარდა

კრიპტოვალუტა ლაითკოინის ფასი 330%-ით გაიზარდა
access_time2019-06-15 12:00:06
2019 წელს ყველაზე სწრაფად ზრდადი კრიპტოვალუტა ლაითკოინია. მისი ფასი, წლის დასაწყისიდან დღემდე, 330%-ით...

დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე

დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ  დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე
access_time2019-06-15 14:00:34
ჩვენი შიდა პროცედურები და დაკრედიტების პრინციპები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული რეგულაციებისგან,“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ რადიო კომერსანტზე გადაცემაში  „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“. დავით ცაავამ სალიზინგო ბაზარი და საბანკო რეგულაციების შედეგები...


მსგავსი სიახლეები

up