ცესკომ ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

ცესკომ ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

access_time2020-11-14 10:15:00

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე სულ 21 საკითხი განიხილეს, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ცესკოს წინასწარ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება და ოქმების განხილვა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, დღეს სხდომა პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობდა. დღესვე სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ საქართველოში არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება.
საარჩევნო ადმინისტრაციამ მოუსმინა ყველა სუბიექტს, მათ შორის ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას საჩივრებთან დაკავშირებით და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი სხდომა მიმდინარეობდა კანონის პროცედურების სრული დაცვით, თუმცა ადგილი ჰქონდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე მის წევრებზე ზეწოლის მცდელობას, ასევე გარკვეულწილად მუქარის შემცველ განცხადებებსაც. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ცესკო ახორციელებს კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს. დღეს ცესკო-მ დანიშნა მეორე ტურები, რომელიც გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს,- განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ.
ცესკოს მიერ განსახილველ საკითხებს შორის იყო: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება; საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების შეჯამება.
ასევე ცესკომ განიხილა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე შეტანილი საჩივრები, რომელიც შემდეგმა სუბიქტებმა წარადგინეს: პოლიტიკური გაერთიანება ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა საქართველოსთვის“, პოლიტიკური გაერთიანება ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, საარჩევნო ბლოკი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“, პოლიტიკური გაერთიანება ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, პოლიტიკური გაერთიანება ,,სამართლიანობისთვის“, საარჩევნო ბლოკი ,,გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“. მათ შორის იყო ა(ა)იპ-ის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი.
შეგახსენებთ, ცესკოს შემაჯამებელი სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ხათუნა გოგორიშვილსშორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილის სხდომიდან გაძევების საკითხი დააყენა.


Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up