ცესკომ 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადათვალა

ცესკომ 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადათვალა

access_time2021-10-10 18:42:56

10 ოქტომბრის მდგომარეობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადათვალა. აქედან 360 კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე არის გადათვლილი. როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ეს უბნები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წილისყრით გამოვლინდა.

„ამ მონაცემებით გამოვლინდა, რომ 66,7%-ში არ დაფიქსირდა ცვლილება, ხოლო 121 საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, რასაც არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა არ მოუხდენია. 257 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები კი იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით გადამოწმდა, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარემ რეკომენდაციის სახით გააცნო საზოგადოებას და საოლქო საარჩევნო კომისიებს.

წარმოგიდგენთ სტატისტიკურ ინფორმაციას სწორედ ამ 257 საუბნო საარჩევნო კომისიის მიხედვით: შედეგების გადათვლის საფუძველზე, 197 უბანზე ცვლილება არ განხორციელებულა, რაც შეეხება 60 საუბნო საარჩევნო კომისიას, მცირე ცვლილება შეეხო ნამდვილ ხმებს და ბათილ ბიულეტენებს. ჯამურად, 60 უბანზე, საარჩევნო სუბიექტებს დააკლდათ 24 ხმა და მოემატათ 53 ხმა. მერობის კანდიდატებს დააკლდათ 5, ხოლო მოემატათ 41 ხმა. მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 13, ხოლო მოემატათ 82 ხმა. ამ მონაცემებს არსებულ შედეგზე გავლენა არ მოუხდენია“, - განაცხადა იოსელიანმა და დაამატა, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ცესკო-ს მითითებით, გადათვლილია უბნების შედეგები, სადაც მცირე რაოდენობით ფიქსირდებოდა ბათილი ბიულეტენები, არასწორია. მისი მტკიცებით,  9 ოქტომბერს ცესკო-ს თავმჯდომარის რეკომენდაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 257 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგები გადათვალეს.

„უმეტესწილად მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სადამკვირვებლო მისიებს წარმოდგენილი ჰქონდათ საჩივრები გადათვლის მოთხოვნით ან ისეთი საუბნო საარჩევნო კომისიის მონაცემები, სადაც დიდი რაოდენობით ფიქსირდებოდა ბათილი ბიულეტენები. მაშინ, როცა საოლქო საარჩევნო კომისიებმა მიიღეს რეკომენდაციის საფუძველზე კონკრეტული საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლის თაობაზე გადაწყვეტილება, სწორედ ზემოთ ხსენებული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ.


ამიტომ, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ცესკო-ს მითითებით, გადათვლილია უბნების შედეგები, სადაც მცირე რაოდენობით ფიქსირდებოდა ბათილი ბიულეტენები, არასწორია. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა გადათვლის პროცესის შესახებ ეცნობა საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს წარმომადგენლებს, რომლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას. აქედან გამომდინარე, მათ ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ და დაკვირვებოდნენ გადათვლის პროცესს“, - განაცხადა ცესკოს-ს სპიკერმა.

იოსელიანი ამბობს, რომ რამდენიმე საარჩევნო ოლქში ქვორუმი არ შედგა, რადგან კომისიის სრული შემადგენლობა არ იყო გამოცხადებული, ხოლო რიგ შემთხვევებში პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს გადათვლის საკითხს, რის გამოც ვერ განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების გადათვლა.

"და ბოლოს - როგორც საქალაქო, ისე რაიონულ სასამართლოებში მიმდინარეობს უფლებამოსილი პირების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა და საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up