ცესკო-ს ყველა საარჩევნო უბანი დათვლილი აქვს და მეორე ტურის  წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

ცესკო-ს ყველა საარჩევნო უბანი დათვლილი აქვს და მეორე ტურის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

access_time2020-11-22 08:17:51

ცესკო-ს ყველა საარჩევნო უბანი დათვლილი აქვს და საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემები ასეთია:
№1 - მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქი - №2 - შალვა შავგულიძე 1727 ხმა (8.43%) და №41 - ბექა ოდიშარია 18769 ხმა (91.57%).
№2 - ვაკე - №2 - ელენე ხოშტარია 1378 ხმა (6.28%) №41 - ნოდარ ტურძელაძე 20549 ხმა (93.72%).
№3 - საბურთალო - №24 - ალექსანდრე ელისაშვილი 2770 ხმა (10.08%), №41 - დავით სერგეენკო 24697 ხმა (89.92%)
№4 - ისანი - №5 - ხატია დეკანოიძე 1879 ხმა (7.85%), №41 - კახა კახიშვილი 22055 ხმა (92.15%)
№5 - სამგორი- №5 - ლევან ხაბეიშვილი 3573 ხმა (11.32%), №41 - სოზარ სუბარი 27993 ხმა (88.68%).
№6 - დიდუბე, ჩუღურეთი -№36 - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 3188 ხმა (10.05%), №41 - გიორგი ვოლსკი 28522 ხმა (89.95%)
№7 - ნაძალადევი -№10 - შალვა ნათელაშვილი 2223 ხმა (8.6%), №41 - მიხეილ ყაველაშვილი 23629 ხმა (91.4%)
№8 - გლდანი - №5 - ნიკანორ მელია 3032 ხმა (10.64%), №41 - ლევან კობიაშვილი 28474 ხმა (89.36%)
№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - №5 - გიორგი ბოტკოველი 5608 ხმა (11.17%), №41 - ირაკლი ქადაგიშვილი 44616 ხმა (88.83%)
№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - №5 - ცეზარი ჩოჩელი 2076 ხმა (7.77%), №41 - შალვა კერესელიძე 25728 ხმა (92,53%)
№12 - რუსთავი, გარდაბანი -№5 - დავით კირკიტაძე 4012 ხმა (10.31%), №41 - ნინო ლაცაბიძე 35297 ხმა (89.79%)
№16 - ხაშური, ქარელი -№5 - ნატო ჩხეიძე 2763 ხმა (8.28%), №41 - ზაალ დუგლაძე 30602 ხმა (91.72%)
№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი -№5 - კახა გეწაძე 3488 ხმა (8.06%), №41 - ბეჟან წაქაძე 39810 ხმა (91.94%).
№23 - ქუთაისი -№5 - გრიგოლ ვაშაძე 2626 ხმა (8.08%), №41 - ზაზა ლომინაძე 29866 ხმა (91.92%)
№27 - ზუგდიდი - №5 - მალხაზ ჯალაღონია 2064 ხმა (6.12%), №41 - ირაკლი ჩიქოვანი 31678 ხმა (93.88%)
№28 - ბათუმი -№5 - ლევან ვარშალომიძე 4172ხმა (12.19%), №41 - რესან კონცელიძე 30057 ხმა (87.81%)
№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო - №5 - მიშა ბოლქვაძე 4293 ხმა (11.81%) ,№41 - ანზორ ბოლქვაძე 32062 ხმა (88.19%) .
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებოდნენ, თბილისის რამდენიმე ოლქში კი, მმართველი პარტიის კანდიდატის კონკურენტს ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული კანდიდატი წარმოადგენდა. ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენში დარჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებდნენ.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up