ცესკო- კომისიამ კანონით იმოქმედა, ბოკუჩავას არ მისცა უფლება ყოფილიყო, როგორც არაუფლებამოსილი პირი შენობაში

ცესკო- კომისიამ კანონით იმოქმედა, ბოკუჩავას არ მისცა უფლება ყოფილიყო, როგორც არაუფლებამოსილი პირი შენობაში

access_time2019-05-19 21:31:21

კომისიამ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად, თინა ბოკუჩავას არ მისცა შესაძლებლობა ყოფილიყო, როგორც არაუფლებამოსილი პირი კომისიის შენობაში, - ამის შესახებ ცესკო-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.


მან განმარტებები გააკეთა,თუ რატომ არ შეუშვეს ბოკუჩავა მე-9 საარჩევნო უბანზე.



"მინდა აღვნიშნო, რომ ყველას, ვისაც ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება, შესაბამის კომისიებში, ჰქონდა შესაბამისი აკრედიტაცია, ყველას ჰქონდა შესვლის უფლებამოსილება. ქალბატონ თინათინს ჰქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობის უფლებამოსილება,რაც იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ცესკოში შეუძლია საარჩევნო სუბიექტი წარმოადგინოს და მისი ინტერესები დაიცვას. მოცემულ შემთხვევაში, გვქონდა შემთხვევა, როდესაც ქალბატონმა თინათინმა მიმართა მე-9 საუბნო საარჩევნო კომისიას ხმის დათვლის პროცედურებზე დასწრების თვალსაზრისით. როდესაც კომისიამ გადაამოწმა, რომ მას ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა, რაც გამოიხატა იმით, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლობის შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა - კომისიამ იმოქმედა კანონმდებლობის შესაბამისად. არ მისცა მას შესაძლებლობა ყოფილიყო როგორც არაუფლებამოსილი პირი კომისიის შენობაში", - განაცხადა კალანდარიშვილმა






m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება
access_time2019-09-21 16:00:57
პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი. მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები...


მსგავსი სიახლეები

up