CES 2021 - რას უნდა ველოდოთ წლის უმთავრესი ტექნოლოგიური კონფერენციიდან

CES 2021 - რას უნდა ველოდოთ წლის უმთავრესი ტექნოლოგიური კონფერენციიდან

access_time2021-01-11 19:00:57

2021 მსოფლიოსთვის ძალების აღდგენის წელი უნდა იყოს. ეკონომიკა ზრდას დაიწყებს, დაგეგმილი ღონისძიებები აღარ გადაიდება. ტექნოლოგიური პროგრესი არა ნახოტომისებურად, მაგრამ მაინც გაგრძელდება. გაიზრდება 5G-ს დაფარვის ზონა, მსოფლიო რამდენიმე ახალ ფლაგმანურ სმარტფონს იხილავს, მოსალოდნელია ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და დრონების ფუნქციების ზრდაც.


ტექნოლოგიური სიახლეების დიდი ნაწილის შესახებ ლას-ვეგასის CES 2021-ის ციფრულ კონფერენციაზე გახდება ცნობილი, რომელიც 11-14 იანვარს გაიმართება.პანდემიის დამარცხების ბრძოლის გზებთან ერთად განსახილველ თემებში ბოლო წლების მსგავსად კვლავ იქნება 5G, 3D ბეჭვდა, ნივთების ინტერნეტი, ჭკვიანი სახლი და ჭკვიანი ქალაქი, 8K ტელევიზია, რობოტები, დრონები, განახლებადი ენერგია, კვანტური კომპიუტერი, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, ციფრული ვალუტა, ვირტუალური და გაძლიერებული რეალობა.


CES (Consumer Electronics Show) პირველად 1967 წელს ნიუ-იორკში ჩატარდა. 1978-1994 წლებში წელიწადში 2-ჯერ ტარდებოდა იანვარში ლას-ვეგასში და ივნისში ჩიკაგოში, 1995 წლიდან კი წელიწადში ერთხელ - ლას-ვეგასში. 2021 წელს პანდემიის გამო კონფერენცია მთლიანად ციფრულ ფორმატში გაიმართება.


ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიები კონფერენციაზე თავიანთ უახლეს მიღწევებს წარადგენენ ხოლმე. ზოგჯერ ეს ნივთები გაყიდვაში იმავე წელს ეშვება, თუმცა ხშირად წარსადგენი ნივთი მხოლოდ კონცეფციის დონეზეა შექმნილი, მაგალითად ფუტურისტული დიზაინის უპილოტო ელექტრომობილი.წარდგენილი პროდუქციის კიდევ ერთი ნაწილი რეალურად არსებობს  მაგრამ მათი სერიული წარმოება არ დაწყბებულა ისეთები როგორებიცაა 785 ინჩიანი (19.94 მეტრი) 16K გარჩევადობის ტელევიზორი ან შედარებით მომცრო მაგრამ დასაკეცი ტელევიზორი.


წლევანდელ კონფერენციაზე საკუთარი პროდუქციის წარდგენას გეგმავენ: LG, SONY, SAMSUNG, PHILIPS, HISENSE, PANASONIC, TCL და სხვა ტექნოლოგიური კომპანიები.


კორეული LG 2 ტიპის ტელევიზორის წარდგენას გეგმავს, მათგან ერთს დრეკადი ეკრანი ექნება და ხმაც ეკრანიდან მისი ვიბრირებისას გამოვა. 48 ინჩიანი ეკრანი ძირითადად კომპიუტერული თამაშების მოყვარულებზე იქნება გათვლილი. მეორე ტიპის ტელევიზორს კი გამჭვირვალე ეკრანი ექნება. კომპანიაში ირწმუნებიან რომ 55 ინჩიანი გამჭვირვალე OLED ეკრანს უმაღლესი გარჩევადობა ექნება და ფერებს არ დაკარგავს. სეულში ფიქრობენ რომ ეკრანის დაყენება მატარებლებში იქნება შესაძლებელი, რითაც შესაძლოა ტრადიციული ფანჯარა ჩანაცვლდეს.

SAMSUNG თავის მხრივ 110 ინჩიანი (2.79 მეტრი) Microled ტელევიზორით წარსდგდება. თითოეული მიკროსკოპული წერტილი დამოუკიდებლად ანათებს, რაც გამოსახულების ხარისხს მკვეთრად აუმჯობესებს და დეტალიზაციას ამაღლებს.ეკრანი პირველი პროტოტიპი სახელწოდებით wall – კედელი, ჯერ კიდევ 2018 წელს გამოჩნდა, თუმცა სერიულ წარმოებაში არ ჩაშვებულა, გაყიდვები წელს დაიწყება. Microledტექნოლოგია OLED-ისგან განსხვავდება, თუმცა ვიზუალურად, გამოსახულების სიკაშკაშითა და იდეალური შავი ფერით ძალიან წააგავს.  გარდა ამისა თუ OLED-ის სიცოცხლისუნარიანობა სტანდარტულად 17-20 ათასი საათია, რაც ყოველდღიურად 8 საათით მოხმარების შემთხვევაში 6 წლიან გამართულ მუშაობას გულისხმობს, შემდეგ ეკრანს ფერები ეკარგება, Microled-ის სამუშაო დროის ხანგძლივობა 100 000 საათს აღწევს, ანუ იმ შემთხვევაშიც კი თუ ტელევიზორი ყოველდღიურად 16 საათი იყო ჩართული, მწარმოებლის გარანტიით მან 17 წელი უნდა გაძლოს.

კონფერენციაზე რამდენიმე ავტომწარმოებლის კერ ფუტურისტული ელექტრომობილის წარდგენაცაა დაგეგმილი, ასევე ზოგიერთი ისეთი ნივთის რომელთა შეძენაც ძალიან ბევრი ფულის ქონის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება, რადგან მათი წარმოება 2021 წელს არ დაიწყება, თუმცა არც ისე შორეულ მომავალში მაინც ხელმისაწვდომი გახდება.

 

გიორგი ელიზბარაშვილი


თეგები:
CES 2021



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up