ცერცვაძე TV პირველსა და მთავარზე: წარმომიდგენია, როგორ სჭირდებოდათ

ცერცვაძე TV პირველსა და მთავარზე: წარმომიდგენია, როგორ სჭირდებოდათ "ორი გვამი", რა გლოვა აქვთ

access_time2021-03-13 22:30:30

"წარმომიდგენია, როგორ სჭირდებოდათ "ორი გვამი", რა გლოვა აქვთ". - წერს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია პირველსა და მთავარზე. 

"10 მარტს ჩვენ გამოვაქვეყნეთ პოსტი, სადაც არგუმენტირებულად დავგმეთ "მთავარი არხის" და "TV პირველის“ უპრეცედენტოდ დემაგოგიური და უზნეო განცხადება, რომლითაც ისინი შეეცადნენ დაერწმუნებინათ ტელემაყურებლები, რომ "დღეის შემდეგ მათთვის ახლობელი თითოეული ადამიანის COVID-19-ით გარდაცვალება ხელისუფლების ბრალია და არა კორონავირუსის და ბოლო 24 საათში 10 გარდაცვლილი არის შეუსრულებელი დაპირების საფასური". ასეთი რამ არ უკადრებია მსოფლიოს არცერთ ტელევიზიას". - წერს ცერცვაძე. 

ცერცვაძის თქმით, მათ პოსტს "მოსალოდნელი ლანძღვა-გინება" მოჰყვა, რადგან "ვერ გვაპატიეს ის, რომ საქართველოში COVID პანდემია კარგად იმართება".

"საქმე იმაშია, რომ ამ ადამიანებისთვის და ტელევიზიებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელმძღვანელობის პირობებში ქვეყანაში რაიმე კარგად კეთდებოდეს. მაშინ ხომ რევოლაცია საჭირო აღარ იქნება. პანდემიის მართვა კი მთავრობის ეფექტიანობის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია. კომენტარების ლექსიკით და შინაარსით, ვფიქრობ ყველასთვის გასაგებია, თუ რა კატეგორიის ადამიანებთან და ტელევიზიებთან გვაქვს საქმე. მე სპეციალურად არ დავბლოკე მათი კომენტარები, რათა მოსახლეობისთვის გასაგები იყოს, რა მოელის ქვეყანას და ვისთან მოუწევთ საქმის დაჭერა, თუ ადამიანები ფხიზლად არ იქნებიან.

დღეს ქვეყანაში უკვე შემოვიდა საერთაშორისო აღიარების მქონე ვაქცინის პირველი პარტია. წარმოდგენილი მაქვს რა გლოვა აქვთ ახლა ამ ტელევიზიებს და როგორ სჭირდებოდათ მათ "ორი გვამი". - წერს თენგიზ ცერცვაძე.


თენგიზ ცერცვაძის მტკიცებით, მთავარმა არხმა კამპანია წამოიწყო, რომ ექიმებმა და მოსახლეობამ კორონავირუსზე ვაქცინაციაზე უარი თქვან.

"წარმოგიდგენიათ ზუსტად ის ხალხი, რომელიც იმუქრებოდა, რომ 2 მარტის შემდეგ COVID-19-ით გარდაცვალების ყველა შემთხვევას ვაქცინის არქონას დააბრალებდა, ახლა მოსახლეობას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ვაქცინაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ხედავთ რამხელა ბოროტებასთან გვაქვს საქმე? მათ უკვე "ორი გვამი" კი არა, "ბევრი გვამი" სჭირდებათ, რათა შემდეგ ხელისუფლებას დააბრალონ და რევოლუცია მოაწყონ.

ჩემო თანამემამულეებო! უკვე ძალიან სერიოზულად გაფთხილებთ, იყავით ფხიზლად! ეს ტელევიზია და მათ პატრონები ძალიან საშიშნი გახდნენ. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ „TV პირველს“ ანტივაქსერულ კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია". - წერს თენგიზ ცერცვაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up