Cerberus Frontier-ის უფროსი მმართველი დირექტორი საქართველოზე: „რეგიონში ყველაზე კარგი ბიზნესგარემო აქაა და შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა

Cerberus Frontier-ის უფროსი მმართველი დირექტორი საქართველოზე: „რეგიონში ყველაზე კარგი ბიზნესგარემო აქაა და შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა"

access_time2019-10-23 15:52:03

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო ბაზრის შეფასებას განაგრძობენ. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.



მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობის პანელზე, Cerberus Frontier-ის უფროსმა მმართველმა დირექტორმა, ალექსანდერ ბენარდმა საქართველოს მიმართ კომპანიის ინტერესზე და ბიზნესისთვის მიმზიდველ სექტორებზე ისაუბრა.





ამერიკული საინვესტიციო, ე.წ. ექვითი კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე კარგი ბიზნესგარემო აქვს და ქვეყანა მათთვის საინტერესოა. „CEREBUS-ი გახლავთ დიდი ამერიკული კერძო კაპიტალის ფირმა, ჩვენ ვფლობთ ბიზნესებს ამერიკაში, ჩვენ ასევე ამერიკაში გვაქვს მაღაზიები, საავადმყოფოები, ვართ „დოიჩე ბანკის" და "კონვერს ბანკის" აქციონერები, გვაქვს 45 მილიარდიანი ბიზნესი სხვადასხვა სექტორებში. ჩემი როლი, როგორიც თანახელმძღვანელის, CEREBUS-ში გახლავთ, აღმოვაჩინო მსოფლიოში ნაკლებად ცნობილი ადგილები. ვპოულობ ქვეყანას, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით არ არის სათანადოდ შეფასებული და არ შედის ბაზარზე შესაბამისი ინვესტიციები. ჩვენ გვინდა, ვიპოვოთ ასეთი ქვეყნები და დავდოთ ფსონი მათზე. მე ვეძებ ისეთ ბაზრებს, რომლებიც გაცილებით უკეთესია, ვიდრე არსებობს ზოგადი აღქმა მათ მიმართ. ასეთი შესაძლებლობები მე ვიპოვე საქართველოში. ევროპაში უკეთესად იცნობენ საქართველოს, ამერიკაში თუ ჰკითხავთ ადამიანს, რა არის საქართველო, გიპასუხებენ, რომ ეს არის პატარა ქვეყანა რთული მეზობლებით, მაგრამ როცა აქ ჩამოხვალ და თავად ნახავ, ფიქრობ, რომ ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ ასეთი აღქმიდან. სასტუმროში ხარ და ფიქრობ, რომ ნიუორკში ან ლონდონში ხარ, ამინდიც უკეთესია, ლონდონს თუ შევადარებთ. ელაპარაკები აქაურ პოლიტიკის შემქმნელებს და ხედავ, რომ მაღალი დონეა. რაც შეეხება ბიზნესს, ინვესტიციებს - გაცნობიერებული პოლიტიკის შემქნელები ჰყავთ. რეგიონში ყველაზე კარგი ბიზნესგარემო აქაა. თუ დაფუძნდები საქართველოში, უზარმაზარი უპირატესობა გაქვს და შეგიძლია მარტივად გახვიდე ამ ქვეყნებზე. კარგი მარეგულირებელი გარემო, კარგი დაბეგვრის გარემო, ცხოვრების კომფორტული ხარისხი, ეს ძალზედ მიმზიდველი ადგილი გახლავთ. ჩვენი აზრით, შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა." - განაცხადა ალექსანდერ ბენარდმა.




Cerberus Frontier-ის წარმომადგენელმა კონკრეტული სექტორებიც დაასახელა, სადაც ბიზნესის განვითარების პოტენციალს ხედავს: „ჩვენ ვფოკუსირდებოდით ენერგოსექტორზე, მაგრამ ახლა ვაფართოებთ არეალს, დიდ შესაძლობებს ვხედავთ ლოგისტიკაში, ტრანსპორტში, სასტუმროების ბიზნესში, - ალბათ იცით, სტატისტიკა ტურიზმთან დაკავშირებით ასტრონომიურ ციფრებს აღწევს. ასე რომ ბევრი შესაძლებლობა არსებობს საქართველოში და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო ადგილია".








ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....

„კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და Georgian Airways-ის კრიზისი“

„კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და Georgian Airways-ის კრიზისი“
access_time2020-01-23 10:45:43
„სახელმწიფო აეროპორტების გაერთიანების მეშვეობით, დაბალფასიან ავიაკომპანიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი დოლარით აფინანსებს.  თითოეულ ტურისტზე, რომელიც ჩამოდის ქვეყანაში მათ დაახლოებით 70 ევროს უხდიან .მეც შემოვიყვან ამ ტურისტს, თანაბარ პირობებში თუ მამყოფებ სხვა უცხოურ კომპანიებთან და უფრო შეღავათიანი ფასი მექნება, მაგრამ არავის არ უნდა ჩვენი გაგონება.“ - ასე აფასებს Georgian Airways_ის გენერალური...


მსგავსი სიახლეები

up