CEOWORLD-მა მსოფლიო ფინანსური ცენტრების რეიტინგი გამოაქვეყნა

CEOWORLD-მა მსოფლიო ფინანსური ცენტრების რეიტინგი გამოაქვეყნა

access_time2022-08-09 23:00:50

ჩინური და ამერიკული ფინანსური კომპანიების გლობალური დომინაციის ფონზე, მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს შორის საუკეთესო კვლავაც ევროპის ფინანსური ცენტრი, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი, ლონდონია, – ამგვარ დასკვნამდე მივიდა ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა CEOWORLD-ი, რომელმაც მსოფლიოს ფინანსური ცენტრების 2022 წლის რეიტინგი შეადგინა.


მსოფლიოს ფინანსური ცენტრების რეიტინგში რიგით მეორე ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს მშვენებას, ნიუ-იორკს ერგო, რომელმაც 957 ქულა მოაგროვა – სამით ნაკლები, ვიდრე ლონდონმა. რეიტინგის მესამე ადგილი სინგაპურმა დაიკავა, მეოთხე – ჰონგ-კონგმა, მეხუთე კი – ამსტერდამმა.


საინტერესოა, რომ საუკეთესო ფინანსური ცენტრების რეიტინგის პირველ ათეულში ექვსი ევროპული და სამი აზიური ქალაქი მოხვდა და მხოლოდ ერთი – ამერიკული. ამერიკის შეერთებული შტატები ვერც 115 ქალაქისგან შემდგარ რეიტინგში ლიდერობს – ის მხოლოდ ცხრა ქალაქითაა წარმოდგენილი, მაშინ, როცა ჩინეთი – ათით. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჩინეთის წამყვანი ფინანსური ცენტრი – პეკინი, რეიტინგში მხოლოდ მე-15 ადგილს დასჯერდა.



აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ჩვენი რეგიონის ფინანსურად განვითარებული რამდენიმე ქვეყნის ქალაქიც მოხვდა, მათ შორის მოსკოვი (41-ე ადგილი), ნურ-სულთანი (64-ე ადგილი), სტამბოლი (67-ე ადგილი), ალმათი (74-ე ადგილი), სანქტ-პეტერბურგი (97-ე ადგილი) და ბაქო (110-ე ადგილი). საინტერესოა ისიც, რომ რეიტინგში ორი ბალტიისპირული ქვეყნის დედაქალაქი – ტალინი (90-ე ადგილი) და ვილნიუსიც (107-ე) მოხვდნენ.


ცნობისთვის გეტყვით, რომ ამგვარ რეიტინგს ამერიკული გამოცემა ყოველწლიურად აქვეყნებს. წლევანდელი რეიტინგისთვის, მიმდინარე წლის ივლისში, ონლაინგამოკითხვის შედეგად ფინანსების 228 ათასზე მეტი სპეციალისტი გამოიკითხა, რომელთაც 250 ქალაქი ასი სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით დაალაგეს. შეფასების კრიტერიუმებს შორისაა კონკურენტუნარიანობა, ბიზნესგარემო, ფინანსური აქტივობების მოცულობა და არეალი, კაპიტალის ბაზრის წილი, ადამიანური კაპიტალის განვითარება, ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო საფუძველი, რეპუტაცია და დაგროვილი კაპიტალის მენეჯმენტის მიმართულება.


მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრების რეიტინგის პირველ ოცეულს, რომელზეც ამერიკულმა გამოცემამ, CEOWORLD-მა იმუშავა უცვლელად გთავაზობთ:

ლონდონი, გაერთიანებული სამეფო (960 ქულა)
ნიუ-იორკი, აშშ (957 ქულა)
სინგაპური, სინგაპური (956 ქულა)
ჰონგ-კონგი, ჰონგ-კონგი (948 ქულა)
ამსტერდამი, ნიდერლანდები (947 ქულა)
ციურიხი, შვეიცარია (944 ქულა)
ტოკიო, იაპონია (941 ქულა)
პარიზი, საფრანგეთი (935 ქულა)
ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი (932 ქულა)
მიუნხენი, გერმანია (929 ქულა)
ლოს-ანჯელესი, აშშ (923 ქულა)
დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (922 ქულა)
სან-ფრანცისკო, აშშ (920 ქულა)
ფრანკფურტი, გერმანია (918 ქულა)
პეკინი, ჩინეთი (915 ქულა)
სტოკჰოლმი, შვედეთი (914 ქულა)
ჟენევა, შვეიცარია (911 ქულა)
ბრიუსელი, ბელგია (910 ქულა)
ბოსტონი, აშშ (908 ქულა)
აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (905 ქულა)


forbes.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up