ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა.
ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:
„ევროპული საქართველო“ – 3,79 პროცენტი, მანდატების რაოდენობა 5.
„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 27,18 პროცენტი, მანდატები 36.
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14 პროცენტი, მანდატები 4.
„ლეიბორისტული პარტია“ – ერთი პროცენტი, მანდატი 1.
„მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი“ – 1,33 პროცენტი, მანდატები 2.
„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15 პროცენტი, მანდატები 4.
„გირჩი“ – პროცენტი 2,89, მანდატები 4.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 48,22 პროცენტი, მანდატების რაოდენობა 60.
„ლელო“ – 3,15 პროცენტი, მანდატების რაოდენობა 4.