ცენტრალური ბანკის ქმედება უმნიშვნელოა და იპოთეკური სესხებზე შეზღუდვები საერთოდ უნდა მოიხსნას

ცენტრალური ბანკის ქმედება უმნიშვნელოა და იპოთეკური სესხებზე შეზღუდვები საერთოდ უნდა მოიხსნას

access_time2019-12-13 10:55:01

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამშენებლო სექტორისთვის არა ერთი რეგულაცია  არ ამოქმედდა.  დეველოპერები ბინების გაყიდვის შემცირების ტენდენციაზე საუბრობენ.  მიმდინარე პროცესებს გაუფასურებული ეროვნული ვალუტაც დაემატა.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აისახა რეგულაციები და ლარის არასტაბილურობა უძრავი ქონების ბაზარზე და არის თუ არა მოსალოდნელი ფასების კიდევ უფრო ზრდა. საკითხზე სამშენებლო კომპანია „აპექს დეველოპმენტშ საუბრობენ.  კომპანიში აცხადებენ, რომ არასტაბილური ლარი ბიზნესს მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს, მათი ინფორმაციით, გაუფასურებული ეროვნული ვალუტა ბინის ფასს ზრდის.

 

„სამშენებლო-დეველოპერული სექტორის დანახარჯების უმსხვილესი, შეიძლება ითქვას მთავარი კომპონენტია საშენი მასალები და მაკომპლექტებლები, რომელთა ფასი თითქმის პირდაპირპოპორციულადაა დამოკიდებული ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებაზე. შესაბამისად, ლარის კურსის ბოლო  წლების სტაბილური გაუფასურება პერმანენტულად ზრდის საბოლოო პროდუქტის - ახალაშენებული ბინის ფასს.  სხვა თანაბარ პირობებში ფასების ზრდა კი, მინიმუმ მოკლევადიან პერსპექტივაში, მკვეთრად ამცირებს გაყიდვების მოცულობას, თუმცა ქართველი ემიგრანტების და უცხოელი კლიენტებისთვის, რომელთაც შემოსავალი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ფასების მერყეობა ნაკლებ მტკივნეულია და მათი მხრიდან აქტივობის შემცირება არ შეიმჩნევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი კომპანია იმპორტირებულ არმატურას იყენებს, შესაბამისად, ლარის კურსის ნებისმიერი ცვლილება ავტომატურად აისახება ფასზე. ასევე ცვლილებების მიხედვით მერყეობს არაადგილობრივი წარმოების პროდუქტის ფასიც ( ლიფტი, მეტალოპლასტმასი, კომპოზიტური პანელი და ა.შ)“, - განმარტავენ კომპანიაში.

 

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ეროვნულმა ბანკმა იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით რეგულაციები შეარბილა. კომპანიაში აცხადებენ რომ, ქვეყნის ცენტრალური ბანკის ქმედება უმნიშვნელოა და იპოთეკური სესხებზე შეზღუდვები საერთოდ უნდა მოიხსნას.

 

„აღნიშნული რეგულაცია ვფიქრობ დაუსაბუთებელია, თუ ბანკების იპოთეკური პორტფელის ვადაგადაცილებებს ჩავხედავთ, ვნახავთ რომ  წლებია მათ აქვთ ჯანსაღი პორტფელი და ახერხებენ მის შენარჩუნებას, შესაბამისად, ამ ჩანაწერმა დააზარალა არა მარტო საბანკო და სამშენებლო სექტორი, არამედ თავად მომხმარებელი რომლის კეთილდღეობის გაზრდა იყო მიზანი რეგულაციის. ვფიქრობ, რომ ამ რეგულაციამ ჩვენ  პოტენციური მომხმარებლები დაგვაკარგინა და ასევე საშუალო შემოსავლის ადამიანებს მოუკლა შანსი უძრავი ქონების შეძენის“, - აცხადებენ „აპექს დეველოპმენტში“.  

 

კიდევ ერთი საკითხი რომელზეც კომერსანტი დეველოპერულ კომპანიას ესაუბრა სამშენებლო სექტორში გამკაცრებულ რეგულაციებია. „აპექს დეველოპმენტში“ დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობენ.

 

„რაციონალური განსჯის შედეგად მიღებულ ყველა რეგულაციას და შეზღუდვას აქვს ორი მხარე : ერთი  მხრივ ის აუმჯობესებს  ცხოვრების კონკრეტულ მიმართულებებს, ხოლო მეორეს მხრივ, ზღუდავს და ცვლის მანამდე არსებულ თამაშის წესებს. ვინაიდან ასეთი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი პიროვნების და საბოლოო ჯამში საზოგადოების ინტერესების დაცვაა, რაც თავის თავში მოიცავს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ეკოლოგიის, განაშენიანების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ასეთი ცვლილებები მისასალმებელია და საზოგადოებრივ ინტერესებს ემსახურება. მეორე საკითხია ამ ცვლილებების ბიზნესზე ზეგავლენა, რაც აუცილებლად იწვევს თანამდევ შედეგებს როგორიცაა ოპერირების გართულება,  რეგულაციების პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული დამატებითი დანახარჯები, მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან, ასევე შიდა კონტროლის და შემოწმების შედეგად წამოქმნილი შეფერხებები და ა.შ. –განმარტავენ კომპანიაში.


 

სამშენებლო კომპანია „აპექს დეველოპმენტი“ 2013 წელს დაარსდა. ბაზარზე შვიდ წლიანი ოპერირების შემდეგ დღეს კომპანიაში აცხადებენ, რომ დეველოპერულ ბაზარზე არსებული სუბიექტთა სიმრავლის მიუხედავად, ქართული დეველოპერული გამოცდილება მაინც არასაკმარისია და „ნედლია“.

 

„ქართულ ბაზარზე სამშენებლო კომპანიების, გამოუცდელობის ნათელი  დასტურია ბაზრიდან გამქრალი ერთ დროს გიგანტი ფირმები, რომელთა წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ გამოცდილების ნაკლებობა შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა, ამავდროულად ვითარდება და მდიდარ გამოცდილებას იძენს ბოლო ორ ათწლეულში შექმნილი დეველოპერული ფირმები. რაც შეეხება დეველოპერული ბაზრის განვითარებას, ის პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და მეტნაკლებად იმავე ტემპით ვითარდება. თუ თვალს გადავავლებთ საქართველოს ეკონომიკის (მ.შ.პ.-ის და სხვა ეკონომიკური პარამეტრების) ზრდის სტრუქტურას, ბოლო 25-20 წლის მანძილზე შევამჩნევთ, რომ სამშენებლო-დეველოპერული მიმართულების წილი მასში ძალიან მაღალია და ეს ბუნებრივიცაა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის“,- ამბობენ კომპანიაში.

 

აპექს დეველოპმენტი თბილისში,  დადიანის ქუჩაზე ამჟამად ორ საცხოვრებელ , მრავალფუნქციურ 11 და 7 სართულიან ბინას აშენებს. როგორც „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს პროექტის მასშტაბებიდან გამომდინარე, ინვესტირებული თანხის მოცულობა რამდენიმე მილიონი ლარით განისაზღვრება.

 

„ბინებს სამი მხრიდან ესაზღვრება დადიანის, ხევსურეთისა და ლეჩხუმის ქუჩები და მდებარეობს ნაძალადევის მეტროდან 100 მეტრში. ბინები ბარდება თეთრ კარკასულ მდგომარეობაში, რაც გულისხმობს ბინაში შესასვლელ რკინის კარს, მეტალოპლასტმასის ფანჯრებს ბინის გარე პერიმეტრზე, მოხვეწილ იატაკს და გაჯით გალესილ კედლებს. პროექტი შენდება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მობინადრეთა კომფორტისა და უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ეს საქართველოში ოდესმე ყოფილა სამშენებლო სფეროში. ამ დადგენილების საფუძველზე ბინას ექნება სპეციალური წესით მოწყობილი ლიფტის შახტა , ხოლო ლიფტი იქნება იმ ზომის, რომ საკაცე თავისუფლად მოთავსდეს; ასევე გათვალისწინებულია მიწისქვეშა ავტოსადგომის სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით და ლიფტის ავტონომიური ელექტრომომარაგებით აღჭურვა. გარდა ამისა , ამავე დადგენილების შესაბამისი, სხვა ტიპის უსაფრთხოების სისტემები და მექანიზმები“,- განმარტავენ კომპანიაში.

 

მათივე ინფორმაციით, წარმატება, რომელიც აპექს დეველოპმენტმა 2013 წლიდან დღემდე მოიპოვა ძლიერი  მენეჯმენტის, ღია ფინანსური პოლიტიკის და ბაზრის სწორი ანალიზის შედეგია. მათი თქმით, კომპანიის მიერ შექმნილი პროექტები პასუხობენ ყველა სტანდარტს და ამავე დროს იდეალურად ერწყმიან თბილისის იერსახეს და განაშენიანების გეგმას. დეველოპერული კომპანია „კომერსანტთან“ თავის განხორციელებულ პროექტებზე საუბრობს.

 

„თითოეული პროექტი არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიტანონ მათთვის მისაღები ცვლილებები. „აპექს“-ის გუნდს აქვს ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლების მიმართ, რათა შეცვალოს მათი ცხოვრება უკეთესობისკენ და აგრძნობინოს მათ სიმყუდროვე და კომფორტი. ჩვენი კომპანია გაშლილია თბილისის უბნებზე, ჩვენი პროექტები საბურთალოზე მოიცავს ცაგარელის, მიცკევიჩის და ბერბუკის ქუჩებს. მინდა ავღნიშნო ბერბუკის ქუჩაზე არსებული პროექტის მნიშვნელობა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კორპუსმა განტვირთა სპორტის სასახლეს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქუჩები, რადგან შენობის ქვეშ მდებარეობს 4 დონიანი ავტოსადგომი, რომელიც მოიცავს დამატებით 150 ავტომანქანის გაჩერების საშუალებას. ასევე ჩვენ ვართ წარმოდგენილი დინამოს სტადიონის გვერდით წერეთლის ქუჩაზე. ეს იყო ჩვენი პირველი მშენებლობები , რომლის შემდგომაც დაიწყო იქ არსებული მიკრო ზონის განვითარება. და რა თქმა უნდა დადიანი სადაც „აპექს დეველოპმენტის მეოთხე კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს და რომელიც ნაძალადევის რაიონში მისაბაძი  არქიტექტურული პროექტია “, - აცხადებენ „აპექს დეველოპმენტში“.

 

როგორც კომპანიაში ამბობენ, 2020 წლიდან „აპექს დეველოპმენტი“ რამდენიმე ამბიციური პროექტის განხორციელებას იწყებს, ისეთების, როგორიცაა ოთხი საცხოვრებელი კორპუსი ნუცუბიძის ფერდობზე, ლისის ტბის მიმდებარედ 7400 კვ/მ ფართობზე მრავალფუნქციური დანიშნულების მშენებლობა, მეტროსადგურ 300 არაგველიდან  რამდენიმე მეტრში მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დაწყება და ა.შ.





ნათია ლომიძე





ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up