ცენტრალურ ევროპაში წყალბადის მაგისტრალი შეიქმნება

ცენტრალურ ევროპაში წყალბადის მაგისტრალი შეიქმნება

access_time2021-09-26 20:30:48

უკრაინის, სლოვაკეთის, ჩეხეთისა და გერმანიის გაზის ინფრასტრუქტურის ოთხი ევროპული კომპანია ცენტრალურ ევროპაში წყალბადის მილსადენის ასაშენებლად ერთიანდება. ამის შესახებ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემების ოპერატორის განცხადებაში არის ნათქვმაი.

ერთობლივ ინიციატივას „ცენტრალური ევროპის წყალბადის დერეფანი“ ეწოდა, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ევროპაში წყალბადის მაგისტრალის შექმნას. მილსადენი უკრაინის წყალბადის პერსპექტიული რეგიონებიდან, სლოვაკეთისა და ჩეხეთის გავლით, წყალბადს ევროკავშირის მეტად მოთხოვნად რეგიონებს მიაწვდის. წყალბადის ტრანსპორტირება, ასევე, ჩეხეთსა და სლოვაკეთშიც მოხდება. მაგისტრალი დღეში 120 გვტ/სთ-მდე რაოდენობის სუფთა წყალბადის ტრანსპორტირებას განახორციელებს.

პროექტში მონაწილე კომპანიები არიან: სლოვაკური ოპერატორი EUSTREAM, უკრაინული ОГТСУ, ჩეხეთიდან – NET4GAS და გერმანიის წამყვანი ოპერატორი OGE.

„მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, დეკარბონიზაციის პროგრამაში ბუნებრივი გაზი ენერგიის ძირითად წყაროდ და მნიშვნელოვან ფაქტორად დარჩება. თუმცა წყალბადი მნიშვნელოვან როლს 2050 წლისთვის შეასრულებს, როცა ევროპის ეკონომიკა, სავარაუდოდ, ნახშირბადნეიტრალიტეტს მიაღწევს,“ – აცხადებს ОГТСУ-ს გენერალური დირექტორის მოადგილე, პაველ სტანჩაკი.

სლოვაკეთი და ჩეხეთი გამოიყენებენ დიდი გაზსადენის დერეფანს, რომელიც უკრაინას ევროპაში წყალბადის მოთხოვნად ზონებთან დააკავშირებს. სლოვაკეთის, ჩეხეთისა და გერმანიის გაზის სატრანსპორტო სისტემების წყალბადის ტრანსპორტირებისთვის გადაკეთება შესაძლებელია. მოსალოდნელია, რომ გერმანია წყალბადის მოთხოვნილების უმნიშვნელოვანესი ქვეყანა გახდეს ევროპაში და მნიშვნელოვანი მოცულობა დაიტოვოს.


ცენტრალური ევროპის წყალბადის დერეფანი, ნაწილობრივ, არსებული გაზის ინფრასტრუქტურის გადაპროფილირებით შეიქმნება, რასაც ახალ სპეციალურ წყალბადის მილსადენებსა და კომპრესორ სადგურებში მიზნობრივი ინვესტიციები დაემატება. ეს წყალბადის დიდ დისტანციებზე ტრანსპორტირებას ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფს.

პროექტის ორგანიზატორებმა დერეფნის ტექნიკური რეალიზაციის შესაძლებლობების შესწავლა უკვე დაიწყეს.


წყარო: bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up