„ცენტრ პოინტის“ საქმე - რატომ იცვლებიან დეველოპერები და როდის დაკმაყოფილდება 6200 ოჯახის მოთხოვნა?!

„ცენტრ პოინტის“ საქმე - რატომ იცვლებიან დეველოპერები და როდის დაკმაყოფილდება 6200 ოჯახის მოთხოვნა?!

access_time2020-11-18 11:00:36

„საკმაოდ რთულია ჩვენი საკითხი, ახლაც კი ძალიან არის დროში გაწელილი პროცესები და ეს არ მომწონს, მაგრამ ბოლოში გავდივართ.  ჩემი აზრით, თებერვლიდან დაიწყება მასიურად მუშაობა „ცენტრ-პოინტის“ ყველა ობიექტზე და თუ ასე არ მოხდა, მაშინ ჩავთვლი, რომ გადაგვაგდეს,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ცენტრ პოინტის ერთერთი დაზარალებული ესაუბრა.

 

არჩევნებამდე მერიის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა შეხვედრები ცენტრ პოინტის დაზარალებულებთან, დეველოპერებთან. გაფორმდა მემორანდუმები დეველოპერებთან, რომელთაც უნდა დაასრულონ დაწყებული მშენებლობები და აუშენებელი ბინები ექსპლუატაციაში მოიყვანონ.


მაშინ დაზარალებულთა ნაწილი ამბობდა, რომ მერიის აქტიურობა წინასაარჩევნო პერიოდთან იყო დაკავშირებული. ამ ეტაპზე, როგორც დაზარალებულები „კომერსანტს“ უყვებიან, რამდენიმე ობიექტის ბედი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია და დეველოპერი რამდენჯერმე შეიცვალა, რაც პროცესებს კვლავ აჭიანურებს. თუმცა საბოლოოდ შეთანხმების მიხედვით ყველა ობიექტი ექსპლუატაციაში 2025 წელს უნდა შევიდეს.

 

„მემორანდუმების თანახმად, 2025 წლის პირველი იანვარი არის ბოლო დღე, როდესაც ყველა ობიექტი უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში.

ერთი წლის განმავლობაში, თუ იყო შეხვედრები და სიტყვიერი შეთანხმებები, ახლა ამის განხორციელება დოკუმენტურად ხდება, რაც საკმაოდ რთული პროცესია.

წინა კვირაში, სააკაძის ობიექტი გაჩერდა, კომისიის დაწყებამდე ერთი საათით ადრე შეიცვალა სქემა.  ამ ეტაპზე უცნობია რომელი დეველოპერი უნდა შემოიყვანონ,“ -ამბობს „ცენტრ პოინტის“ დაზარალებული მარიამ ჩიმაკაძე.

 

საუბარია ჯამში ასაშენებელ და გასარემონტებელ 12 ობიექტზე. ამათგან სამი ობიექტის მშენებლობა არ არის საკრებულოსთან შეთანხმებული.  დანარჩენებზე სამშენებლო  მობილიზება პირველი დეკემბრიდან უნდა დაიწყოს. „არქი“, „ნექსთ დორი“ „იქსმშენი“ - ბოლო ინფორმაციით სწორედ ეს კომპანიები უზრუნველყოფენ აუშენებელი ობიექტების დასრულებას.


 

„მერია ცდილობს, რომ ერთ დეველოპერს პასუხისმგებლობა არ ჩამოჰკიდოს, ეს კარგია, კონკურენციაა. მაგრამ, რადგან გადაწყვეტილი იყო, რომ next door-ს მიჰქონდა ორი პროექტი - დაკიდებული ბაღები და სააკაძის პროექტი, ძალიან საეჭვოდ შეიცვალა სიტუაცია.


 

არჩევნების შემდეგ, ტემპი არ დავარდნილა, მაგრამ ჩემი აზრით,  მთელი ზაფხული დაიკარგა. ამ საქმის უფრო მალე მოგვარება შეიძლებოდა. დოკუმენტაციაზე მუშაობა მხოლოდ ახლა დაიწყო ინტენსიურად. ახლა რომ საქმე კეთდება, მაგდენი საქმე მთელი ამ 15 წლის მანძილზე არ გაკეთებულა, დიდი იმედი მაქვს, რომ შედეგი დაიდება.

 

დეველოპერები ხშირად იცვლებიან და მე არ ვიცი შიგნით რა ხდება, მაგრამ ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება ბევრი დეველოპერი შემოიყვანონ, რომ შანსი შეამცირონ მომავალში  „ცენტრ პოინტის“ გამეორების,“

 

ცენტრ პოინტის გასარემონტებელი ბინების დასრულება კომპანიებს CMC -ს და მეტრაკონსტრაქშენს დაეკისრა.

 

„12 პრობლემური ობიექტიდან 6-ის დოკუმენტაცია მოწესრიგებულია და აღებულია 6-ზე პირობითი დროებითი სამშენებლო ნებართვები, ანუ იქამდე გასაკეთებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს დროში, რომ მერე თებერვლიდან თავიდან გაიცეს სამშენებლო ნებართვები.

 

ამას დამატებული სამი უდიდესი ობიექტი -  პირველი ხოშარაული და მეორე მიონი და მესამე - დიდი დიღომი, მათი სამშენებლო ნებართვები გაცემულია კომპანია „იქსმშენზე“, სადაც მაია რჩეულიშვილს მემორანდუმი გაფორმებული აქვს და ხელი მოწერილი აქვს. დარჩენილია სამი ობიექტი, აქედან დაკიდულ ბაღებზე მაიას ხელმოწერა მზად არის, ღრმა ღელეზე შეთანხმებულია, რომ „არქი“ შემოდის და მაიას ხელმოწერას ველოდებით და სააკაძეზე დეველოპერი შეგვიცვალეს კომისიის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.

სააკაძის ობიექტზე გვიჭირს ძალიან, იქ შეიძლება შემოვიდეს სრულიად ახალი ვიღაცა , ან შეიძლება ისევ next door დარჩეს .

 

15 ათასი კვარდრატული მეტრის ფართობის მიწას ნინოშვილზე, რომელიც „ცენტრ პოინტის“ საკუთრებაში იყო და ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, მალე 20 მილიონ ლარად „აჭარა ჯგუფის“ მფლობელი თემურ უგულავა შეიძენს.

დაზარალებულების ცნობით, მალე „აჭარა ჯგუფი“ წლობით მიტოვებულ ტერიტორიას სარეკრეაციო გასართობ სივრცედ აქცევს. მიწის გაყიდვით მიღებული თანხა მერიამ „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების სარემონტო ობიექტებს უნდა მოახმაროს.

 

მოგეხსენებათ რომ ნინოშვილის მიწიდან შემოსული თანხით დაფინანსდება სარემონტოები და პლუს დამატებული 15 მლნ ლარი, რომელიც მერიამ უნდა მოიძიოს პრეფერენციების გაყიდვის ხარჯზე.

ნინოშვილის მიწაზე გაფორმებულია ხელშეკრულება და უგულავამ უნდა დაიწყს თანხების ჩარიცხვა ყოველ თვეში 1 მლნ ლარი. ამ მიწაზე დოკუმენტაცია არ მინახავს, ასე სიტყვიერად ვიცი,“ - ამბობს მარიამ ჩიკვაიძე.

 

როგორც ცნობილია, წლების წინ, იმის ნაცვლად,  რომ საკუთარი მეანაბრეების გადახდილი ფულით „ცენტრ-პოინტს“ ბინები აეშენებინა, კომპანიამ ამ თანხით კონკრეტული მიწები შეიძინა, რომელიც „ცენტრ-პოინტის“ ბალანსზეა. ხოლო მათთვის ბრალის დამტკიცების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურატურამ ეს ქონება დააყადაღა.

 

„ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებული 6200-მდე ოჯახიდან ნაწილი უბინაოდაა დარჩენილი,  ზოგი კი  დაუმთავრებელ შენობაში ცხოვრობს.

 

„კომერსანტი“ აღნიშნულ თემაზე მერიის პასუხს მალე შემოგთავაზებთ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up