“ცენტრ პოინტის“ ობიექტები – მაკეტი და დღევანდელი რეალობა

“ცენტრ პოინტის“ ობიექტები – მაკეტი და დღევანდელი რეალობა

access_time2016-07-21 15:30:49

პირამიდები ქართულ დეველოპერულ ბიზნესში ახალი არ არის, ამას მოწმობს უამრავი დაუმთავრებელი მშენებლობა, გაკოტრებული კომპანია, გაქცეული მენაშენეები და ბინების მომლოდინე ადამიანები. ხალხმა იშრომა, ხშირად სამშობლოდან ცხრა მთას იქით გადახვეწილებმა, დაგროვებული ფულით ბინის შეძენა გადაწყვიტა და შესაბამისი თანხა გადაიხადა. საცხოვრებლის აშენებას კი არ დაადგა საშველი. წლები გადის და გამოსავალი არ ჩანს. მოქალაქეების უკმაყოფილება იზრდება და უკიდურეს საპროტესტო აქციებამდე მიდის. მთავრობამ ამ პროცესში ჩარევისგან თავი შეიკავა და სწორადაც მოიქცა. გაჩნდა პოლიტიკური ნება და მართლმსაჯულებამ გადაწყვიტა თავისი სიტყვა თქვას.


რჩეულიშვილების კლანი ყველა დროში ავტორიტეტული და გავლენიანი იყო თბილისსა და საქართველოში. ამ შემთხვევაში კლანს ნუ მივანიჭებთ მაფიოზურის მნიშვნელობას. ეს უფრო ამერიკული გაგებით გამოვიყენოთ ამჯერად – ,,კენედების კლანი”, ,,ბუშების კლანი” და ასე შემდეგ, ყოველგვარი ირონიის გარეშე. და მართლაც რჩეულიშვილების კლანი ყოველთვის დიდი გავლენით გამოირჩეოდა: შევარდნაძის დროს ვახტანგ რჩეულიშვილი იყო ვიცე-სპიკერი, სააკაშვილის დროს რუსუდან კერვალიშვილი. ბიზნესიც წამოიწყეს, ჭირვეულ და მერყევ სააკაშვილთან ურთიერთობაც მოაგვარეს და ბიზნესიც გაჩაღდა. თუმცა, თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ კომპანია პირამიდის ელემენტებს იყენებდა, რაც, როგორც მოგეხსენებათ, ადრე თუ გვიან ჩიხს ნიშნავს, არც მაინცდამაინც “ცენტრ პოინტის” აშენებულით იყვნენ კმაყოფილები სპეციალისტები და მოქალაქეები.

 

ვახტანგ რჩეულიშვილი მოქალაქეების წინაშე თავის მართლებას ჩვეული არ არის, ის მთელი ცხოვრება ავტორიტეტული პლეხანოველი იყო და მას ყველა ხელისუფლება ანგარიშს უწევდა. ამიტომ უკვირს საზოგადოების იმ მცირე ნაწილის წარმომადგენელს, რომელიც თბილისის მერს ყველა მიუტევებელ ნაკლად კოკელ ნარმანიობას უთვლის შეშფოთებული და სამართლებრივი პროცედურების დაწყებას პოლიტიკურ ანგარიშწორებად მიიჩნევს. იგი დაუფიქრებლად უწოდებს მოსყიდულს ადამიანებს, რომლებმაც 47 ათასი და 150 ათასი დოლარი გადაიხადეს, ბინა კი დღემდე არ მიუღიათ.


ხელისუფლების მოქმედება დაგვიანებული, მაგრამ სწორია. კოლიზიის გადაჭრის ერთადერთი გზა არსებობს – სამართლებრივი გზა, მიუკერძოებელი სასამართლოს მეშვეობით. ამას ჩვენი “ძლიერნი ამა სოფლისანი” მიჩვეულები არ არიან. დროა მიეჩვიონ. რა შეუძლია ხელისუფლებას, თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ “ცენტრ პოინტი” ტყუის მოქალაქეებთან, ხოლო რჩეულიშვილებს ეკისრებათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, “ცენტრ პოინტის” ქონების გაყიდვის შემდეგ ამოღებული სახსრებით მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება. ცხადია, ეს ქონება, სავარაუდოდ, მოქალაქეების ზარალს მთლიანად ვერ აანაზღაურებს და მათი სამართლიანი აღშფოთების გასანეიტრალებლად, მითუმეტეს კარს მომდგარი არჩევნების გათვალისწინებით, მთავრობას ახალი, არაორდინალური მიდგომების შემუშავება და გახორციელება მოუწევს.


ჩვენ კი, საზოგადოება, მოქალაქეები და ბიზნესმენები, ყველანი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს საქმიანობას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და სხვის საკუთრებას, არც ადამიანები ჩავაყენოთ გამოუვალ მდგომარეობაში და არც ჩვენ მივაწვეთ “ბესპრედელს”, რადგან ადრე თუ გვიან ჩვენი შეცდომებისთვის ყველას მოგვიწევს საზოგადოებირვი მსჯავრისა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა.

 

 

“მარიჯანი”


გაყიდვები დაიწყო 2003 წელს, მშენებლობის ნებართვა გაიცა 2004 წელს. მშენებლობა დაიწყო 2006 წელს. 13 წლის მანძილზე პროექტი სამჯერ გადაკეთდა და გაიზარდა K2 კოეფიციენტი. დღეისთვის, ბოლო პროექტის მიხედვით, სართულების რაოდენობა ფლიგელების მიხედვით, 9-დან 13-15-17-მდეა გაზრდილი.

 


 

“დაკიდებული ბაღები”

 

 

პირველადი პროექტით უნდა აშენებულიყო ორი მრავალსართულიანი კორპუსი, თუმცა, მშენებლობა არც კი დაწყებულა. მენაშენეები მოტყუებით გადაიყვანეს მიმდებარედ არსებულ ავარიულ შენობაში, ეგრეთ წოდებულ “ჟვანიას სახლში”, რომელიც სულ სამი სართულია, მაგრამ სარემონტო სამუშაოებიც არც აქ დაასრულა კომპანიამ.

 

 

 

“ღრმაღელე”


შეადარეთ პირველადი პროექტი და დღეისთვის არსებული ვითარება. მშენებლობა დაიწყო 2007 წელს. 2008 წლის მერე მშენებლობა შეჩერებულია. 235 მენაშენისგან ცენტრ-პოინტმა მიიღო 8 მილიონ დოლარზე მეტი. ხალხის ნაწილი მოტყუებით გადაყვანილია სხვადასხვა, ასევე, მშენებარე ობიექტებზე, თანხის დამატებით. სრულად საცხოვრებლის გარეშე დარჩენილია 160 მენაშენე.

 

 

“სააკაძის ობიექტი”

 

 

ამ ობიექტის პირველად მაკეტი არ არსებობს, თუმცა, “ცენტრ პოინტმა” მაინც მოახერხა, ამ გაურკვეველ კონსტრუქციაში 6.5 მილიონი დოლარის მიღება.

 


გაზეთი "ბანკები და ფინანსები"



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up