„ცენტრ-პოინტის“ ერთი სახლის აშენება, არ უნდა იწვევდეს სხვა 20 სახლის დამახინჯებას“

„ცენტრ-პოინტის“ ერთი სახლის აშენება, არ უნდა იწვევდეს სხვა 20 სახლის დამახინჯებას“

access_time2019-11-28 10:45:29

„ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებული 6000-მდე ოჯახიდან ნაწილი უბინაოდაა დარჩენილი, ზოგი  დაუმთავრებელ შენობაში ცხოვრობს.  მათი საკუთრების სრულყოფაში მოყვანას მერიის მიერ გაკეთებული მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვით  40 000 ლარი სჭირდება. ეს თანხა საჭიროა იმისთვის, რომ დაზარალებულების ბინები აშენდეს, ელექტროსისტემა მოწესრიგდეს, გაკეთდეს ლიფტები, დასრულდეს ყველა ის აუცილებელი კომპონენტი, რაც საჭიროა იმისთვის,  რომ ამ ოჯახებმა პირობები გაიუმჯობესონ და მათი 15 წლიანი პრობლემა აღმოიფხვრას.


მერია შეხვედრებს როგორც დაზარალებულებთან, ასევე სხვადასხვა დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებთან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად მართავს. „კომერსანტმა“ დაზარალებულების პოზიცია მერიის მცდელობებზე არაერთხელ გააჟღერა - მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მთავრობას წინასაარჩევნოდ ქულების დაწერა სურს და გაჭიანურებული  მოლაპარაკებების შემდეგ ხელჩასაჭიდი შედეგი მათთვის ჯერჯერობით არ ჩანს.


ორი დღის წინ კი მერიის ახალი იდეის  შესახებ გახდა ცნობილი - ეს ცენტრ-პოინტის დაზარალებულების დასახმარებლად შექმნილი ფონდია, რომელშიც უშუალო მონაწილეობას დეველოპერული კომპანიები იღებენ, გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ. მიუხედავდ იმისა, რომ ფონდი ჯერ მხოლოდ იდეად მოიაზრება, კომპანიების წარმომადგენლები მიესალმებიან მერიის მცდელობას, მოაგვაროს მრავალწლიანი დავა და დაზარალებულების ბინები დაამთავროს. თუმცა, ჩნდება კითხვები - რას მოიცავს მერიის მხრიდან კომპანიებისთვის გაწეული შეღავათები თუ სერვისები, რის სანაცვლოდაც მათ თანხები უნდა შეიტანონ ამ ფონდში? რა შეღავათზე უნდა წავიდეს მერია დეველოპერულ კომპანიებთან, რათა ფონდისთვის გათვალიწინებული თანხა შეგროვდეს? ვინ გააკონტროლებს ამ შეღავათების გონივრულ გადანაწილებას?


„კომერსანტმა“ მსხვილ დეველოპერულ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც მერიასთან შეხვედრას ესწრებოდნენ,  სწორედ ეს კითხვები დაუსვა და დაინტერესდა მათი მოსაზრებით ფონდის შექმნის მიზანშეწონილობაზე.  მათი უმეტესი ნაწილი მიესალმება თანხების გადახდას ბიუროკრატიული ბარიერების გადასალახად, კოეფიციენტის მისანიჭებლად და ა.შ. იმ შემთხვევაში,  თუკი ეს თანხა რჩეულიშვილების ბიზნესით დაზარალებულ ხალხს პრობლემას მოუგვარებს. თუმცა, მათივე თქმით, კონტროლის მექანიზმი, გონივრული გამოყენება ამ სერვისების და პროცესის გამჭვირვალობა აუცილებელია, ამასთანავე არ გამორიცხავენ პროცესის საწყის ეტაპზე შეცდომებსაც.



„შეხვედრაზე მერიამ ცენტრ-პოინტის პრობლემის მოგვარების გზა გაგვაცნო და დაინტერესდა ჩვენი პოზიციით, რაც მისასალმებელია.  რაც შეეხება სერვისებს, დღეს თბილისში კოეფიციენტის მომატება ობიექტზე  არის აკრძალული, მაგრამ მერია ამბობს, რომ თუ თქვენ მზად ხართ გადაიხადოთ დამატებითი თანხა კოეფიციენტის მოსამატებლად, ეს შესაძლებელია. დღეს არ არსებობს კოეფიციენტის გადასახადი, არც მისი მოსაკრებელი, შესაბამისად, ამით ბიუჯეტს არ აკლდება არაფერი. ასევე სერვისი მოიცავს გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერების მოგვარებას მერიის მხრიდან.თუ პროცესი დროშია გაჭიანურებული, პრობლემატურია და ასე შემდეგ, მივდივართ მერიასთან და ვეუბნებით, რომ მზად ვართ გადავიხადოთ გარკვეული თანხა, რაც შედის დაზარალებულების ფონდში.  ვთქვათ, ობიექტზე უნდა გამეკეთებინა 200 პარკინგის ადგილი, მერიას ვეუბნები, რომ მხოლოდ 100 ადგილს გავაკეთებ და სამაგეროდ თანხას გადავიხდი.


მერიას ურჩევნია, რომ 100 პარკინგით ნაკლები აშენდეს ან  ერთი სართულით მეტი დაშენდეს იმისთვის, რომ ეს 6000 კაციანი პრობლემა გადაწყდეს. მერია გონივრულობის და ურბანული ზრდილობის ფარგლებში მზად არის გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, თუ ეს დაეხმარება  „ცენტ პოინტის დაზარალებულებს. მე რომ ვიყო ოპოზიციური წარმომადგენელი, ვიტყოდი, რომ ეს არის კორუფციული სქემა, მაგრამ როცა ვარ ობიექტური პოზიციის მატარებელი, ვფიქრობ, რომ  ზოგადად იდეა კარგია - თუმცა საჭიროა კონტროლის მექანიზმი.“ - ამბობს კომპანია „არსის“ ხელმძღვანელი, თორნიკე აბულაძე .


„მშენებელი გარკვეულ შეღავათს ყიდულობს ფულით, მაგრამ ეს ბევრად უფრო ნაკლები პრობლემაა, ვიდრე ცენტრ-პოინტის“  საქმე.  თუ აღმოჩნდა,  რომ ვიღაცამ მაღალსართულიანი სახლები ააშენა და გადაიხადა 5000 ლარი, ცხადია ეს კითხვებს ბადებს. ერთი სახლის აშენება 10 სხვა სახლის დამახინჯებას არ უნდა იწვევდეს. მაგრამ იმ ფონზე, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილების ვერ მიღება დიდი პრობლემაა, მერია შეიძლება შეცდომებს უშვებს, მაგრამ გადაწყვეტილებებს იღებს.  ბევრ რამეში არ ვეთანხმები მერიას და არ მგონია რომ ჩემზე მეტად ვინმე აკრიტიკებდეს ამ უწყებას,  მაგრამ მიმაჩნია რომ ეს სწორი იდეაა.  გარკვეულ ხარვეზები მოსალოდნელია საწყის ეტაპზე,  მაგრამ უნდა გამოვასწოროთ. ერთის მხრივ, არ უნდა მოხდეს, რომ ეს კორუფციულ სქემად ჩავთვალოთ, მაგრამ უარიც არ უნდა ვთქვათ.“ - ამბობს აბულაძე.


ცენტრ–პოინტის დაზარალებულების პრობლემის მასშტაბურობას ხედავს ირაკლი როსტომაშვილიც. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი მერიის მიერ შემოთავაზებულ თანხის აკუმულირების გზას მიზანშეწონილად მიიჩნევს.


„რაღაცნაირად უნდა გადაწყდეს ამ  6 000 ადამიანის ბედი. ამ ოჯახების ნახევარი ისეთ პირობებში ცხოვრობს,სადაც შეუძლებელია არსებობა - კარ-ფანჯარა არ აქვს უმეტესობას. მე ვარ მომხრე იმის, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას.  ჩვენს სექტორს გული შესტკივა ამ საკითხზე, თუ ჩვენს სექტორს შეუძლია, რომ მათ სახლებში გაკეთდეს ლიფტი, ფასადი, ელექტროენერგია და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა მომხრე ვართ.  კიდევ როგორ უნდა  გადაწყდეს? არ შეიძლება, რომ რჩეულიშვილები მუდმივად იყვნენ ციხეში. შეცდომები დაუშვეს და ამდენი ხალხს იმედი გაუცრუეს, მაგრამ ჰუმანურ ქვეყანაში ვცხოვრობთ.   მერიამ ნახა, რომ სერიოზული თავის ტკივილია ცენტრ-პოინტი და შემოგვთავაზეს ეს გზა, ეს თანამშრომლობა გამოდის. ეროვნულმა ბანკმა კი მოგვიგონა რეგულაციები. კარგია რომ ბატონყმური დამოკიდებულება არ არის მერიის მხრიდან“- ამბობს როსტომაშვილი

 

 

მარიამ მორგოშია




საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up