„ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებულები, პროექტის კომპანია X2-სთვის  გადაცემას ეწინააღმდეგებიან

„ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებულები, პროექტის კომპანია X2-სთვის გადაცემას ეწინააღმდეგებიან

access_time2019-11-18 10:00:21

„ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებული 4200-ამდე ადამიანი, რომლებიც უკვე 15 წელიწადია  ბინების მიღებას ცდილობს, ბოლო 4 კვირაა მერიისგან პრობლემის მოგვარების პირობას იღებს. თუმცა, პირობები, რასაც მერია მათ სთავაზობს, ფაქტობრივად, მათი მრავალწლიანი ბრძოლის კიდევ უფრო გაგრძელების საშიშროებას ქმნის.   


როგორც ცნობილია, წლების წინ, იმის ნაცვლად,  რომ საკუთარი მეანაბრეების გადახდილი ფულით „ცენტრ-პოინტს“ ბინები აეშენებინა, კომპანიამ ამ თანხით კონკრეტული მიწები შეიძინა, რომელიც „ცენტრ-პოინტის“ ბალანსზეა. ხოლო მათთვის ბრალის დამტკიცების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურატურამ ეს ქონება დააყადაღა.


4 კვირის წინ დაზარალებულებს თბილისის მერია დაუკავშირდა, რომელიც მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა, იმ პირობით თუ თაღლითობაში მსჯავრდებული რჩეულიშვილების ოჯახის ინტერესებიც იქნებოდა გათვალისწინებული.


„ახლა ემოციების და სამართლიანობის შეგრძნების დრო არ არის“ - ამ სიტყვებით მერი და მერის მოადგილე ცდილობენ დაარწმუნონ „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები, რომ სამშენებლო კომპანია „იქსორს“ მისცენ უფლება ხოშარაულზე ააშენოს  სამი 25-სართულიანი კორპუსი, რომლის ბინების გაყიდვით მიღებული თანხა მოხმარდება უკვე „ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებულების ობიექტების დასრულებას და მათთვის გადაცემას. დაზარალებულები კი კომპანია „X2-ს“ ჩართვას მათი ბინების საკითხში კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.  


„კომერსანტი“ ერთ-ერთ დაზარალებულს მარი ქოიავას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მერიისთვის რჩეულიშვილების მხარის ინტერესების გათვალისწინება იმდენად პრიორიტეტულია, რომ მზადაა „ცენტრ-პოინტთან“ პირდაპირ დაკავშირებული კომპანია  X2 ჩართოს დაზარალებულების საქმეში, რაც რჩეულიშვილების ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს .


„როგორც ჩანს უამრავი ადამიანია ამ დაყადაღებული მიწებით დაინტერესებული, თორემ ამდენი ხანი მოევლებოდა ჩვენს საქმეს. მერია ამბობს, რომ  გვიშუამდგომლებს ნებისმიერ სამშენებლო კომპანიასთან, რომელიც დაგვეხმარება პრობლემის მოგვარებაში. ხოშარაულზე არსებულ მიწაზე მისცემენ ინვესტორს სამი 25 სართულიანი კორპუსის ჩადგმის უფლებას, რის სანაცვლოდაც უნდა დასრულდეს  ჩვენი კორპუსები. მერი გვეუბნება ასეთ რამეს, რომ ამ საქმეში „თაღლითი“ ოჯახის ინტერესებიც უნდა იყოს დაცული. ეს რას ნიშნავს? ადამიანები სხედან ციხეში, არ თმობენ არაფერს და კიდევ მათი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, დაზარალებულებმა? ინტერესებში სავარაუდოდ განიხილება საპროცესო შეთანხმება და ისიც, რომ მათ უნდა დარჩეთ კიდევ რაღაცა მოგება ამ საქმიდან, ინვესტორის შემოყვანიდან. თურმე, მათ რაღაც ვალები ჰქონიათ და ციხიდან გამოსვლის შემდეგ არ უნდათ ისე დარჩნენ.  პირდაპირ ციტირებას ვახდენ მერისა და მერის მოადგილის ნათქვამის, „ემოციების დრო არ არის და უსამართლობის შეგრძნების დრო არ გვაქვს.“ უნდათ, რომ ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია.“- ამბობს მარი ქოიავა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.


როგორც ცნობილია, 2017 წლის 27 სექტემბერს, ცენტრ–პოინტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გუკა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ცენტრ პოინტი“ გაიყიდა. მისივე თქმით ცენტრ პოინტი ერთმა კომპანიამ შეიძინა, თუმცა, კიდევ ერთი ინვესტორი, კომპანია X2   „ცენტრ პოინტის“ 2 ობიექტზე, ყიფშიძისა და კრწანისის მშენებლობაზე მუშაობს.

 


ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია m2 „ცენტრ პოინტს“ და მის აქტივებს არ ყიდულობს, არამედ მხოლოდ დაზარალებულების დაკმაყოფილების პროცესშია ჩართული, თუმცა, ცენტრ პოინტსა და m²-ს შორის შეთანხმება ვერ შედგა. 

 

დაზარალებულებისთვის გაუგებარია, თუ რატომ არის მერიისთვის კომპანია X2 -ის შემოსვლაზე ასეთი დაინტერესება, როცა  მათ ალტერნატიულ ვარიანტად ბევრი სხვა ინვესტორი შესთავაზეს.ამას ემატება ისიც, რომ კომპანია X2 -სგან  დაზარალებულები ბინების დასრულებაზე ხელშესახებ გარანტიებს ვერ იღებენ .


„ახალი დარეგისტრირებული შპს იყო X2 , როცა „ცენტრ-პოინტს“  პრობლემები შეექმნა და თანამშრომლები იქ გადაიყვანეს. ეს კომპანია შევიდა  ბაკურიანის ობიექტზე, ერთი დაასრულეს მხოლოდ,  კრწანისის ობიექტი კი არ არის დასრულებული.  სადაც კომპანია  X2   შევიდა, ყველგან მოითხოვა თანხების დამატება კლიენტებისგან. ჩვენ მერიის შემოთავაზებას X2 -ს შემოყვანაზე არ მივიღებთ.  გამორიცხულია, რომ მათ გააგრძელონ ეს განუკითხაობა, რაც ჩვენს ბინებზე ხდება. როცა მერი იღებს ამხელა პასუხისმგებლობას და თითქოს ცდილობს დაზარალებულების დახმარებას,  შეუძლია გაარკვიოს, რომ არცერთი ბინა არ აქვს ამ სამშენებლოს დასრულებული პრობლემების გარეშე.“ - ამბობს კიდევ ერთ–ერთი დაზარალებული.


ისინი მერიას პრობლემის გადაწყვეტის საკუთარ გზას სთავაზობენ , რაზეც თბილისის მუნიციპალიტეტისგან  კონკრეტული პასუხი ჯერ არ მიუღიათ. დაზარალებულების შეთავაზება კი გულისხმობს იმას, რომ დევნილებისთვის ბინები  სწორედ იმ მიწაზე აშენდეს, რომელიც ინვესტორის მოსაყვანადაა განსაზღვრული. სახელმწიფოს მიერ გამოიყოს თანხები ბიუჯეტიდან დევნილებისთვის კორპუსების ასაშენებლად, რაზეც არ მოუწევს სახელმწიფოს ცალკე მიწის გამოყოფა და დარჩენილი ბინების გაყიდვით მიღებული თანხა, დაზარალებულების ბინების დასრულებას მოხმარდეს.


რაც შეეხება სხვა სავარაუდო ინვესტორებს, დაზარალებულებმა მერიას შუამდგომლობა კომპანია „ანაგთან“ ,  „იუნიქს დეველოპმენტთან“ და „არქი ჯგუფთან“ შესთავაზეს , თუმცა X2 -ს საკითხი მერიისთვის პრიორიტეტულად რჩება.


„ცენტრ-პოინტის“ კლიენტებმა X2 -ის მიერ ბინების დასრულების გარანტიებიც მოითხოვეს, როგორც, რჩეულიშვილების ადვოკატმა მათ განუცხადა, საბანკო გარანტია გულისხმობს ერთ კვადრატულ მეტრზე 50 დოლარის გარანტიას მაშინ, როცა მყიდველებს მინიმუმ 1000 დოლარი აქვთ გადახდილი ერთ კვადრატულ მეტრზე ბინისთვის.


„ვეუბნებით მერიას, რომ თქვენ თვითონ დევნილებისთვის ააშენეთ იქ ბინები და ჩვენც დაგვაკმაყოფილეთ ამით. ისინი  ორმაგ მოგებაში რჩებიან - იმ მიწაზე 3 კორპუსის აშენების უფლებას რომ აძლევენ ინვესტორს, სახელმწიფოდან გამოიყოს თანხები და აუშენონ დევნილებს ბინები იმ მიწაზე.  თქვეს, რომ ცუდი იდეა არ არის, მაგრამ რამდენად განახორციელებს მერია ამას, არაა ცნობილი. წინა შეხვედრაზე, რომელიც გადაიდო კომპანია X2 -ს უნდა შემოეთავაზებინა გარანტიები, რომ ნამდვილად დასრულდება ეს ბინები. წინა შეხვედრას „ცენტრ-პოინტის“ –იურისტი პაატა სვანიძე ესწრებოდა, რომელიც გვეუბნება, რომ „იქსორის“ გარანტია  კვადრატულზე 50 დოლარი იქნება. ეს  სასაცილოა. რატომ აძლევს მერია ამ კომპანიას იმის შანსს, რომ ახალი აფიორა დაიწყოს .



ჩვენ კიდევ თანხის დამატება თუ მოგვთხოვეს რა უნდა ვქნათ? მაია რჩეულიშვილს ძალიან ბევრი ფართი აქვს გადაფორმებული თანამშრომლებზე და ნათესავებზე. ვთქვათ დაიწყო მშენებლობა მათთვის არასასურველმა ინვესტორმა,  მაიას შეუძლია ვითომ დაზარალებულის სახელით აჩივლებინოს თავის რომელიმე თანამშრომელს და შეაჩეროს მშენებლობა ისევ, სანამ თავის მიზანს არ მიაღწევს.


„ჩვენ სახელმწიფოსგან არ ვითხოვთ თანხობრივ დახმარებას, ვთხოვთ იმას, რომ ან სასამართლო ჩატარდეს წესიერად და დაისაჯონ დამნაშავეები და კონფისკაცია მოხდეს მათი საკუთრების, ან ჩვენ მოვიყვანოთ ინვესტორები, რომლებიც ამ დაყადაღებული მიწების სანაცვლოდ ჩვენს კორპუსებს ააშენებენ -ამბობს მარი ქოიავა.

 

 მეორე საკითხია რამდენად არის შესაძლებელი 15 წლის მანძილზე გაჩერებული მშენებლობის ადგილზე ამ მშენებლობის გაგრძელება. როგორც ერთ–ერთი დაზარალებული ჩვენთან აცხადებს, ამის გარკვევას სამხარაულის ბიუროს დასკვნა სჭირდება. შესაძლოა დასკვნამ აჩვენოს, რომ საერთოდაც დასანგრევია ეს კორპუსები და საცხოვრებლად გამოუსადეგარია. ხოლო რაც შეეხება ხოშარაულის ქუჩაზე ბინების აშენებას, მომჩივანების თქმით, ეს ადგილი საცხოვრებლად არც თუ ისე ხელსაყრელია და შესაძლოა ინვესტორს ბინების გაყიდვა გაუჭირდეს, თუკი რამე სავაჭრო ობიექტი არ აშენდება.


უახლოეს მომავალში   მერიის წარმომადგენლებს, კომპანია X2-სა და დაზარალებულებს შორის შეხვედრა იგეგმება. „კომერსანტი“ კომპანია X2 -სგან  ცდილობს ინფორმაციის მოპოვებას, რასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ. რაც შეეხება კომპანია ცენტრ–პოინტს, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი  კომერსანტის ზარებს და  სმს შეტყობინებებს უპასუხოდ ტოვებს.


მარიამ მორგოშია




საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2019-12-08 18:43:35
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დაიწყო. სასტუმრო შერატონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით...

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს
access_time2019-12-08 20:00:01
  2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.   სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი
access_time2019-12-08 14:00:22
2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.   გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.   Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს...


მსგავსი სიახლეები

up