ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“

access_time2019-03-25 19:00:56

„ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია  ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი,“ - ასე აფასებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“  კიდევ ერთ  შეუსრულებელ დაპირებას. 


როგორც ცნობილის, „ცენტ-პოინტის“ მენაშენე, თითქმის 5 ათასი ოჯახი  (დაახლოებით 10 ათასი ადამიანი) კვლავ პრობლემის მოგვარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამ საკითხის გადაჭრას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდორმარე ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს ჯერ კიდევ 2012 წელს, წინასაარჩევნოდ პირდებოდა. თუმცა, „ოცნების“ მმართველობიდან მე-7 წელსაც, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ზუსტად ამიტომ უწოდებს ანა დოლიძე „ცენტ-პოინტის“ საქმეს „ქართული ოცნების“ დიაგნოზს.


„7 წელი ჰქონდა მმართველ პარტიას ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მაინც თაროზე აქვს შემოდებული. თანაც საუბარია არა 4 მლნ ადამიანზე, ან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე, არამედ სულ რაღაც 5 ათასამდე ოჯახის დაკმაყოფილებაზე. „ცენტრ-პოინტთან“ დაკავშირებული მოვლენები არის ნათელი მაგალითი, როგორ უჭირს ხელისუფლებას და არ შეუძლია სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება,“ - ამბობს ანა დოლიძე.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი აპირებს, თავად ჩაერთოს პრობლემის მოგვარების პროცესში და დაზარალებულებს მხარი დაუჭიროს. უახლოეს მომავალში მოქალაქეებთან პირადად შეხვედრასაც გეგმავს. თუმცა, გარდა თავად ამ კონკრეტული საკითხისა, ანა დოლიძე პრობლემას აზოგადებს. მისი თქმით, „ცენტ-პოინტი“ ასევე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა „ქართული ოცნება“ ბიზნესს და რა ვითარებაა ამ კუთხით ქვეყანაში.



„ადამიანი ვერ მოიძებნა, ერთი ლიდერიც კი, რომელსაც შეუძლია ეს საქმე საკუთარ თავზე აიღოს და მინიმუმ დაზარალებულებს პრობლემის მოგვარების გზები შესთავაზოს. ამიტომაც, გადავწყვიტე გვერდში დავუდგე ყველას და დავეხმარო. ცალკე საკითხია ბიზნეს-ასპექტი. კომპანია „ცენტრ-პოინტი“, ფაქტობრივად, ამ წლების განმავლობაში მიშვებულია და პლუს, ის 5000-მდე ოჯახიც ამოვარდნილია ეკონომიკური ბრუნვიდან თან აქვთ ქონება და თან არა. იმის ნაცვლად, რომ ხელსიფულებამ კომპანიის ამუშავებას შეუწყოს ხელი და დაზარალებულების დაკმაყოფილებასთან ერთად, ორივე მხარე ეკონომიკურ ბრუნვაში დააბუნოს, ყველაფერი გაჩერებულია. ზუსტად ასე ექცევა ბიზნესს მთავრობა და ეს დანაშაულია. სხვაგვარად ეს ყველაფერი ვერ აიხსნება,“ - განმარტავს ანა დოლიძე.

 



შეგახსენებთ, რომ “ცენტრ-პოინტის” დაუმთავრებელი პროექტების დასრულებას სამშენებლო კომპანია m2  აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება ვერ შედგა.

„ცენტრ პოინტ ჯგუფის” საქმეზე მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს სასამართლომ ოთხ-ოთხ წლიანი პატიმრობა შეუფარდათ. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.




სალომე ლემონჯავა





მაიკლ ჯორდანმა ტეკილას ძვირადღირებული ბრენდი შექმნა

მაიკლ ჯორდანმა ტეკილას ძვირადღირებული ბრენდი შექმნა
access_time2019-09-22 20:00:16
3 წლის  წინ ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა და მისმა ოთხმა ნაცნობმა აღმოაჩინეს, რომ მათ აერთიანებს ერთი გატაცება - ტეკილა. დღეს მათ მიერ შექმნილი ტეკილა Cincoro სარგებლობს უდიდესი პოპულარობით ამ სასმელის მოყვარულებს შორის და ერთი ბოთლი ღირს 130-დან 1600 დოლარამდე.   საბედისწერო ვახშამი პიცერიაში   3 წლის წინ, ზაფხულის ერთ-ერთ ცხელ...

bm.ge: მიკროსაფინანსოების ბაზარი მცირდება - „ეროვნულ ბანკს მისალოცად აქვს საქმე“

bm.ge: მიკროსაფინანსოების ბაზარი მცირდება - „ეროვნულ ბანკს მისალოცად აქვს საქმე“
access_time2019-09-22 18:00:58
2017 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არასაბანკო დაწესებულებებიც, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოექცნენ. ამ პერიოდიდან იწყება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზრის შემცირებაც. საწესდებო კაპიტალის ზრდა, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე შემცირება, ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღება და ა.შ. - ეს არის იმ რეგულაციების ჩამონათვალი, რომელიც უკვე მესამე წელია მიკროსაფინანსო ბაზარსაც შეეხო. შესაბამისად, სახეზე გვაქვს ამ ტიპის...

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს
access_time2019-09-22 14:00:36
სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ...

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ
access_time2019-09-22 12:00:49
Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.   ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი...

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“
access_time2019-09-22 10:00:56
„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას. „ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ...


მსგავსი სიახლეები

up