„ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებს რამდენიმე კომპანია გადაიბარებს - დაზარალებულები პროცესებს სკეპტიკურად უყურებენ

„ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებს რამდენიმე კომპანია გადაიბარებს - დაზარალებულები პროცესებს სკეპტიკურად უყურებენ

access_time2019-12-26 10:00:24

 „ცენტრ-პოინტის“ საქმეში  ბევრი წინააღმდეგობაა და მერიის დაპირებები ზერელე ნათქვამია.“ – „ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებულები 2019 წლის მიწურულს ხელშესახები დაპირებებისა და ბინების დასრულების მოლოდინში არიან.


„კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ „ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებლებსა და მერიას შორის მოლაპარაკების შედეგად რჩეულიშვილების კომპანიის დაუსრულებელ აქტივზე თბილისის მერია იღებს პასუხისმგებლობას შემოიყვანოს ინვესტორები და გასცეს ნებართვა მშენებლობებზე, თუმცა, ეს ყველაფერი  „ცენტრ-პოინტის“ ჩართულობის გარეშე მოხდება. კომპანია X2, რომელსაც სასტიკ უნდობლობას უცხადებდნენ დაზარალებულები, დღის წესრიგში აღარ განიხილება. ხოლო მიმდინარე თვეში კომპანია CMC-ი იწყებს მუშაობას 7 დაუსრულებელ ობიექტზე, ხარჯთაღრიცხვებისა და ფინანსური გაანგარიშებებისათვის. დიდ დიღომსა და მიონში შემოდის „თბილი სახლი“.  რაც შეეხება დანარჩენ ასაშენებელ ობიექტებს - სააკაძეზე, ღრმაღელესა და დაკიდებულ ბაღებში - ინვესტორების მოძიება ტენდერის წესით მოხდება. სატენდერო საქმიანობა კი მერიის დაპირებით თვენახევარში უნდა დასრულდეს.


აღსანიშნავია, რომ გაზაფხულის დასაწყისისთვის დაგეგმილია კონტრაქტების გაფორმება და შესაბამისად, რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილის გათავისუფლება.


17 დეკემბერს „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულებსა და დედაქალაქის მერის მოადგილეს, ილია ელოშვილს შორის ბოლო შეხვედრას „საკვანძოს“ უწოდებს „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების ნაწილი. მეორე ნაწილი კი კვლავ მიიჩნევს, რომ მრავალჯერადი შეხვედრები არათანმიმდევრულობის შეგრძნებას ბადებს და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოზიდვას  ისახავს მიზნად. ერთნი ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს, დანარჩენები კი პროცესების არათანმიმდევრულობაზე საუბრობენ.


„რეალური არაფერია! კომპანია „ანაგი“ თითქოს ხოშარაულის ობიექტზე შედის,  ეს ყველაზე დიდი მიწაა „ცენტრ-პოინტის“ ობიექტებს შორის და 17 000კვ.მ.-ს მოიცავს.  თუმცა, ესეც არ არის ხელშეკრულებით გაფორმებული. სიტყვიერი შეთანხმებაა თითქოს. არათანმიმდევრულად მიდის ყველაფერი და ეს გვიჩენს ეჭვს. ჩვენთვის მთავარია თაღლითების გავლენა მოისპოს. ამ საქმეში ძალიან ბევრი პრობლემაა, რჩეულიშვილებს გადამალული აქვთ უამრავი ქონება, რომელიც გადაფორმებულია სხვებზე, ამის  აფიშირებას არ ახდენენ.  რამდენი შეხვედრაც არ უნდა გაიმართოს, არ არის ჯანსაღი სიტუაცია.“ - ამბობს „ცენტრ-პოინტის“ ერთერთი დაზარალებული თამუნა ფირცხალაიშვილი.

 

დაზარალებულები მორიგი თაღლითობის ფაქტის გამორიცხვისთვის მერიას გარანტიებს სთხოვენ. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ თუ საშიშროება არის იმის, რომ კვლავ „ცენტრ- პოინტის“ პირისპირ აღმოჩნდნენ მაცხოვრებლები, უნდა შემუშავდეს რამე დაზღვევის ბერკეტი - ან ჩაიდოს კონტრაქტებში ერთი მუხლის სახით, სადაც ზემოთხსენებულ შემთხვევაში, პრობლემის მოგვარება დაეკისრება მუნიციპალიტეტს- მთავრობას. მერის მოადგილე ილია ელოშვილი კი ამგვარ გარემოებას გამორიცხავს.



 „შეიძლება დაიწყონ ერთი-ორი ობიექტი, რომელიც მათთვის საინტერესოა. ის ფულიც რომ დაიხარჯება, რის სანაცვლოდაც ეს უნდა გაკეთდეს, მერე რას აპირებენ არ ვიცი. წინაასაარჩევნოდ რჩეულიშვილების გათავისუფლება უნდათ, ხოლო ჩვენთან არის ზეპირი მოლაპარაკება. მოილაპარაკებენ და გამოუშვებენ ციხიდან, ხოლო ჩვენ არაფერი გვეშველება. რჩეულიშვილებს ხელის შეშლის გარდა არაფერი გაუკეთებიათ, ასევე იქნება ახლაც მათი გამოსვლის შემთხვევაში. ციხიდანაც შეიძლებოდა დაზარალებულების მოთხოვნების დაკმაყოფილება, იმიტომ რომ არაერთი იურისტი ჰყავთ, მაგრამ რატომღაც თურმე აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ.“ - ამბობს „კომერსანტთან“ მარიჯანის ობიექტის დაზარალებული მარი ქოიავა.  


ამავდროულად, კომპანია „ანაგთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკება ხოშარაულის ობიექტზე, რომელიც დიდ წინააღმდეგობებთანაა დაკავშირებული. ობიექტი დაყადაღებულია და მისი მოხსნის პერსპექტივა პირდაპირ კავშირშია ამ ობიექტის მეპატრონეების მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ინვესტორი ამ მიწაზე მშენებლობას ვერ შეძლებს.


რამდენიმე კვირის წინ კი, მერიის ახალი იდეის  შესახებ გახდა ცნობილი - ეს „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების დასახმარებლად შექმნილი ფონდია, რომელშიც უშუალო მონაწილეობას დეველოპერული კომპანიები იღებენ, გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ. მიუხედავდ იმისა, რომ ფონდი ჯერ მხოლოდ იდეად მოიაზრება, კომპანიების წარმომადგენლები მიესალმებიან მერიის მცდელობას, მოაგვაროს მრავალწლიანი დავა და დაზარალებულების ბინები დაამთავროს.


როგორც ცნობილია, წლების წინ, იმის ნაცვლად,  რომ საკუთარი მეანაბრეების გადახდილი ფულით „ცენტრ-პოინტს“ ბინები აეშენებინა, კომპანიამ ამ თანხით კონკრეტული მიწები შეიძინა, რომელიც „ცენტრ-პოინტის“ ბალანსზეა. ხოლო მათთვის ბრალის დამტკიცების შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით პროკურატურამ ეს ქონება დააყადაღა.


„ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებული 6000-მდე ოჯახიდან ნაწილი უბინაოდაა დარჩენილი, ზოგი  დაუმთავრებელ შენობაში ცხოვრობს.  მათი საკუთრების სრულყოფაში მოყვანას მერიის მიერ გაკეთებული მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვით  40 000 ლარი სჭირდება. ეს თანხა საჭიროა იმისთვის, რომ დაზარალებულების ბინები აშენდეს, ელექტროსისტემა მოწესრიგდეს, გაკეთდეს ლიფტები, დასრულდეს ყველა ის აუცილებელი კომპონენტი, რაც საჭიროა იმისთვის,  რომ ამ ოჯახებმა პირობები გაიუმჯობესონ და მათი 15 წლიანი პრობლემა აღმოიფხვრან.


2017 წლის 27 სექტემბერს, ცენტრ–პოინტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გუკა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ცენტრ პოინტი“ გაიყიდა. მისივე თქმით, „ცენტრ პოინტი“ ერთმა კომპანიამ შეიძინა, თუმცა, კიდევ ერთი ინვესტორი, კომპანია X2   „ცენტრ პოინტის“ 2 ობიექტზე, ყიფშიძისა და კრწანისის მშენებლობაზე მუშაობდა, რომელიც დაასრულა.


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისულების აღკვეთა შეუფარდა. საგამოძიებო უწყება მათ 11 მილიონი ლარზე მეტის მითვისებას ედავებოდა.


დღეს დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა მერის მოადგილესა და დაზარალებულებს შორის, რომლის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

მარიამ მორგოშია




ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება

ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება
access_time2020-03-28 10:00:07
ლიბერთი ბანკმა, რამდენიმე დღის წინ (21 მარტს), საკუთარი...

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის სტიმულირების კანონს ხელი მოაწერა
access_time2020-03-28 10:02:04
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის...

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება

3 თვეც რომ გაჩერდნენ საწარმოები, დეფიციტი არ შეგვექმნება - რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება
access_time2020-03-28 11:30:52
დღეიდან, რუსეთში ერთთკვირიანი არასამუშაო პერიოდი დაიწყო. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განმარტა,  ჯანდაცვასთან დაკავშირებული სტრუქტურები მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებენ, როგორებიცაა სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები, მაღაზიები, ასევე საბანკო სერვისცენტრები, ტრანსპორტი. შესაბამისად, შეჩერდება საწარმოებისა და ქარხნების მუშაობაც. რა გავლენას მოახდენს ქართულ იმპორტზე რუსეთის ერთკვირიანი შესვენება...

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული

„კორონავირუსი ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული“-ზურაბ გურული
access_time2020-03-27 19:30:50
აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ  facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დასავლური მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრიაო კორონამ. სინამდვილეში ხდება ეს: დასავლური,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-03-27 21:30:07
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.დაკეტილი საზღვრები, გაუფასურებული ლარი და მიმწოდებლების მხრიდან მოთხოვნილი ნაღდი ფული - როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოში ამ...


მსგავსი სიახლეები

up